x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
გრინ ბარეტი: "ავად ხართ თქვენ და არ იცით..."
image
"ვისაც ახსოვს წინაზე დავწერე, ურეკში, სამანქანო გზაზე რუსი ბავშვი წაიქცა და დედამისის განწირულ კივილზე ღია კაფედან "ახალმა ქართველმა" გამოსძახა, - ეგდოს, ერთი რუსით ნაკლები იქნებაო...


ამაზე აქ ხო, და - პირად საუბრებშიც სულ გადამაყენეს ჭკუიდან. ამართლებენ იმას: აბა, რუსები რომ ოკუპანტები არიანო?!! აბა, უკრაინელ ბავშვებს რომ კლავენო?!! აბა 20% - ო!.. აბა ყირიმიო!.. აბა სამაჩაბლოო!..(აფხაზეთი აღარც ახსოვთ)


ერთმა სოლიდურმა კაცმა, - მივიდოდი, პირში მივცემდი (ხუთიოდე წლის ბავშვზეა ლაპარაკი) მერე თავზე ფეხს დავადგამდი და გავსრისავდიო...თან ხელებ- ფეხებითა და სახის გამომეტყველებით მაჩვენა როგორ იზამდა ამ ყველაფერს... (თუ ვაჭარბებდე ან რამეს ვამატებდე, ბოზის შვილი ვიყო...)


მე რუსეთუმემ კიდევ, ამის შემდეგ, ამ ნაროდისთვის, ავდექი და იურა შატუნოვის სიკვდილზე დავწერე, გული აუჩუყდებათ მეთქი... - რა სასაცილოა...



ერთი ოცი ქალის და კაცის მიბლოკვა მომიხდა სხვანაირად რომ ვერ ჩავაცხრე ამათი შხამი და ღვარძლი... მოკლედ... - ავად ხართ თქვენ და არ იცით...


და თუ იცით და მაინც მანდა ხართ, - მთლად უარესი..." - წერს ჟურნალისტი "გრინ ბარეტი."

0
324
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
324
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0