x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რა ისტორიული წყაროების მიხედვით იქნა მიღებული ხუთჯვრიანი დროშა საქართველოში, როგორც ეროვნული დროშა
image

ჩვენი სამშობლოს ეროვნული დროშა უდაოდ ლამაზია და ამაში ვფიქრობ ყველა დამეთანხმებით.


საქართველოს ახალი, ეროვნული დროშა 2004 წელს იქნა მიღებული და დამტკიცებული, მართალია ეროვნული დროშის შეცვლას რეფერენდუმი ჭირდებოდა, მაგრამ აეა თუ ისე დროშა დამტკიცებულია და საქართველოსთან ერთად მოფლიოს უამრავი ქვეყნის ქართულ საელჩოებში და საკონსულოებში ამაყად ფრიალებს.


და მაინც რა საფუძველი ედო საქართველოს ეროვნულ დროშად ამ დროშის მიღებას?



როგორც ვიცით ჯერ კიდევ ვახტანგ |(გორგასალი)-ს დროს საქართველოს ჰქონდა დროშა, ერთი წითელი ჯვარი თეთრ ფონზე, თამარ მეფის დროს კი გვქონდა დროშა "თამარიანად" წოდებული, თეთრ ფონზე წითელი ჯვარით და ერთი ვასკვლავით.


სავარაუდოდ 1320 წელს მეფე გიორგიV (ბრწყინვალე)-ს დროს გამოჩნდა პირველად საქართველოში ხუთჯვრიანი დროშა. ეს კი დაკავშირებულია საქართვლოს მიერ იერუსალიმში ჯვრის მონასტრის დაბრუნებას, ასევე გიორგი V -ის მიერ იერუსალიმში რამდენიმე სიმაგრის აღებას, რის შემდეგად საქართველოს მეფის ხელში გადმოვიდა მაცხოვრის საფლავის ტაძრის გასაღები.


სწორედ იმ პერიოდიდან რამდენიმე წყაროში გვხვდება ხუთჯვრიანი დროშა, როგორც ქართული დროშა.


ხუთჯვრიან დროშა გამოსახეს საქართველოს რუქაზე კარტოგრაფმა პიეტრო ვისკოტნმა, ძმებმა ფრანჩესკო და დომენიკო პიციგანებმა, ასევე გაბრიელ ვალლესკამ.


გარდა ამისა საქართველოში გვხვდება შუა საუკუნეების ეკლესიებში ბარელიეფის სახით, მაგალითად: ნეკრესში, ბოჭორმაში, მანგლისში, ჩხერში.


image ეს კი ბოლნისის სიონის ჯვრად ცნობილი ჯვარია, რომელიც მეხუთე საუკუნიდანაა ცნობილი.
image ძმებ პიციგანების მიერ შექმნილი საქართველოს რუქა, სადაც დღევანდელი ეროვნული დროშა ფიქსირდება.
image

0
59
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
59