x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
შოთა მარტინენკო: "მტერს სამივე მიმართულებით დავარტყით.."
image

"მინდა გამოვეხმაურო რამდენიმე კონსერვატიული ჯგუფის თუ პიროვნების მიერ გამოთქმულ უცნაურ პრეტენზიას - 2 ივლისს რატომ წავიყვანეთ ხალხი ოცნების და ევროკავშირის ოფისების წინააღმდეგ და ამის ნაცვლად რატომ არ დავძარით ხალხი პირდაპირ მთაწმინდისკენ, სადაც გეი ფესტივალს ატარებდნენ.


ამ ადამიანებს ეტყობა რაღაცები ავიწყდებათ ან ყურადღებით ვერ აკვირდებიან და გამორჩათ, მაგრამ ჩვენ ხალხი მთაწმინდისკენ დავძარით, მეგობრებო. და როცა დავიძარით, რუსთაველი მაშინ სავსე იყო და დავიძარით მანქანებითაც და ფეხითაც. მაგრამ მთაწმინდის ასასვლელთან, ვიწრო, 20 მეტრის სიგანის გზაზე დაგვხვდა პოლიციის და რობოკოპების დიდი კორდონი, რომლის გავლაც მაგ სივიწროვეში ფიზიკურად შეუძლებელია, თუნდაც ხუთჯერ მეტი ხალხი ყოფილიყო შეკრებილი.


ისედაც გასაგები იყო, რომ რა დროსაც არ უნდა დაგვეძრა ხალხი, მანდ დაგვხვდებოდა კორდონი და ორი საათით ადრე დაიძრებოდა თუ ორი საათით გვიან, მნიშვნელობა არ აქვს, შედეგი იქნებოდა ზუსტად იგივე - სივიწროვეში გხვდება უზარმაზარი კორდონი, რომელსაც ვერ გადიხარ. მაგიტომაც შეარჩიეს ეგ ლოკაცია, რომ იქ მისასვლელი ვიწრო გზების ჩაკეტვა ადვილია. ამიტომ პრეტენზია, - ჯერ ოცნების და ევროკავშირის ოფისს რატომ დაარტყი და მერე რატომ წახვედი ზემოთო, - რეალობაში ნიშნავს იმას, რომ ვერც ზემოთ ახვიდოდი და არც ოცნების და ევროკავშირის ოფისებს მიადგებოდა რეპუტაციული დარტყმა. რაც, რა თქმა უნდა, უჭკუობაა, რადგან სწორედ ეგ უნდოდა ოცნებას, როცა მასეთ რთულად მისადგომ ლოკაციას ირჩევდა, რომ ვერც იმ ლოკაციამდე მიხვიდე და არც ოცნებაზე და დასავლეთზე მიიტანო დარტყმა.



ჩვენ საბედნიეროდ უჭკუოები არ ვართ, როცა მტერი მუხანათურად იქცევა, წინასწარ ვაანალიზებთ ხოლმე, როგორ შეიძლება მაქსიმალური საპასუხო დარტყმის მიყენება, ამიტომ, სამივე მიმართულებით დავარტყით, ოცნების ოფისსაც შევუტიეთ, ევროკავშირისასაც და მთაწმინდის მიმართულებითაც ვცადეთ წასვლა.


ამიტომ ვინც ამ პრეტენზიით გამოდის, მარტო მთაწმინდისკენ უშედეგო მარში რატომ არ მოაწყეთ, მანამდე ოცნებას და ევროკავშირს რატომ დაარტყითო, ის ან ოცნების დაქოქილია, ან დაბოღმილი და შურიანი, ან ანალიზის დაზარების ან უუნარობის გამო რეალობას ძალიან მცდარად აფასებს.

რაც შეეხება პრეტენზიას, რომელიც სულ რამდენიმე ადამიანმა იკადრა და გააჟღერა, რომ შეიძლება ვერ გაგევლოთ კორდონი, მაგრამ მაინც რატომ არ შეატაკეთ ხალხიო, - ეს უსინდისო პრეტენზია შეიძლება პასუხსაც არ იმსახურებს, მაგრამ მაინც გავცემ: ჩვენ რომ ვიცით, რომ აღმართში, ვიწრო გზაზე, მრავალმწკრივიან კორდონს ფიზიკურად ვერ გაივლი და მასთან შეტაკების შედეგი ის იქნება, რომ მაინც ვერ გაივლი და უბრალოდ ძალიან ბევრი ადამიანი გაიშარება, ამ ვითარებაში იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები დავიკმაყოფილოთ და ვიღაცამ რაღაც უსინდისო პრეტენზიები არ წამოგვაძახოს, ხალხს არ ვწირავთ. და შეიძლება სწორედ ამიტომაც მოგვყვება ხალხი, იმათგან განსხვავებით, ვინც პრეტენზიებს გამოთქვამს, ხალხი რატომ არ გაწირეთ უშანსო ბრძოლაშიო.


რაც შეეხება 2 ივლისის მოკლე შეფასებას, ამ დღეს ჩვენ მივიღეთ მაქსიმალური ეფექტი, რაც დღეს არსებული ძალებით და რესურსებით არის შესაძლებელი:


1) პრაიდის ქალაქში დაანონსებას ფიზიკურად ვეღარ ბედავენ და ეს შარშანდელი 5 ივლისის და მაშინ გაჩენილი სამობილიზაციო მუხტის დამსახურებაა.


2) ფიზიკურად ჯერ კიდევ ახერხებენ ისეთი ლოკაციების მონახვას, ქალაქიდან მოშორებით და მთაზე, სადაც ვიწრო მისასვლელი გზებია და უბრალოდ ადვილად ჩაგკეტავენ და ჩაატარებენ დახურულ ღონისძიებას. მაგრამ იქაც შეზღუდულად უწევთ ჩატარება და პოლიციის ძალების მაქსიმალური მობილიზებით. ესეც რომ ვერ მოხერხდეს, ეგ შესაძლებელია მხოლოდ პოლიტიკური და გეოპოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლით. სხვანაირად ამის აღკვეთა შეუძლებლია.


3) იმისთვის, რომ პოლიტიკური და გეოპოლიტიკური დღის წესრიგი შეიცვალოს, დარტყმები უნდა მიადგეს არსებულ ხელისუფლებას და დასავლეთს, ვინც იცავს და უკვეთავს ამ სიბინძურეს. ეს ორივე ეფექტურად გაკეთდა 2-ში ოცნების და ევროკავშირის ოფისებზე რეპუტაციული შეტევით.


4) მოხდა იმის დემონსტრაცია, რომ ეროვნული ფლანგი დიდი ძალაა და მასთან ფიზიკური დაჯახების შესაძლებლობა პროდასავლელებს ახლა არ აქვთ, ამიტომ ჩვენთან ძალის ენაზე ლაპარაკის გეგმები არავის უნდა ჰქონდეს.


ეს იყო მაქსიმუმი, რისი მიღწევაც ამ დღეს იყო შესაძლებელი და ეს მაქსიმუმი დიდი შედეგია, რადგან ამ ფონზე მეორე დღეს ვნახეთ სრულიად გაფარჩაკებული და დათრგუნული ლიბერალების აქცია, და აწი, მომდევნო თვეების განმავლობაში, მათი გარდაუვალი კვდომის პროცესს ვნახავთ.


ეს იყო ლიბერალების ბოლო მსხვილი გაბრძოლება საქართველოში, მომავალი წლიდან არანაირი გეი კვირეულის გამართვის მცდელობაც აღარ იარსებებს.." - აცხადებს კონსერვატიული მოძრაობის ერთერთი ლიდერი შოთა მარტინენკო.

0
136
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0