x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
კონსტანტინე მორგოშია: ახლა არის სულ ბოლო შანსი ისტორიის თავიდან გადაწერის
image "ოსმალეთის იმპერიის სულთანმა მეჰმედ 2-ემ, 1453 წლის 29 მაისს კონსტანტინოპოლი აიღო, რასაც შედეგად მოჰყვა ბიზანტიის იმპერიის რუქიდან გაქრობა. ბრძოლაში დაიღუპა ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორი კონსტანტინე XI დრაგაში. კონსტანტინოპოლი გახდა ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქი.


შემტევ ოსმალეთის არმიას, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატებოდა კონსტანტინოპოლის დამცველებს, მეთაურობდა 21 წლის მეჰმედ მე II. ქალაქის დაპყრობის შემდეგ, მეჰმედ II- მ კონსტანტინოპოლი ოსმალეთის ახალ დედაქალაქად აქცია და ჩაანაცვლა ედირნე.


კონსტანტინოპოლის დაცემით არამარტო მართმადიდებლობის უდიდესი ბასტრიონი დაეცა, არამედ, დასრულდა 1500 წლოვანი რომის იმპერიის ისტორიაც. ქალაქში შესულ სულთანს, როცა ქრისტიანებმა უზარმაზარი ოქრო და ვერცხლი დაახვედრეს ძღვენის სახით, მათ სულთანმა ღორები უწოდა. ეს იმიტომ, რომ ამ ოქრო ვერცხლის მეათედი, რომ შემოგეთავაზებინათო, ალყას მოვხსნიდიო და აქაურობას დავტოვებდიო. კონსტანტინოპოლის აღებაში ოსმალებს, სერბებიც ეხმარებოდნენ და არც სხვა მართმადიდებლებს არ გამოუთქვამთ დიდი სურვილი, რომ მათი მთავარი სიწმიმდე დაეცვათ.


თავად კონსტანტინოპოლი კი მაშინ კორუფციაში, გარყვნილებაში და უზნეობაში იხრჩობოდა. რომის კათოლიკურ ეკლესიასთან, სიხარბის გამო, დათმობებზე წავიდა. და ძალიან ბევრი არა მართმადიდებლურად გაუმართლებული პოზიცია დაიკავა .... და ამ ნაბიჯით, საბოლოოდ დაშორდა ღმერთს. ამიტომაც უფალამ დასაჯა მართმადიდებლები და დღემდე ეს ცოდვა გვადევს ჩვენ ყველა მართმადიდებელს.



მას მერე მარავალმა საუკუნემ ჩაიარა .... მაგრამ მართმადიდებლური სამყარო, მუდმივ განსაცდელშია. სერბებს უამარავი განსაცდელი მოუვლინა უფალამა, ბულგარელებს, ბერძნებს, რუსებს, ჩვენ ქართველებს და ა.შ ... (( პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს, ყველაზე მეტად, სწორედ მართმადიდებლები დაზარალდნენ, ებრაელებთან ერთად.


ამ ყველაფერს ეხლა რატომ ვიხსენებ და რა შუაშია დღევანდელობასთან ეს ყველაფერი იცით? ბევრი მაქვს ამ ყველაფერზე ნაფიქრი და მინდა გითხრათ, ჩემი აზრი. ვისაც გგონიათ, რომ უკრაინა რუსეთის ომში, რომელიმე მხარე მოიგებს თუ არა, გეტყვით .რუსეთმა რამხელა ტერიტორიებიც არ უნდა დაიბრუნოს თავისი შეფასებით, ან უკრაინელებს რამდენით მეტი ტერიტორიაც გინდა დარჩეთ რუქაზე, მაინც ამ ომში საბოლოოდ მართმადიდებლები ვმარცხდებით.


ესე იყო 2008 - ში და ესე იქნება ყოველთვის. ესე თუ გაგრძელდება, ყოველთვის იქნება ახალი კოსოვო, აღდგომის ღამეს, დაბომბილი ბელგრადი, ახალი აფხაზეთი, სამაჩაბლო, ვალებში და გეი-აღლუმებში ჩახრჩობილი საბერძნეთი, ნატოს ჯარების, ლამის მომსახურე პერსონალად გადაქცეული ბულგარეთი და ა.შ


სანამ ესე ვიქნებით მართმადიდებლები, ჩვენთან ყოველთვის იქნებიან ჩუბაისიები, გორბაჩოვები, ელცინები, შევარდნაძეები, ზელინსკები, სააკაშვილები და ა.შ ... იმ დროინდელ ევროპელ მართმადიდებლობის მტრებს, ყოველთვის ჩაანაცვლებენ ნატოს სამხედრი ალიანსებით, ჯორჯ სოროსებით, ჩერჩილებით, ტროცკებით, ბაიდენებით და ლენინებით. სანამ ღმერთს არ დავიბრუნებთ, მანამდე სულ ამ ხალხის მარიონეტები ვიქნებით და სულ ერთმანეთის ხოცვა მოგვიწევს.


პ.ს ამიტომ ახლა არის სულ ბოლო შანსი ისტორიის თავიდან გადაწერის .... და ამის ნიშნები უკვე ნათლად ჩანს ...


სადაც მართმადიდებლები უნდა მიხვდნენ, რომ ჩვენი მეგობრები, პირველ რიგში ისევ ჩვენ ვართ... და როცა ჩვენ გვექნება ერთი დიდი, ძლიან დიდი მართმადიდებლური ერთობა .... მაშინ ეს ჩვენი საუკუნოვანი მტერები, რომლებიც მხოლოდ დასახელებებს იცვლიან და არა ჩვენს საწინააღმდეგო მიზნებს .... ვერაფერს გახდებიან და ამის მერე ჩვენ, ყველანი ერთად მათ ყველაფერზე მოვთხოვთ პასუხს ... და მათ შორის 1453 წელზეც" - წერს კონსერვატიული მოძრაობის ლიდერი კონსტანტინე მორგოშია.



0
46
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0