x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვალერი კვარაცხელია: აღთქმული მიწის მაძიებლები, ანუ ვაი და უი ერთ სტატუსში...
image

"აღთქმული მიწის მაძიებლები, ანუ ვაი და უი ერთ სტატუსში...


მეშინია, ამ უზარმაზარმა სიხარულმა ხალხზე ცუდად არ იმოქმედოს.


ჩვენთან ადამიანს ნელ-ნელა შეაპარებდნენ-ხოლმე დიდად სასიხარულო ამბავს. ევროპელებმა კი პირდაპირ გვაჯახეს, - კანდიდატად ვერ გაღიარეთ, მაგრამ ევროპერსპექტივა (გესმით, ევროპერსპექტივა) დაგიტოვეთო.



თქვე კაი ხალხო, ასე ერთბაშად რომ მოგვახალეთ პერსპექტივა მოგეცითო, სიხარულისგან გულები რომ დაგვისკდეს, სად მიდიხართ მერე?!


ჯერ პერსპექტივის პერსპექტივა მოგეცათ, შევეჩვეოდით ამ უდიდეს ბედნიერებას. მერე, რომ გაივლიდა ოცი-ოცდაათი წელიწადი, მოგეცათ ეგ პერსპექტივაა თუ რაღაცა ჯანდაბაა. მერე, კიდევ რომ გაივლიდა ოცდაათი-ორმოცი წელიწადი, მოგეცათ კანდიდატობის კანდიდატობა.


იქაც რომ შევისვენებდით დაახლოებით ნახევარ საუკუნეს, მოგეცათ კანდიდატობა. გაივლიდა ასე სამოცდაათი-ოთხმოცი წელიწადი და გებოძებინათ ნამდვილი კანდიდატობა. ამის შემდეგ, დაახლოებით საუკუნე რომ ჩაივლიდა, დადგებოდა ევროკავშირში საქართველოს მიღების დროც, თუ, რა თქმა უნდა, ღმერთი ინებებდა და იქამდე რუსეთის ან ამერიკის რაკეტებით არ გასკდებოდა ეს საცოდავი პლანეტა...


ჰოდა, გემსჯელათ მერე, ამ სამასი თუ ოთხასი წლის მანძილზე რამდენად ბეჯითად შევასრულეთ თქვენი საშინაო დავალებები. იმ დროისთვის ევროკავშირი ალბათ აღარ იქნება, მაგრამ საქართველოს ლტოლვა ევროკავშირისკენ ნამდვილად იქნება, რადგან ეგ ისეთივე აღთქმულ მიწად გვექცა ქართველებს, როგორიც ღმერთის მიერ აბრაამისა და მისი შთამომავლობისთვის აღთქმული ქანაანის მიწა იყო - ქვეყანა, სადაც რძე და თაფლი მოედინება...


ვაი თქვენს პატრონს და უი ამ გაბრიყვებულ ქართველებსაც!" - წერს ვალერი კვარაცხელია.




1
474
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
474
  
2022, 20 ივნისი, 5:15
უსირცხვილო დემაგოგიას ეწევით და ხალხს თვალებში ნაცარს აყრით, თითქოს და არ იცოდეთ რეალურ მიზეზი ევროპის უარისა. თქვენი ნება რომ იყოს, ევროპაზე საერთოდ ფიქრსაც აკრძალავდით და ხელს ჩრდილოეთისკენ გაიშვერდით, სადაც რძე და თაფლი "უფასოა".
0 1 1