x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
პუტინი ყოფილ თანამოაზრეებს დაერია, ამჯერად ნატალია პოკლონსკაია გაანთავისუფლა თანამდებობიდან, გახსოვთ ალბათ ოკუპირებული ყირიმის მთავარი პროკურორი
image

პუტინი არავის არაფერს არ პატიობს, თუ საკითხი ეხება თუნდაც მასთან შეუთანხმებელ განცხადებას გარკვეულ თემაზე.


ოკუპირებული ყირიმის ყოფილი მთავარი პროკურორი, შემდგომში კი რუსეთის დუმას წევრი ნატალია პოკლონსკაია პუტინის გარემოცვის წევრად ითვლებოდა და უამრავი დამსახურებული თუ დაუმსახურებელი ჩინი, მედალი და ორდენი აქვს მიღბული, რომელსაც რუს ექსპერტებს და ანალიტიკოსებს თუ დავუჯერებთ მალე დაემშვიდობება პოკლონსკაია.


რუსეთის დიქტატორმა დაუნანებლად მოაწერა ხელი პოკლონსკაიას თანამდებობიდან განთავისუფლებას მას შემდეგ, რაც პოკლონსკაიამ განაცხადა, რომ ასო "Z" გახდა ტრაგედიის და ტკივილის სიმბოლო რუსეთისათვის და უკრაინისათვის.



ის რასაც სხვა დროს პუტინი პატიობდა "ენაგრძელ" იუსტიციის გენერალს, არ აპატია უკრაინასთან ომის დროს.


სხვათაშორის პოკლონსკაია უკრაინის გენერალური პროკურატურის პროკური გახლდათ ყირიმის ოკუპაციამდე, მაშინ პოკლონსკაიამ რუსეთის ღია ანექსიას მხარი დაუჭირა, რისთვისაც უკრაინის ძალოვანმა სტრუქტურებმა მასზე ძებნა გამოაცხადეს კონსიტუციური წყობის დარღვევისთვის ხელისშეწყობის ბრალდებით.


პოკლონსკაიას განთავისუფლებას თანამდებობიდან პუტინმა დღეს მოაწერა ხელი.

image

0
614
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
614