x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
გელა ზედელაშვილი: "ვხუმრობ... სუსლოვის კეთილებიც, ვალავის კეთილებიც და კუბილიუსის კეთილებიც!.."

image
"დავიღალე! ბალღობისას მიხეილ სუსლოვისა მეშინოდა!


განა პიროვნულად მერჩოდა? გაზეთ “კომუნისტში'' პოლიტბიუროს წევრთა სურათებს რომ გამოაქვეყნებდნენ ხოლმე, ყველაზე მკაცრი და რაღაცნაირი გამომეტყველება მაგასა ჰქონდა - სულ მეგონა, თავის კაბინეტში ჯადოებს აკეთებდა, პერიოდულად კიდე ბალღებსაც ჭამდა.


სიჭაბუკის წლები რომ მოვიყარე, ვინმე შადმან ვალავით მაშინებდნენ!


არც ეგ მერჩოდა პიროვნულად... დილიდან საღამომდე ჩამჩიჩინებდნენ, სავალუტო ფონდში მუშაობს, დიდი კაცია, თუ ტონი გაამკაცრა, მორჩა, ფულის მაგივრად ენას გამოგვიყოფს და მშივრები დავიხოცებითო.



ჰოდა, რა უნდა მექნა? იმის ნაცვლად, რომ მის მიმართ პატივისცემით გავმსჭვალულიყავი, შემეშინდა და ეს შიში დღემდე მომყვება.


აჰა, აგერ, გავჭაღარავდი, ნახევარ საუკუნეს გადავცდი და ბევრი ვიღაცისა მეშინია - კუბილიუსისა, ჩუტრუკიუსისა, დუთინიუსისა, იუკნევიჩიენესისა, იმისისა, ამისისა, ჩემის თვრამეტიანისისა და ასე შემდეგ.


სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე ყველაზე ძალიან მაინც ანდრიუს კუბილიუსი მაშფოთებს, იგი გამომეტყველებით ძალიან ჰგავს მიხეილ სუსლოვსაც და შადმან ვალავსაც, გეგონება ორივეს სული ამ ერთში ჩასახლებულაო. თან კულუარებში მეუბნებიან, მაგას ძალიან შავ-ბნელი წარსული აქვს, ყველა უზნეობაზე ხელს აწერსო. ჰოდა, შემეშინდება, მა, რა იქნება?


მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო და თავი არ მოგაბეზროთ, ეგრევე მოგახსენებთ, რომ აქნობამდე სულ შეშინებული დავდივარ, თანაც თვალებგადმოკარკლული. ეგე, შარშან პანდემიის დასაწყისში პირზე ბადე რომ გავიკეთე, ვეღარ მოვიხსენ, მეშინია!


ბალღობისას კომუნიზმსა მპირდებოდნენ - ყველაფერი უფასო იქნებაო, ასანთიც, ზეთიც და მარილიცო. მომატყუეს!


მერე მპირდებოდნენ, ვალავი ჩამოა, სესხს გამოგვიყოფს და ავყვავდებითო. მართალია, ყველაფერი უფასო არ იქნება, მაგრამ შეღავათები გექნებათო. ისევ მომატყუეს!


ახლა მეუბნებიან, მკვლელი სააკაშვილი, ჩათლახი გვარამია და ყაჩაღი კეზერაშვილი სამაგალითო გმირებად გაიხადე, ჩვენ კარგი თვალით შემოგხედავთ და ევროპარლამენტის ტრიბუნიდანაც შეგაქებთო... მეტიც, ძაან კაი რეზოლუციასაც გამოგიცხობთო.


ეეეჰ... მე მაინც მეშინია, რეზოლუცია ვჭამო?!


P.S. ალბათ მიმიხვდით, ვხუმრობ. სუსლოვის კეთილებიც, ვალავის კეთილებიც და კუბილიუსის კეთილებიც!ჩემი შემშინებელი ჯერ არ დაბადებულა!" - წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი

0
154
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0