x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
რუსეთის გმირი და "ახმად კადიროვის" სახელობის პოლკის მეთაური ჩალაევი კადიროვმა ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოიყვანა
image რამზან კადიროვი ისეთ ხალხს აწინაურებს მის გარემოცვაში ვინც მონური მორჩილებით ექვემდებარებიან და ემორჩილებიან მას.


სწორედ დაუმორჩილებლობის გამო გაანადგურა კადიროვმა ან რუსულმა სპეცსამსახურებმა კადიროვის დაუმორჩილებელი ძმების იამადაევების ოჯახი.
ერთერთი ძმა რუსეთის დუმას წევრი და რუსეთის გმირი მანქანაში ჩაცხრილეს, მეორე ძმა სულიმი რომელიც ბატალიონ "ვოსტოკის" მეთაური იყო იმ პერიოდში 2008 წელს გვებრძოდა, მოგვიანებით ისიც ჩაცხრილეს უკვე საზღვარგარეთ დუბაიში.


თუმცა მოღალატის ბოლო ასეთია, როგორც წესი. სწორედ ძმებმა იამადაევებმა და მათ დაქვემდებარებაში მყოფმა დანაყოფმა გადასცა რუს აგრესორებს უბრძოლველად ჩეჩნეთის სიდიდით მეორე ქალაქი გუდერმესი.
რამზან კადიროვის გარემოცვაზე საუბრით დავიწყე სტატია, საუბარი მაქვს ჩეჩნეთის "ახმად კადიროვის" სახელობის პოლკის მეთაურზე, რუსეთის გმირზე ზამიდ ჩალაევზე. ჩალაევს რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის ეროვნულ ფესტივალზე "ბენოის გაზაფხული" პირადად გადასცა "ოქროს ვარსკვლავი" ჩალაევს.
სამადლობელი სიტყვით გამოსვლისას ჩალაევმა გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაიწყო: "მადლობას ვუხდი ადამიანს, ვინც ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამომიყვანა, ნდობა გამომიცხადა, "ახმად კადიროვის" სახელობის პოლკის ფორმა ჩამაცვა, თავის გამოჩენის საშუალება მომცა, პოლკის რიგითი ოფიცრობიდან პოლკის მეთაურობამდე დამაწინაურა და დღს რუსეთის გმირის მედალი გადმომცა.


დიახ, მე ვსაუბრობ ჩვენს პრეზიდენტზე რამზან ახმადის ძეზე"-ასე დაასრულა საუბარი პოლკის მეთაურმა.



ჩალაევი ჩეჩნეთში ავტორიტეტული ტაეპის ბენოის წარმომადგენელია, მას უამრავი ადამიანის მკვლელობაში დებენ ბრალს ადამიანის უფლებათა დამცველები.


სწორედ ასეთი ინფორმაციის გავრცელების გამო უჩივლა ჩალაევმა ვიდეო მიმართვით პუტინთან "ეხო მოსკვი"-ს.


ემიგრაციაში მყოფი ჩეჩნებიც ადასტურებენ, რომ ჩალაევი სასტიკად უსწორდებოდა თავად პოლკის ბაზაზეც რამზან კადიროვზე ცუდის მთქმელ სამოქალაქო პირებს თუ გასამხედროებული დანაყოფების მებრძოლებს.
ფსიქიატრიულის ყოფილი პაციენტი განსაკუთღებული დანიშნულების პოლკის მეთაურად ნიშნავს, ძალადობას უპირველეს ყოვლისა უკრაინაში, სადაც იმყოფება სადღეისოდ ეს პოლკი.


სხვათაშორის თავად უკრაინაშიც კი აღნიშნული პოლკის რამდენიმე მებრძოლია მოკლული მათივე თანამებრძოლების მიერ, რადგან ხელს უშლიდნენ თანამებრძოლებს მოროდიორობაში და ძალადობაში სამოქალაქო პირების მიმართ.



0
542
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
542