x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ზვიადი ცოცხალი რომ იყოს, ცოტნეს ასე ხომ ვერ მოექცეოდით?" - ვინ მიმართავს მანანა არჩვაძე- გამსახურდიას?
image

სოხუმის გაერთიანებული ავიახაზის „ტუ-134“ ხომალდის მეთაური, საქართველოს სახალხო მფრინავი ორესტი(ზაური) ბედია სოციალურ ქსელში მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მიმართავს და სთხოვს, რომ ცოტნეს სიცოცხლე გაუხანგრძლივოს. მის წერილს სოციალურ ქსელში ავრცელებს ფისო ნავროზაშვილი და წერს:


"ეს წერილი გადმომცა ლეგენდარულმა მფრინავმა ბატონმა ზაურ ბედიამ.


უნდა იცოდეს საქართველომ: ეს, ის ადამიანია, ვინც, დევნილი პრეზიდენტი ოჯახთან ერთად, ერევნიდან გროზნოში სასწაულებრივი მანევრებით ჩააფრინა, იერიშების ფონზე!



მის თვითმფრინავს გენერალ შარაშენიძის თხოვნით, (რასაც, მოგვიანებით, თავადვე აცხადებდა პრესაში დიდი სიამაყით) ერევანში განლაგებული რუსული ავიაგამანადგურებლები დაედევნა".


image

== მიმართვა ქ-ნ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას==


"ნება მომეცით, მოგმართოთ თქვენს ბიოლოგიურ შვილთან, ცოტნე გამსახურდიასთან დაკავშირებით!


მე, ვერ დავრჩები გულგრილი, იმის მიმართ, რაც ხდება და რა მდგომარეობაშიაცაა დღეს, დიდი კონსტანტინეს შვილიშვილი, ჩვენი ქვეყნის პირველი და დღემდე განუმეორებელი, საქართველოს სულიერად აღმაშენებელი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას და თქვენი შვილი, ცოტნე გამსახურდია. მე ვერ გავჩუმდები მისი გამოჯანმრთელების ხელისშემშლელ გარემოებებზე. მთელი საქართველო, ყველა ჭეშმარიტი ქართველი დღეს, ცოტნესთვის ლოცულობს.


იმედია, უფალი შეისმენს ამ, საყოველთაო ლოცვას, მაგრამ, ღმერთიც ვერ გვიშველის, თუ პირველ რიგში, საკუთარი დედა არ გაუწევს დედობას განსაცდელში მყოფ შვილს. ვერასდროს წარმოვიდგენდი ამას.დაუჯერებელია, რასაც თქვენ აკეთებთ. (დედის ვალია, გაჭირვებაში შვილის გვერდით და პირიქით, შვილი დედის გვერდით იდგეს). ალბათ, ვინმე გიბიძგებთ ასეთი მოქმედებისკენ, ან ჰიპნოზს გიკეთებთ.ისინი პირადად თქვენი და გამსახურდიების ოჯახის დაუძინებელი მტრები არიან.


მე, ჩემს თავს ვაძლევ ამის თქმის უფლებას, რადგან დიდი წვლილი მიმიძღვის თქვენი და თქვენი შვილების სიცოცხლის გადარჩენაში! დიახ, თქვენ და თქვენი ღირსეული შვილები ცოცხლები რომ ხართ, ეს ჩემი დამსახურებაა, ამას არ გაყვედრით, ჰაერში, ცაში გამანადგურებელ ბომბდამშენებს შორის შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ ეს იყო: ან, სიცოცხლე, ან-სიკვდილი!


ამიტომ, თქვენი ბიოლოგიური შვილები ჩემი სულიერი შვილებია, თქვენ კი, -სულიერი და.ამიტომ, ნუ გაახარებთ ჩვენი საერთო მტრების გულს.


მე გეკითთხებით: ბატონი ზვიადი ცოცხლალი რომ იყოს, ცოტნეს ასე ხომ ვერ მოექცეოდით?


თქვენ, წინ ეღობებით და სასტიკად ებრძვით ინვალიდის ეტლში მყოფი ცოტნეს მამა-პაპისეულ კოშკში დაბრუნებას, იქ, სადაც დაიბადა, სიარული ისწავლა, სადაც პირველმა შვილმა პირველად „დედა“ დაგიძახათ. კოლხური კოშკი ხომ მისი მამის, დიდი ზვიადის (ანდერძით) დანატოვარია ცოტნესათვის და გიორგისთვის. მათთვის, ხომ არსად არ არსებობს სხვა ჭერი და საცხოვრისი ამ დედამიწაზე. ამავ დროს, მინდა გამოვაცხადო, რომ, თქვენ და ჩვენც, მადლობა უნდა ვუთხრათ ქალბატონ ანა ჯაბაურს, რომ მძიმე მდგომარეობაში კიარ მიატოვა ძვირფასი ადამიანი, ძმებთან ერთად იბრძვის მისი სიცოცხლისთვის.


იგი ცოტნესთვის თავდადებული მეუღლეა(მას დედა ტერეზას დავარქვი) რომელსაც ამოძრავებს, მხოლოდ თქვენი შვილის ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლის შენარჩუნება და არავითარი მატერიალური დაინტერესება არ აქვს.(ოფიციალურად, სასამართლოთი დაადასტურა ეს). მე და ყველა ჭშმარიტი ქართველს თხოვნა გვექნება, რომ გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე თქვენს ბიოლოგიურ შვილს, ნუ შეუშლით ხელს ცოტნეს, თავის საყვარელ მეუღლესთან ანა ჯაბაურთან ერთად თავის ოდა-ბადეში შესვლას.როგორც ექიმს, ძალიან კარგად მოგეხსენებათ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამა, ს მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის. (გასაკვირია, დედას ვეხვეწებოდეთ საკუთარი შვილის გადარჩენას.) ჩვენ, მშობლებს, რისთვის და ვისთვის გვინდა მატერილური სიმდიდრე, თუარა, შვილებისათვის და შვილიშვილებისათვის.


სად უნდა წავიდეს ცოტნე? სულ, წეროვანის ჰოსპიტალში უნდა იყოს, თქვენს გამო?


სანამ დროა, სასამართლოებით დავას თავი დაანებეთ. ნუ, აწუხებთ მოსამართლეებს, ყოველ წუთს მნიშვნელობა აქვს ცოტნესთვის და ნუ გაგყავთ დრო! დიდი პატივისცემით: სოხუმის გაერთიანებული ავიახაზის ტუ- 134 ხომალდის მეთაური, საქართველოს სახალხო მფრინავი ორესტი(ზაური) ბედია

28/05.2022.

image

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია თბილისის ცენტრში 2019 წლის 19 დეკემბერს საღამოს დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, ცოტნეს რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს, როდესაც ის სახლიდან გამოვიდა. იგი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. მას ორი უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა.მას შემდეგ ცოტნემ ხანგრძლივი მკურნალობის და რეაბილიტაციის კურსი უცხოეთში გაიიარა, ამჟამად კი ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია უკვე თვე­ე­ბია, რაც წე­რო­ვან­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ყო­ფილ რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გა­დის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, მას მე­უღ­ლე, ექი­მი ანა ჯა­ბა­უ­რი უვ­ლის.


უცხო­ე­ლი ექი­მე­ბის დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე ცოტ­ნეს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის მშობ­ლი­ურ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა, თუმცა ამას ეწინააღმდეგება დედა, მანანა არჩვაძე-გამსახურდია.


"რაც შე­ე­ხე­ბა კოლ­ხურ კოშკს... თით­ქოს ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ექი­მებ­მა გა­მო­უ­წე­რეს ახლა, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია მის­თვის ამ კოშკში დაბ­რუ­ნე­ბა. რო­მე­ლი ჭკუ­ა­თამ­ყო­ფე­ლი ექი­მი იტყვის, რომ ასე­თი მძი­მე ავად­მყო­ფი წა­იყ­ვა­ნეთ და ბუ­რძგლას ქუ­ჩა­ზე ამ­ყო­ფე­თო. თუ სახ­ლებ­ში იკურ­ნე­ბა ასე­თი მძი­მე ავად­მყო­ფო­ბა, მა­შინ და­ხუ­რეთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი. ამით რომ გა­მოს­წორ­დეს ცოტ­ნეს მდგო­მა­რე­ო­ბა, ოღონდ ის ფეხ­ზე დად­გეს, სულ დავ­ტო­ვებ სა­ქარ­თვე­ლოს."-განაცხადა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ.

0
611
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
611
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0