x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ტიტულოვანი იტალია, მსოფლიოში პირველად, ზედიზედ მეორედ გამოტოვებს მსოფლიო ჩემპიონატს (ვიდეო)
image

ისტორიაში პირველად, იტალიის ნაკრებმა ზედიზედ მეორედ ვერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური.


იტალიის საფეხბურთო ნაკრებმა პლეი-ოფის მატჩში დამარცხდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან, შესაბამისად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვეღარ ითამაშებს და უკვე მეორედ ზედიზედ გამოტოვებს მსოფლიო ჩემპიონატს.


ისტორიაში პირველად, იტალიელები ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებენ. მათ საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა 2018 წელსაც ვერ მოახერხეს. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებიდან ერთადერთი გოლი იტალიის ნაკრების კარში ალექსანდრე ტრაიკოვსკიმ დამატებით დროში გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.




იტალიის ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო 2010 წლის და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ ორივე შემთხვევაში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა ელემენტარულად ჯგუფური ეტაპიც კი ვერ დაძლია.


უდიდესი საფეხბურთო ზეიმი- მორიგი მსოფლიოს ჩემპიონატი 2022 წელს ყატარში გაიმართება. ტურნირი 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაგრძელდება.


იტალიის ნაკრები გერმანიასთან და ბრაზილიასთან ერთად ტოპ-3 ყველაზე ტიტულოვან გუნდად ითვლება მსოფლიოში.იტალიამ ოთხჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი-(1934, 1938, 1982 და 2006 წლებში), ორჯერ ევროპის ჩემპიონატი(1968, 2020) და ერთხელაც ოლიმპიური თამაშები(1936 წელს).


0
187
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0