x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვის უჭერს მხარს ჩინეთი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში?
image


ჩინეთის პრემიერმა ეროვნული სახალხო კონგრესის ყოველწლიური სესიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისის დროს ქვეყანა იცავს ნეიტრალიტეტის პოლიტიკას და მრავალვექტორულ მიდგომას.


”ჩინეთი ყოველთვის ატარებდა დამოუკიდებელ, მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკას და ავითარებდა ორმხრივ ურთიერთობებს, რომელიც არ იყო მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ.” - თქვა ლი კზციანმა.


მისი თქმით, ჩინეთი გააგრძელებს თანამშრომლობის გაუმჯობესებას უკრაინასა და რუსეთთან ურთიერთპატივისცემის, სარგებლისა და შედეგების ფარგლებში.


ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჩჟაო ლიცზიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჩინეთის პოლიტიკა ყოველთვის მიზნად ისახავს არსებული მსოფლიო წესრიგის შენარჩუნებას.


„უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ჩინეთი ყოველთვის იკავებდა ობიექტურ და მიუკერძოებელ პოზიციას, ავითარებდა საკუთარ დამოუკიდებელ აზრს, რომელიც ეფუძნება პრობლემის არსს. ჩინეთმა ითამაშა კონსტრუქციული როლი მშვიდობისა და მოლაპარაკებების ხელშეწყობაში“, - განმარტა დიპლომატმა.





0
319
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
319
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0