x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
ვენგერი: სიტისთან მატჩი ჩვენი ამბიციების გამნსაზღვრელია

imageარსენალის მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი მიიჩნევს, რომ შემდეგ კვირას ეტიჰადზე მანჩესტერ სიტისთან ვიზიტი იქნება თავისი გუნდის საჩემპიონო ამბიციების სერიოზული გამოცდა.
არსენალმა საკმაოდ კარგად დაიწყო ახალი სეზონი, გასულ შაბათს საუთჰემპტონი, ანგარიშით 6:1 დაამარცხა. მაგრამ, უკვე მორიგ ტურში მეთოფეები მოქმედ ჩემპიონებთან ითამაშებენ, შემდეგ კი ჩელსის გამოცდას გაივლიან.
„შემდეგი 10 მატჩი დაგვანახებს, თუ როგორია ჩვენი შანსები ტიტულისთვის ბრძოლაში. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს შანსი. შევძლებთ თუ არა ჩვენ წარმატებების მიღწევას, თუ გამარჯვებებზე ვიქნებით კონცენტრირებულები? ვფიქრობ, შანსი გვაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვიცი, რამდენად ძლიერები არიან ჩვენი კონკურენტები. ჯერ არ შევხვედრილვართ ტიტულისთვის მებრძოლ რომელიმე გუნდს.“

„2004 წელს ჩვენ გავხდით ჩემპიონები და როდესაც ნოემბერში ჩელსის შევხვდით, მატჩის შემდეგ ვთქვი: „ჩვენ ვითამაშეთ მომავალი ჩემპიონების წინააღმდეგ.“
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ უნდა ვითამაშოთ დიდი გუდნების წინააღმდეგ. ეს საინტერესო იქნება.“

„შემდეგ კვირას სერიოზული გამოცდა გვექნება, მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ თამაშის ის დონე, რომელიც საუთჰემპტონის წინააღმდეგ ვაჩვენეთ, “ - ციტირებს ვენგერს Sky Sports-ი.

2
29
შეფასება არ არის
ავტორი:არსენალი
არსენალი
29
  
2012, 17 სექტემბერი, 17:32
ხო მეც დიდი იმედი მაქვს
2012, 17 სექტემბერი, 17:31
წარმატებებს გისურვებთ! იმედი მაქვს, მოიგებთ
0 1 2