x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ გამოიყურებოდა პირველი პრიალა ჟურნალები - გლამური 40-იან წლებში
მოდა (ფრანგ. mode, ლათ.-გან modus — ზომა, სახე, საშუალება, წესი) — არის ტერმინი, რომელიც გამომსახველობის (ექსპრესიის) გაბატონებულ მიმდინარეობას მიუთითებს, თუმცა ხშირად ასევე ასახავს გამოსახვის კერძო მანერას, სტილს, რომელიც ყველასთვის დამახასიათებელი არ არის. მასში ასევე ჩაქსოვილია იდეა, რომ მოდა უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე კულტურა ზოგადად. ტერმინები "მოდური" ან "მოდიდან გასული" გამოიყენება ვინმეზე ან რაიმეზე, რომელიც ექსპრესიის თანამედროვე პოპულარული მოდის ფარგლებში ჯდება. ტერმინს ხშირად დადებითი მნიშვნელობა ენიჭება და სტილისა და მომხიბვლელობის სინონიმია. თუმცა ხანდახან მოდას ნეგატიური მნიშვნელობაც აქვს, როგორც ყოფიერების და მატერიალიზმის სინონიმს.




image





მოდის ინდუსტრიაში პირველი დიზაინერი იყო ინგლისელი ჩარლზ ფრედერიკ უორტი (1826-1895). თავდაპირველად, მას ჰქონდა ქსოვილების პატარა სახლი, შემდეგ მოდის სახლი პარიზში. ფაქტობრივად ტანსაცმლის დიზაინი და მისი შექმნა ხელთ ეპყრო უცნობ მკერავს, მისგან მაღალ მოდას მემკვიდრეობით ერგო სამეფო კარის ჩაცმის სტილი. წარმატების მაჩვენებელი იყო ის, რომ მას შეეძლო ეკარნახა მყიდველებისთვის თუ რა ჩაეცვათ. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც მოდის სახლმა დაიწყო მსახიობების დაქირავება, რათა დაეხატათ თანსაცმლის დიზაინი. ნახატის მეშვეობით კლიენტს შეეძლო დაენახა ტანსაცმლის სახე, ეს უფრო იაფი ჯდებოდა ვიდრე მზა ტანსაცმლის შეკერვა და მორგება მოდელზე, თუ კლიენტს დიზაინი მოეწონებოდა, ისინი უკვეთავდნენ, ეს იქცა შემოსავლის წყაროდ მოდის სახლისთვის, შეკვეთილი ტანსაცმელი ქმნიდა ფულს. ამგვარად დაინერგა ტრადიცია, დიზაინერები წინასწარ ხატავდნენ ტანსაცმელს, ე.წ. მოდურ ილუსტრაციებს.




პრაქტიკულად მაღალი მოდა წარმოიშვა პარიზში. შემდეგ ლონდონში. მოდის მაღაზიები სხვადასხვა ქვეყნებიდან აგზავნიდნენ მოდური ჟურნალების რედაქტორებს მოდურ ჩვენებებზე. მაღაზიის ხელმძღვანელები აგზავნიდნენ მყიდველებს, ე.წ. „ბაიერებს“ პარიზის მოდის ჩვენებებზე, სადაც ისინი იძენდნენ ტანსაცმელს რათა ასლი გადაეღოთ. ფაქტობრივად ისინი ღიად იპარავდნენ ტანსსაცმლის სტილს, ხაზს, მორთულობას და მთლიან დეტალებს.




ცოტამ თუ იცის, რომ მოდის ჟურნალები მე-19 საუკუნის ბოლოს იბეჭდებოდა. რა თქმა უნდა, მაშინ სურათების ხარისხი დღევანდელს ჩამოუვარდებოდ, მაგრამ ფოტოგრაფიის ხელოვნება იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ მალევე გამოჩნდა ნამდვილი პრიალა ჟურნალებიც. მათი აყვავების პერიოდი გასული საუკუნის 40-იან წლებში დადგა, რომლებსაც ასევე ჩვეულებრივ „გლამურულსაც“ უწოდებენ. უბრალოდ შეხედეთ ამ წლებში გადაღებულ წარმოუდგენელ ფოტოებს და გაოცდით მათი დახვეწილი სტილით, ფერებით და "ნატურალური" მოდელებით.





როგორ გამოიყურებოდა პირველი პრიალა ჟურნალები - გლამური 40-იან წლებში




1. მსახიობი რიტა ჰეივორტი, Earl Theisen -ის ფოტო. 1940 წელი.image




2. Norman Parkinson, ჟურნალი Vogue. 1940 წელი.image




3. Horst P. Horst, ჟურნალი Vogue, 1940 წელი. imageimage




4. Toni Frissell, ჟურნალი Vogue, 1940 წელი.image




5. მსახიობი კეროლ ლომბარდი. 1940 წელი. image




6. John Rawlings, 1941 წელი. imageimage




7. John Rawlings, 1942 წელი. image




8. Horst P. Horst, 1943 წელი.image




9. John Rawlings ჟურნალი Vogue, 1943 წელი. imageimage




10. მოდელი და მსახიობი ნორმა ჯინ მონტერსონი (მერილინ მონრო). ფოტოგრაფი Andre de Dienes, 1945 წელი. image




11. John Rawlings, ჟურნალი Vogue, 1947 წელი. image




0
53
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0