x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ქალი, რომელმაც მოდის ჩვენება დააარსა
მოდა (ფრანგ. mode, ლათ.-გან modus — ზომა, სახე, საშუალება, წესი) — არის ტერმინი, რომელიც გამომსახველობის (ექსპრესიის) გაბატონებულ მიმდინარეობას მიუთითებს, თუმცა ხშირად ასევე ასახავს გამოსახვის კერძო მანერას, სტილს, რომელიც ყველასთვის დამახასიათებელი არ არის. მასში ასევე ჩაქსოვილია იდეა, რომ მოდა უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე კულტურა ზოგადად. ტერმინები "მოდური" ან "მოდიდან გასული" გამოიყენება ვინმეზე ან რაიმეზე, რომელიც ექსპრესიის თანამედროვე პოპულარული მოდის ფარგლებში ჯდება. ტერმინს ხშირად დადებითი მნიშვნელობა ენიჭება და სტილისა და მომხიბვლელობის სინონიმია. თუმცა ხანდახან მოდას ნეგატიური მნიშვნელობაც აქვს, როგორც ყოფიერების და მატერიალიზმის სინონიმს.


image


მოდის ინდუსტრიაში პირველი დიზაინერი იყო ინგლისელი ჩარლზ ფრედერიკ უორტი (1826-1895). თავდაპირველად, მას ჰქონდა ქსოვილების პატარა სახლი, შემდეგ მოდის სახლი პარიზში. ფაქტობრივად ტანსაცმლის დიზაინი და მისი შექმნა ხელთ ეპყრო უცნობ მკერავს, მისგან მაღალ მოდას მემკვიდრეობით ერგო სამეფო კარის ჩაცმის სტილი. წარმატების მაჩვენებელი იყო ის, რომ მას შეეძლო ეკარნახა მყიდველებისთვის თუ რა ჩაეცვათ. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც მოდის სახლმა დაიწყო მსახიობების დაქირავება, რათა დაეხატათ თანსაცმლის დიზაინი. ნახატის მეშვეობით კლიენტს შეეძლო დაენახა ტანსაცმლის სახე, ეს უფრო იაფი ჯდებოდა ვიდრე მზა ტანსაცმლის შეკერვა და მორგება მოდელზე, თუ კლიენტს დიზაინი მოეწონებოდა, ისინი უკვეთავდნენ, ეს იქცა შემოსავლის წყაროდ მოდის სახლისთვის, შეკვეთილი ტანსაცმელი ქმნიდა ფულს. ამგვარად დაინერგა ტრადიცია, დიზაინერები წინასწარ ხატავდნენ ტანსაცმელს, ე.წ. მოდურ ილუსტრაციებს.





პრაქტიკულად მაღალი მოდა წარმოიშვა პარიზში. შემდეგ ლონდონში. მოდის მაღაზიები სხვადასხვა ქვეყნებიდან აგზავნიდნენ მოდური ჟურნალების რედაქტორებს მოდურ ჩვენებებზე. მაღაზიის ხელმძღვანელები აგზავნიდნენ მყიდველებს, ე.წ. „ბაიერებს“ პარიზის მოდის ჩვენებებზე, სადაც ისინი იძენდნენ ტანსაცმელს რათა ასლი გადაეღოთ. ფაქტობრივად ისინი ღიად იპარავდნენ ტანსსაცმლის სტილს, ხაზს, მორთულობას და მთლიან დეტალებს.





მოდა! ძალიან გამომწვევი სიტყვაა, რომელიც მუდმივად მოითხოვს მიყოლას, მიუხედავად იმისა, უხდება თუ არა ვინმეს. სამწუხაროდ, მოდის უამრავი მსხევრპლი გვყავს და ვინ არის ამაში დამნაშავე, თუ არა თავად მოდა?




image


სახელი Lucille, ან Lucy Christina, კარგად არის ცნობილი მაღალი მოდის სამყაროში.


მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე ამ ინგლისელმა ქალმა ნამდვილი რევოლუცია მოახდინა: თამამად ატარებდა ექსპერიმენტებს თეთრეულის მოდელებზე და საღამოს კაბების დიზაინზე, მან შექმნა ქალის მიმზიდველობის სრულიად ახალი კონცეფცია და დღეს, ჩვენი სტატიის ისტორია მოდის შოუების დამფუძნებელსა და "Lucile Ltd" (შპს ლუსილის) იმპერიის დამფუძნებელს ეხება.



რამდენსაც არ უნდა კამათობდნენ ფემინისტები იმაზე, თუ რისი მიღწევა შეუძლია ქალს „მამაკაცურ“ სამყაროში, ფაქტი უდაო რჩება, რომ ჭეშმარიტად მიზანდასახულმა ადამიანებმა ყველა საუკუნეში დაარღვიეს სტერეოტიპები და მიაღწიეს თავიანთ მიზნებს. ლუსი კრისტინა კი ერთ-ერთი მათგანია.


image


ლუსი კრისტინა ძლიერი და უშიშარი ადამიანი იყო. ყოველთვის მზად იყო ებრძოლა თავისი მიზნების კეთილდღეობისთვის და არასოდეს ეშინოდა საზოგადოების მხრიდან მისი დაგმობისა და კანკითხვის.


უიღბლო ქორწინების შემდეგ, მან იპოვა ძალა, რომ დაეწყო განქორწინების პროცესი და, ამ შედეგად სრულ სიღარიბეში აღმოჩნდა, თუმცა მას არ შეშინებია საკუთარი ბიზნესის წამოწყება. ყველაფერი კი დაიწყო პატარა სამკერვალო სახელოსნოთი, რომელიც წლების განმავლობაში გადაიზარდა დიზაინერული ტანსაცმლის მაღაზიად "Maison Lucile".




image


ლუსილი - მოდის პირველი პროფესიონალი დიზაინერი.



image



დღეს მთელ მსოფლიოში ქალები ლუსილის მადლიერები არიან მისი მრავალი „გამოგონებისთვის“: სწორედ მან შემოგვთავაზა კორსეტის შეცვლა უფრო კომფორტული საცვლებით, რომელიც მოგვაგონებს თანამედროვე ბიუსტჰალტერებს.



image



ლუსილი ბევრს მუშაობდა ქალის საცვლების დიზაინზე. 1897 წელს მან გადაწყვიტა გაემართა ღონისძიება და ამისთვის მოაწყო მოდების ჩვენება, რომლის კონცეფცია ახლოსაა თანამედროვე მოდის ჩვენებებთან.


მოდის ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ ასე დაიბადა ტოპ მოდელის პროფესია. პასაჟები ეწყობოდა მსუბუქი, მოდუნებული მუსიკის თანხლებით, რომელიც სასცენო წარმოდგენას მოგაგონებდათ და ჩაის დალევით სრულდებოდა.


ლუსილს მშვენივრად ესმოდა, რომ კარგი რეკლამა იყო ღონისძიების წარმატების გასაღები, ამიტომ მან ძალისხმევა არ დაიშურა დასაანონსებლად, მოსაწვევების გაგზავნისა და პრესასთან კომუნიკაციისთვის.



imageimageimageimage



მისი უმცროსი და ელიონორ გლინი პოზირებს ლუსილის დიზაინერულ კაბებში.




ლუსილის ცხოვრების საუკეთესო საათი იყო მისი მეორე ქორწინება ფინანსისტ სერ კოსმო დაფ გორდონთან, რომელიც არ იშურებდა ხარჯებს ცოლის საწარმოზე და დაეხმარა მას შპს ლუსილის დაარსებაში.


სწრაფად მოიმატა რეალიზაციამ, გაფორმდა კონტრაქტები თეატრალურ და კინოსტუდიებთან და დიზაინერის მიერ შექმნილი სამოსი მოთხოვნადი იყო მთელ მსოფლიოში.


imageმოდის ჩვენება, 1913 წელი.





იცნობდეთ! ლუსილი არის პროფესიონალი მოდის პირველი დიზაინერი.



image



0
62
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0