x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
მანჩესტერის ახალწვეულებმა დებიუტი გოლებით აღნიშნეს

image

გასულ უქმეებზე მანჩესტერ იუნაიტედმა უიგან ატლეტიკს უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. ეს მატჩი შეიძლება მანჩესტერის ისტორიაში ერთ ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ გამარჯვებად შესულიყო, რომ არა რამდენიმე გარემოება: კლუბის ახალწვეულებმა, ალექსანდრ ბიუტნერმა და ნიკ პაუელმა სადებიუტო მატჩში გოლები გაიტანეს, ასევე გოლი შეაგდო ლეგენდარულმა პოლ სimageქოულზმა თავის მე-700 მანჩესტერულ მატჩში, რაც თავისთავად ფენომენალური მიღწევაა.
ფერგი ძალიან კმაყოფილი დარჩა ახალწვეულების გარჯით. „ბიუტნერი ხშირად იტანდა ჰოლანდიაში, ამიტომ ჩვენ მისი გოლი არ გაგვკვირვებია. მას გაუმართლა, მაგრამ გააკეთა ყველაფერი, რომ გოლი გაეტანა იმ ეპიზოდში. ნიკ პოუელი პერსპექტიული ფეხბურთელია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის ღირსეულად დაიკავებს პოლ სქოულზის ადგილს. მას ახასიათებს ტემპერამენტულობა, მინდვრის ხედვა და სისწრაფე, ბიჭისთვის რომელიც მხოლოდ 18 წლისაა, აჩვენებს შესანიშნავ თამაშს“, - განაცხადა მატჩის შემდგომ
სერ ალექსმა.
ორივე გუნდს შორის საუკეთესო ახალგაზრდა ბიუტნერი იყო. Goal.com-მა მას 4.0 დაუწერა.

0
33
3-ს მოსწონს
ავტორი:Gektor Cantona
Gektor Cantona
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0