x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
10 რჩევა მშობლებს

მშობლები და შვილები

  • ბავშვის ძლიერი მხარის დანახვა.
  • ძლიერი მხარის დანახვით შესძლებთ ბავშვის თვითშეფასების ამაღლებას, დაეხმარებით, რომ რთულ სიტუაციებში თვითდაჯერებულობა გამოიჩინონ. თუ ბავშვების ღირსება ხელშეუხებელი დარჩება, მათ სურვილი გაუჩნდებათ მოისმინონ და გაიგონ თუ როგორ გამოასწორონ მავნე ყოფაქცევა.

  • ბავშვის დასჯაზე უფრო ეფექტური, მათი შექება და დაჯილდოვებაა.
  • სისუსტეებზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, უმჯობესია ბავშვს დაეხმაროთ თავიანთი პოტენციალის განვითარებაში. გამხნევების შემთხვევაში, ისინი რაიმეს უქონლობის ანაზღაურების ნიჭს იძენენ.

  • თავი აარიდეთ უარყოფითი გრძნობების გამოხატავას, როგორიცაა სიბრაზე, სარკაზმი და დაცინვა.
  • თუ თქვენს ბავშვს თვითკონტროლის პრობლემები აქვს, უარყოფითი საუბარი მას უფრო გააღიზიანებს. მიეცით მოკლე და მსუბუქი რჩევები, რათა შეახსენოთ, რომ ყურადღებით იყოს.

  • დედმამიშვილები ერთმანეთს არ შეადაროთ.
  • თუ ბავშვს მიაჩნია, რომ მისი და ან ძმა უფრო უყვართ, ამან შეიძლება მათ შორის მტრული დამოკიდებულება გამოიწვიოს, რაც შესაძლოა მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. ეს კი ოჯახში კონფლიქტს წარმოქმნის. ეცადეთ, თქვენმა ბავშვებმა იცოდნენ, რომ ყველა თანაბრად გიყვართ.

  • თუ საჭიროა, დახმარება ითხოვეთ.

  • ბავშვებთან ერთად ცხოვრება ატრაქციონის მართვას ჰგავს. იმის გაანალიზება, რომ ბავშვის აღზრდას უარყოფითი ასპექტები მოსდევს და საჭიროების შემთხვევაში, პროფესიული რჩევების მიღება, დაგეხმარებათ კეთილგონიერების შენარჩუნებაში და ამ გამოცდილებით ისიამოვნებთ კიდეც.

  • ბავშვებს ესაჭიროებათ დადებითი ყურადღება.
  • თუ ბავშვები ოჯახის წევრებისგან დადებით ყურადღებას არ იღებენ, მათ შეიძლება უარყოფითი ყურადღების მოძიება დაიწყონ. ასე იმიტომ ხდება, რომ უარყოფითი ყურადღებაც ყურადღებაა და მათთვის არაფრად ჩაგდებაზე უკეთესი ნებისმიერი სახის ყურადღებაა. გახსოვდეთ შვილებთან რომ ისაუბროთ. სიყვარული და ზრუნვა ყველაზე დიდი მკურნალია.

  • აკონტროლეთ შვილის მიერ ინტერნეტის გამოყენება.
  • რაზეც ბავშვს ხელი მიუწვდება ინერნეტსივრცეში, შეიძლება საზიანო გამოდგეს. დააყენეთ ისეთი პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგცემთ ნახოთ თუ ბავშვი რომელ საიტებზე შედის და აკონტროლოთ მისი მიმოწერა.

  • მიიღეთ ის ფაქტი, რომ ბავშვის დაბადება ცხოვრებას ცვლის.
  • დილით ძილი შაბათ დილაობით იცვლება ფეხბურთის მატჩებითა და კონცერტებით. გახსოვდეთ, რომ ერთმანეთისთვის დროის დათმობა აუცილებელია. უქმეებზე გასვლები თქვენი ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანია.

  • მშობლის მაგალითი.
  • წარმოიდგინეთ, რომ შვილები ასლის გადამღები ორფეხა მანქანები არიან, რომლებიც ყველაფერს იმეორებენ რასაც გააკეთებთ. თუ ცუდად მოიქცევით, მათ ნებას რთავთ, რომ იგივენაირად მოიქცნენ. საკუთარი თავი გააკონტროლეთ და ბავშვების წინაშე მწყობრიდან ნუ გამოხვალთ.

  • არასოდეს უგულებელყოთ შვილები!
  • თქვენი ბავშვის ყველა დაბრკოლება იუმორით, კეთილმოსურნეობითა და შეუპოვრობით გადალახვადია. მშობლის სწორი მხარდაჭერით შესაძლებელია, რომ ყველაზე ძნელად აღსაზრდელი მოზარდებიც კი საოცარი ადამიანები დადგნენ.


    ის საიდუმლოება თუ თქვენი შვილი ვინ დადგება და თქვენ როგორ შეგიძლიათ ამ შედეგზე გავლენის მოხდენა, სწორედ ეს არის ოჯახური ცხოვრება. მთელი გულით მოინდომეთ, შეინარჩუნეთ წყობილება და თამაშში დარჩით. საბოლოო შედეგი და საკუთარი მხიარულება გაგაოცებთ და დაგაჯილდოვებთ.

    0
    42
    შეფასება არ არის
    ავტორი:ანა ესიტაშვილი
    ანა ესიტაშვილი
    42
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0