x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
5 ფობია, რომლებიც 21-ე საუკუნეში გაჩნდა - თქვენ რომელი გაწუხებთ?
ყველა ადამიანი შიშების სამყაროში ცხოვრობს, მაგრამ თითოეულ მათგანს აქვს თავისი, საკუთარი შიში - ფობია. თუ რამდენიმე ათეული წლის წინ ადამიანის ბევრ მათგანს ეშინოდა სიმაღლის ან ჩაკეტილი სივრცის, დღეს, გაჯეტებისა და ინტერნეტის ეპოქაში უცნაური და ზოგჯერ სასაცილო ფობიები სულ უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იძენს. რამდენიმე მათგანზე სწორედ დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ.



image




რა არის ფობია? - ფობია (ბერძ. φόβος „ფობოს“ — შიში) — რაიმე სიტუაციის, ობიექტის, საქმიანობისა ან ადამიანის (ან ცხოველის) მიმართ ძლიერი, პანიკური შიში. ამ ანომალიის ძირითადი სიმპტომია შიშის მომგვრელი ობიექტისგან თავის არიდების გადამეტებული, გაუმართლებელი სურვილი, მოთხოვნილება. როდესაც ამგვარი შიში კონტროლს აღარ ექვემდებარება, ან როდესაც ეს შიში ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაში ხელის შემშლელი ხდება, დიაგნოზი კეთდება ნერვულ გადახრა/ანომალიის ერთ-ერთ ნაირსახეობაში.




5 ფობია, რომლებიც 21-ე საუკუნეში გაჩნდა - თქვენ რომელი გაწუხებთ?




1. ნომოფობია. ეს ფობია 21-ე საუკუნის ჭირად ითვლება. ალბათ ოდესმე დაგიტოვებიათ (დაგრჩენიათ) მობილური ტელეფონი სახლში. თუ ამავდროულად განიცდიდით დისკომფორტისა და შფოთვის განცდას, მაშინ დიდია ალბათობა იმისა, რომ გაწუხებთ ნომოფობია. ტერმინი მომდინარეობს ინგლისური ფრაზიდან "no mobile phone", რაც ნიშნავს "მობილური ტელეფონის გარეშე დარჩენას". დაავადება აღმოაჩინეს 2008 წელს, კვლევის დროს, რომელმაც აჩვენა, რომ სუბიექტების 66%-ს აქვს კომუნიკაციის გარეშე დარჩენის პანიკური შიში. მეცნიერები თვლიან, რომ ახლა ადამიანების კიდევ უფრო დიდი პროცენტი განიცდის ამ დაავადების სიმპტომებს, რადგან ბოლო წლებში ჩვენს ცხოვრებაში შემოვიდა სენსორული ტელეფონები სწრაფი ინტერნეტით, რაც ხელს უწყობს გაჯეტებზე დამოკიდებულების ზრდას.






2. კიბერფობია. თუ ამ ჩამონათვალის პირველი ფობია ძირითადად ახალგაზრდობას სჭირს, კიბერფობია პირიქითაა, ის უფრო ხანდაზმული ადამიანების დაავადებაა. ამ დაავადების ძირითადი სიმპტომებია კომპიუტერისადმი სიფრთხილის მაღალი ხარისხი, მის შესახებ უარყოფითი მიმოხილვები და კომპიუტერთან მუშაობის თავიდან აცილება. თუ ადამიანს აქვს მსგავსი სიმპტომები, მაშინ მას აუცილებლად აქვს კიბერფობია. დაავადების განკურნება შეგიძლიათ ფსიქოლოგთან ვიზიტით. ასევე სასარგებლო იქნება კომპიუტერთან იძულებითი ყოველდღიური მუშაობა რამდენიმე საათის განმავლობაში.


image





3. სოციონეტოფობია. ეს არის ფობიების ერთ-ერთი თანამედროვე ვერსია, რომლის დროსაც დაავადებულს ახასიათებს სოციალური ქსელებისგან თავის არიდება. სოციალური ქსელების მზარდი პოპულარობის ფონზე, ამ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც პანიკურად ეშინიათ ინტერნეტში ანგარიშის შეძენის - კონტაქტი, Facebook, Twitter და ა.შ. გაიზარდა. მათ ეშინიათ იმიტომ, რომ მიაჩნიათ, სოც-ქსელები შეიძლება გამოყენებულ იქნას მათი მეთვალყურეობისა და მანიპულირებისთვის.





4. იმოჯიფობია. რა თქმა უნდა, ბევრ თქვენგანს ხშირად სჭირს მსგავსი რამ, რომ როდესაც ე.წ ღიმილაკებს აგზავნით ტექსტთნ ერთად, ფიქრობთ, რომ ადრესატმა ის შეიძლება სწორად ვერ აღიქვას. თუ მსგავსი დაგმართნიათ, მაშინ იმოჯიფობია გაქვთ - სიმბოლოს უადგილოდ დაყენების შიში. ამ ფობიას ძნელად შეიძლება ეწოდოს სერიოზული ფსიქიკური აშლილობა, ეს არის ფსიქოზის ფორმა, რომელიც ჩვეულებრივ დროებითია. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა იტანჯება იმოჯიფობიით და ეს იმით არის განპირობებული, რომ ონლაინ სივრცეში ადამიანებს ჩვეულებრივ უწევთ როგორც პირადი, ასევე საქმიანი მიმოწერის წარმართვა და უმეტესობისთვის რთულია თქვენობითი ფორმიდან მეგობრულზე გადასვლა.




image


5. სელფიფობია. ფსიქოლოგების აზრით, ცუდი სელფის გადაღების შიში უკვე სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემაა, რომელიც სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ინსტაგრამის დიდი პოპულარობის გამო, ბევრი გოგონა ქირურგების დანის ქვეშ ხვდება მხოლოდ "მაღალი ხარისხის" სელფის გადასაღებად.




0
282
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0