x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ვინ იყო ალექსანდრე იაშვილი და რა დაგვიტოვა მომავალ თაობას
ერთ უბრალო ოჯახში დავიბადე. უბრალო ქართულ, ტრადიციულ ოჯახში. სადაც გვქონდა ბევრი კარგი და ნაკლებად კარგი დღეებიც, გვქონდა სიხარული, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და მზრუნველობა. იყო სასიამოვნოდ გასახსენებელი და გაჭირვების პერიოდებიც, რომელიც ახლა ცუდად არ გვახსენდება.

ორივე სიტუაციაში ოჯახის წევრები ვიყავით ერთად. გვიხაროდა - სიხარული... ვამხნევებდით - განსაცდელის დროს.

მშობლები, სანამ სკოლაში წავიდოდით, მე და ჩემს ძმას, გვეუბნებოდნენ მსგავს სიტყვებს: - სანამ რაღაცას გააკეთებთ ან იტყვით გახსოვდეთ თქვენი ოჯახი, ვისი შვილი ხარ!!! მაშინაც ვიაზრებდი და ახლა მეტად ... ეს სიტყვები უფრო ჩემი ძმის მისამართით იყო ნათქვამი, რომ "ბნელი 90-იანების" დროს, რაიმე სისულელე არ ჩაედინა და ყოველთვის დაფიქრებულიყო.


ზაფხულში რაჭაში მივდიოდით ხოლმე ბებიასთან და ბაბუასთან. იქ ძალიან თბილი, ტკბილი გარემო გვხვდებოდა. მთელი შეგნებული ბავშვობის ზაფხულის არდადეგები რაჭას და ჩემს სოფელს უკავშირდება.


ივნისის დასაწყისიდან წასულები მხოლოდ ცოტა ხნით ადრე თუ ჩამოვიდოდით სკოლისთვის მოსამზადებლად. ბებია რუსულის მასწავლებელი იყო ჩვენი სოფლის სკოლაში, ბაბუა - ფიზიკის. ისინი ხშირად გვიყვებოდნენ საინტერესო ამბებს მათ მშობლებზე, და-ძმებზე.

მოსაყოლი ბევრია, ამიტომ ჯობს სათქმელი შევამოკლო და ის კონკრეტული ადამიანი გავიხსენო ვის გამოც ამ ამბების გაზიარება გადავწყვიტე. გულაჩქარებული ვიხსენებ ამბებს და ვცდილობ რაც შეიძლება მალე მივიდე მთავარ სათქმელთან და გავიხსენო დიდი ბაბუა, რომელიც ბებიას მამა იყო.

imageალექსანდრე იაშვილი


ბებია-ბელა იაშვილი თავადის ქალია. ბელა ბებოს ძალიან საინტერესო მამა ჰყავდა - ალექსანდრე იაშვილი. პროფესიით გეოლოგი. იყო ნახშირწყლების ტყიბულის გეოლოგიური პარტიის ინჟინერი.

მთავარი საინტერესო რამ, რაც მის შესახებ ვიცი, არის რომ წერდა პიესებს. მისი ერთ-ერთი პიესა "მოხუცი ენტუზიასტი" დაიდგა მარჯანიშვილის თეატრში.


(სეზონი 1931-1932)

image

image

image

ალექსანდრეს სამი შვილი ჰყავდა. ორი ვაჟი ( დუგლასი და ნოდარი იაშვილები) და ქალი (ბებიაჩემი - ბელა იაშვილი). სამწუხაროდ, ზუსტად არ ვიცი როგორ, მაგრამ ეს აფიშები აღმოჩნდა მისი ვაჟის ხელში და განსაკუთრებულად ინახავდა, უფრთხილდებოდა. აფიშებთან ერთად შემონახულია ჩანაწერები, პიესები, რომელიც ადრიანად გარდაცვალების გამო დაუმთავრებელი დარჩა.

პიესაზე, რომელზეც დაიდგა სპექტაკლი "მოხუცი ენტუზიასტი " ნიმუშად მხოლოდ ერთი ფოტო მოგვეპოვება, რომელიც გაზეთში დაიბეჭდა და სპექტაკლის მეორე და მესამე მოქმედებაა ასახული. (ასევე არ ვიცი ვინ შემოინახა ასე ფრთხილად და სიყვარულით)

image


ალექსანდრეს შვილიშვილისგან - მანანა იაშვილისგან შევიტყვე, რომ ალექსანდრე ძალიან სიმპათიური და სასიამოვნო გარეგნობის ყოფილა.

ასევე რაც მანანამ ბაბუაზე იცოდა ისაა, რომ ალექსანდრეს უნივერსიტეტში გეოლოგიის ფაკულტეტის გახსნაში აქვს მონაწილეობა მიღებული.კომუნისტების დროსიყო ტრანზისტორები, პატარა რადიო, სადაც კვირაში ერთხელ ამერიკის ხმას იჭერდნენ.ერთ საღამოს მარჯანიშვილზე იყო გადაცემა და მოიხსენიეს, რომ პირველიორი სპექტაკლი ალექსანდრე იაშვილის მიხედვით იყო დადგმული.


არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ ეამაყება თავისი წარსული. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ემაყება წინაპარი,

რომელიც კარგი ადამიანობით, პატიოსნებით, საქმით იყო გამორჩეული.

მითუმეტეს ჩვენ როგორ არ უნდა გვეამაყებოდეს,

როგორ არ მეამაყებოდეს ...

გრძნობის და ემოციის გადმოცემა, რომელიც ამ ყველაფრის დათვალიერებისას და შეხებისას მაქვს სიტყვით შეუძლებელია.

დასაწყისშივე დავწერე - ერთ ჩვეულებრივ ოჯახში დავიბადე,

ჩვეულებრივ მაგრამ არაჩვეულებრივი ადამიანების გარემოცვაში გავიზარდე. რა მნიშვნელობა აქვს გაქვს თუ არა ფუფუნებაში ცხოვრების " ბედნიერება" ... ბედნიერება დეტალებშია და...მე ბედნიერი ვარ, რომ მყავს განათლებული, პატიოსანი, საამაყო წინაპრები და მათ შთამომავლებთან ერთად ვეცდები არასდროს დავივიწყო, გადავცე ეს ამბები შვილებსაც.


მადლობა ალექსანდრეს შვილიშვილს- თამრიკო იაშვილს ამ მასალისთვის, დიდი მადლობა მანანა იაშვილს გამხნევებისთვის და პოზიტიური სიტყვებისთვის.



































0
144
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0