x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
საიუბილეო მატჩი იუნაიტედის 3 ვეტერანი მოთამაშისთვის

imageდღევანდელი მატჩი, რომელიც გაიმართება "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "უიგანს" შორის, საიუბილეო იქნება "წითელი ეშმაკების" 3 ვეტერანი ფეხბურთელისთვის...
Daily Mirror-ის თანახმად, ეს მატჩი 38 წლის რაიან გიგზისვის იქნება მე-600 შეხვედრა პრემიერ ლიგაში, 37 წლის პოლ სქოულზისთვის და 33 წლის რიო ფერდინანდისთვის კი იქნება მე-700 და მე-400 მატჩები კლუბში.
"ხვალ იქნება დიდი დღე ჩვენი სამი ლეგენდისათვის, რომლებიც მაგალითნი არიან ახალგაზრდებისთვის. ახალგაზრდები ხედავენ, თუ რა შედეგები მიიღწევა ფეხბურთში, თუ შენ მზად ხარ მსხვერპლის გაღებისთვის. ამის გარეშე ასეთ სიმაღლეების მიღწევა ფეხბურთში შეუძლებელია".


"კიდევ რამდენი ხანი ითამაშებენ გიგზი და სქოულზი? ეს კითხვა უკვე რამდენიმე წელია ისმება, თუმცა ამ წლების განმავლობაში ეს ორი ფეხბურთელი კვლავ აგრძელებდნენ უმაღლეს დონეზე თამაშს და საბოლოოდ ასეთ შედეგს მიაღწიეს. პირადად მე ვფიქრობ, რომ გიგზს კიდევ შეუძლია რამდენიმე წელი ფეხბურთში ყოფნა".

"სქოულზი არის განსხვავებული ნიმუში, ვიდრე რაიანი, ფიზიკური აღნაგობის გათვალისწინებით. უკანასკნელ წლებში მას აწუხებდა დაზიანებები - ორჯერ მუხლზე და ერთხელ თვალზე. ის ფაქტი, რომ ინგლისელი ატარებს მე-700 მატჩს კლუბში - უბრალოდ ფენომენალურია". - განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა.

0
59
1-ს არ მოსწონს
ავტორი:არსენალი
არსენალი
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0