x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134560
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
მანჩესტერ სიტი ახალი საწვრთნელი კომპლექსის მშენებლობას იწყებს

image"მანჩესტერ სიტი" ახალი საწვრთნელო კომპლექსის მშენებლობას იწყებს, რომლის საფასურიც 100 მილიონი ფუნტია.
კომპლექსის ტერიტორია 80 აკრია (33 გექტარი) და ის "ქალაქელების" სტადიონის, "ეტიჰადის" მახლობლად იქნება განლაგებული. მისი დასრულება 2 წელიწადში, 2014/15 წლების სეზონისთვის იგეგმება.
ნავარაუდებია, რომ ეს კომპლექსი მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე და ყველაზე აღჭურვილი იქნება. გათვალისწინებულია 17 საფეხბურთო მოედანის მშენებლობა, სარეზერვო გუნდის თამაშებისთვის 7 ათასიანი სტადიონის აგება, აკადემიის შენობის, ფეხბურთელების სავარჯიშო, საცხოვრებელი და დასასვენებელი ფართების, აგრეთვე ახალგაზრდებისთვის კოლეჯის აშენება.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა "მანჩესტერ სიტის" მომავლისთვის. ახალგაზრდების განვითარება და საკუთარი მოთამაშეების აღზრდა იკავებს ცენტრალურ ნაწილს გამარჯვების მომტანი და ფეხზე მყარად მდგარი კლუბის მშნებელობის სტრატეგიაში." - განაცხადა "სიტის" ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა ფერან სორიანომ.


image


image

0
42
შეფასება არ არის
ავტორი:არსენალი
არსენალი
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0