x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
16 წლის გოგონას მიერ შექმნილი მწარმოებელი კომპანია "სიმფლი"

image

“ სიმფლი" გახლავთ მწარმოებელი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის, სხვადასხვა სახის ხის სუვენირებსა და აქსესუარებს, ყველასთვის ხელმისაწვდომ, სიმბოლურ ფასად.

“ სიმფლი" აწარმოებს: ხის ბრელოკებს, კედლის დეკორებს, სადღესასწაულო საჩუქრებს, სასაჩუქრე აქსესუარებს და სხვა მრავალ ულამაზეს ნივთს.


imageimageimageimage




აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანიის დამფუძნებელი გახლავთ 16 წლის გოგონა - ნინიკო შარია, რომელიც უდიდესი მონდომებითა და სიყვარულით ამზადებს თითოეულ ნივთს.

image

ნამდვილად გასაოცარია 16 წლის ასაკში ასეთი მიზანსწრაფულობა და უკვე საკუთარი ბიზნესი.


ნინიკო აღნიშნავს, რომ მშობლების, განსაკუთრებით დედის დიდი თანადგომით შეძლო, ხელნაკეთი ნივთები არამარტო დასავლეთ საქართველოში, არამედ ქალაქ გარეთაც გაეტანა და შეეთავაზებინა ნებისმიერი მომხმარებლისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი მის შესახებ.

ის 16 წლის ასაკში უკვე გახლავთ სპონსორი და მისი კომპანიიდან დაასპონსორა ახალგაზრდული ორგანიზაცია “ გზა მომავლისკენ" და თითოეულ წევრს საჩუქრად გაუგზავნა მისი ხელნაკეთი გულსაბნევი.

image

აუცილებლად გაეცანით მის გვერდს და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც მოგინდებათ ამ უსაყვარლესი ნივთების შეძენა.

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიო ხარებავა
სოფიო ხარებავა
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0