x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134626
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508796
"ყოველი საიდუმლოი ამას" ვირუსსა "შინა დამარხულ არს"
იოანე ზოსიმესი არ იყოს, "ყოველი საიდუმლოი ამას ვირუსსა შინა დამარხულ არს".
image
დავიწყოთ იმით, რომ ისრაელის აღიარებით Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა დელტა მუტაციის მიმართ საკმაოდ სუსტი აღმოჩნდა....მაგრამ ამაში არაა საქმe...არც იმაშია, რომ რემდესივირს არ უნდა გავეკაროთ..(ეს სიმართლეა!)
როდესმე მომავალში კაცობრიობა ჩინეთს მოუწყობს მილიარდჯერ დიდ სასამართლო პროცესს, ვიდრე მან თავის დროზე მოუწყო გერმანიას ნიურნბერგში. ვისაც რა უნდა ის დამწამოს და ბავშვობიდანვე მძულდა სოციალისტური ჩინეთი და რატომღაც სულ დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ნაგავი ერი ოდესმე უბედურებას მოუტანდა კაცობრიობას. ახლახან გადავიტანე მე კოვიდი რთულად და იმდენ რაღაცას გავეცანი ზოგადად სიტუაციაზე, რომ გამიბატონდა აზრი, რომ ჩინელებმა ეს ვირუსი შექმნეს ჩვეულებრივი კოვიდ ვირუსისა და შიდსის ვირუსის შეჯვარებით. ამ აზრს არასოდეს შევიცვლი, თუ რატომ, ალბათ მიკრობიოლოგები მიმიხვდებიან. ეს არის ერი, რომელმაც დაღუპა კაცობრიობა და ამისთვის შეუბრალებლად უნდა ზღოს პასუხი. ბოროტების ბუდე უხანშია და არსად სხვაგან. დარწმუნებული ვარ, რომ კომუნისტური ჩინეთი, რომელსაც ჰგონია, რომ კაცობრიობას საკუთარი ძლევამოსილება აჩვენა, ისტორიულად აღიგავება პრინციპით “რომელთა აღიღონ მახვილი, მახვილითვე წარწყმდნენ”.


ადრე მავანნი წერდნენ: „რა აუჩემებიათ ამ ხალხს მაღალფარდოვანი სიტყვები, რომ "პანდემიის შემდეგ მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო", რას მაღალმხატვრულობენ ერთი, რა უნდა შეიცვალოს ვითომ, წავა ვირუსი და ყველაფერი დარჩება იგივეო“. ამდენი ხანია როგორც ექიმი და როგორც მოქალაქე დაძაბული ვადევნებ თვალს ზოგადსაკაცობრიო აურზაურს, რომლის პატარა ნაწილი მეც ვარ და თანდათანობით პესიმიზმმა დამრია ხელი. უნდა გავუცრუო ზოგიერთებს იმედები და ვთქვა, რომ ამ პანდემიის შემდეგ მსოფლიო ნამდვილად აღარ იქნება ისეთი, როგორსაც აქამდე ვიცნობდით, ყოველ შემთხვევაში სოციუმშიგა ყოველგვარი ურთიერთობის ცნება კარდინალურ გადააზრებას დაექვემდებარება. ვირუსი რომ არსებობს და აქტიურადაც მუშაობს, ყველა ვრწმუნდებით დღითიდღე, მაგრამ საქმე მარტო ამაში არაა.. შტამები იქნება უამრავი, მათ შორის ისეთებიც, რომელთა მიმართაც ვაქცინა ვერ იმუშავებს და მაშინ ალბათ მივხვდებით, რომ ბუნებრივი გადარჩევის კანონი, რეალობაა და ადამიანთა საზოგადოებაზეც მოქმედებს. ადამიანმა დაარღვია ბუნების კანონები და საკუთარი სურვილით შეუწყო ხელი მოაზროვნე ვირუსის შექმნას, რომელსაც ეშმაკობით ვეღარ აჯობებს ვერც ფაიზერი, ვერც ასტრა ზენეკა და ვერც მოდერნა. ბოლოს და ბოლოს ვირუსი მილიარდობით წელია არსებობს და მას რომ უნიკალური შემგუებლობა არ გააჩნდეს გარემოსთან, დიდი ხნის წინ გადაშენდებოდა. ბიოლოგიის ისტორია აჩვენებს, რომ თუკი ვირუსი იპოვის ორგანიზმს, რომელიც ყველაზე კარგად მიესადაგება მის ქიმიურ და პათოგენურ ბუნებას, იგი ყოველგვარ ღონეს იხმარს და ჩაიდენს განსაცვიფრებელ მუტაციებს, რომ ეს გარემო (ადამიანი) არ დაკარგოს. ეს არ არის რამდენიმეწლიანი შეხვედრა, ეს არის შეხვედრა სამუდამოდ. ადრე იმედიანად იყო ყველა, ბავშვებს ვერაფერს აკლებდა..ახლა?.. ახლა გენიალურად ტრანსფორმირდა....ეს ვირუსი კი არ მუტირებს, აზროვნებს...7–8 წლის ბავშვის იმუნიტეტი ხომ თითქმის შეუღწევადია – როგორ შეძლოა ეს ვირუსმა? სამწუხაროდ პასუხი ვეძიე და დამაჯერებლად ვერავინ ხსნის. აცხადებენ რომ ვირუსმა შეძლო თვით ბავშვის ძლიერი იმუნური სისტემის მოტყუება! აქ, არ გაგიკვირდეთ და მიკროორგანიზმის მიერ უკვე ქაოტური კი არა, მწყობრი აზროვნების ელემენტი იკვეთება...სურს მისწვდეს ყველას, განურჩევლად ასაკისა და რა არის გარანტი, რომ იგი მალე უფრო მომაკვდინებელი და სწრაფი არ გახდება ვიდრე ახლაა. ვინ თუ არა ჩვენ, ექიმებმა სხვებზე კარგად ვუწყით, რომ მედიცინასაც აქვს თავისი საზღვრები...თუ გიფიქრიათ, რატომ ვერ შეიქმნა შიდს–ის ვაქცინა?
და მაინც ვფიქრობ, კორონავირუსი არაა ძირითადი მოქმედი ძალა ახალი მსოფლიო წესრიგის შესაქმნელად ან ჰეგელისეული „მსოფლიო გონის“ გადასააზრებლად, იგი უფრო არაეგზისტენციალური გამშვები ტრიგერია ახალი ტიპის ადამიანის ჩამოსაყალიბებლად. დაწყებულია დიდი ზოგადსაკაცობრიო გაუცხოება, ახალი ადამიანის–ტექნო–კიბერულად მოაზროვნე არსების ხატების დამკვიდრება და მარკესისეული მარტოობის გაუთავებელი ასი წელიწადი. ამის თანამდევი იქნება გამუდმებული ჭენება დიურერისეული აპოკალიპტური მხედრებისა.

თუ დღეს ვინმეს ჰგონია, რომ ფაიზერისა და სხვა გამორჩეული ვაქცინების წარმოებაში ჩინეთს წილი არ უძევს, მწარედ ცდება. ჩინური ვაქცინები უვარგისიაო, აცხადებენ, მაგრამ რას მივაწეროთ, რომ სახელგანთქმული ვაქცინების შექმნა–წარმოებაშიც ჩინეთს აქვს ცხვირი ჩათხრილი? ნახეთ ტექსტი ინგლისურენოვანი ვიკიპედიიდან გალეგენდარულებულ ფაიზერზე, რომელიც ეხება BioNTech–ის თანამშრომლობას ფოსუნ–ფარმასთან (ჩინურ კომპანიასთან)
0
286
შეფასება არ არის
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
286
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0