x
კიკბოქსინგს ოლიმპიური სპორტის სატატუსი მიენიჭა.
2021 წლის 20 ივლისი კიკბოქსინგის მოყვარულებისთვის ისტორიულ დღედ იქცა.

იაპონიაში კერძოდ კი ტოკიოში გაიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესია, სადაც განიხილებოდა კიკბოქსინგის ოლიმპიურ ოჯახში გაწევრიანების საკითხი.

სესიაზე შეჯამდა მსოფლიო კიკბოქსინგის ფედერაციის (WAKO)- ს მიერ განვლილი ეტაპები და გადადგმული ნაბიჯები რაც საბოლოო ჯამში დამაკმაყოფილებლად შეფასდა და კომიტეტმა მხარი დაუჭირა კიკბოქსინგის ოლიმპიურ სახეობად აღაირებას.

ეს სიახლე ქართველი კიკბოქსინგელებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.


კიკბოქსინგი ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ განვითარებულია, სამი ათეული წლის მანძილზე მრავალი საქართველოს, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი აღიზარდა. ახლა კი ჩვენი სპორტსმენები ახალი მიზნის წინაშე დგანან, ოლიმპიურ სარბიელზე გამარჯვების დროა! image

0
15
შეფასება არ არის
ავტორი:ნუგზარი ყარაგვეზაშვილი
ნუგზარი ყარაგვეზაშვილი
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0