x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"რა? სად? როდის" - არ გაგჩენიათ სურვილი იცოდეთ რა მუსიკები ჟღერს გადაცემაში და ვინ არიან ავტორები?
image

სატელევიზიო ინტელექტუალური თამაში "რა სად როდის" შორეულ 1975 წელს შეიქმნა საბჭოთა კავშირში და აგერ უკვე 45 წელზე მეტია, სხვა მრავალი ტელეშოუსგან განსხვავებით მის მიმართ ინტერესი დღემდე არ განელებულა და კვლავ მაღალრეიტინგული და პოპულარულია, ამას მოწმობს ისიც, რომ "რა? სად? როდის?“ ყველაზე ხანგრძლივი საერთაშორისოდ ლიცენზირებული (სინდიცირებული) პროექტია ქართულენოვან ტელესივრცეში.ჩვენს გარდა ეს გადაცემა გადის (ან გადიოდა)რუსეთის, უკრაინის, აშშ-ს, იტალიის, ბულგარეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, ლიტვის, სომხეთის, ესტონეთის, თურქეთის, ყაზახეთის ტელეარხებზე.

image

ქართული ელიტარული ინტელექტ-კლუბი „რა? სად? როდის?“ დაარსდა 1994 წლის დეკემბერში და დღემდე კლუბს ხელმძღვანელობს გიორგი მოსიძე, რა დროსაც მთლიანად კლუბმა 18 სეზონი ითამაშა...მაგრამ ახლა ჩვენ არც თამაშის წესებზე და არც მოთამაშეებზე გვექნება საუბარი, არამედ მუსიკალურ ჩანართებზე, რომელიც აგე უკვე 45 წელია ჟღერს, შეჩვეული გვაქვს ყური და ბევრი ჩვენთაგანი ალბათ არც დაინტერესებულა, რა მუსიკაა ეს? ვინაა ავტორი და ან როდის დაიწერa?, დღეს გადავწყვიტეთ ეს შეცდომა გამოვასწოროთ .



1)მუსიკა, როდესაც ბრზიალას ატრიალებენ.

კომპოზიციის სახელია "ველური ცხენი", რომელიც 1967 წელსაა ჩაწერილი მესაყვირე ალბერტ მელნიკოვის დისქლინდის მიერ, კომპოზიციის ავტორია ორკესტრის წევრი და ბანჯოზე შემსრულებელი, გენადი ბონდარევი.


2)როცა მოთამაშეების გვარებს აცხადებენ და სათამაშო მაგიდას უსხდებიან.

ამ დროს ჟღერს რიჰარდ შტრაუსის "ასე ამბობდა ზარატუსტრა"

3)რაუნდებს შორის

ჟღერს ხოლმე შემდეგი ფრაგმენტები: "რაფსოდია ბლუზში (ლურჯი რაფსოდია)", "ამერიკელი პარიზში" და ჯორჯ გერშვინის " «Blues", "Sing, sing, sing» ბენი გუდმანის ორკესტრის შესრულებით. ზოგჯერ იმსის ბოშური გუნდი ჯუზეპე ვერდის ოპერა "ტრუბადურის" მე -2 მოქმედებიდან, გლენ მილერის ორკესტრის მიერ გადამუშავებული, ასევე სიმღერების ფრაგმენტები «Crucified» и «Israelism» ჯგუფი Army of Lover-ის შესრულებით და "The Race". "და" «Jungle Bill ჯგუფ "Yello-ს შესრულებით.


4)როცა რაიმე ნივთი ან შავი ყუთი შემოაქვთ სტუდიაში

ისმის "Ra-ta-ta» -ს ინსტრუმენტული ვერსია ჯეიმს ლასტის შესრულებით, თუმცა თავად ორიგინალ ვერსიას ასრულებს ფრანგი პოპ-მომღერალი ანტონიე.

5)თამაშის ბოლოს ჟღერს სენ-სანსის სიმფონიური პოემა "სიკვდილის როკვა", რომელსაც ნიდერლანდური ჯგუფი Ekseption ასრულებს.მანამდე თამაშის ბოლოს იმოდა სიმღერა Theme from Paradise ფილმიდან "სამოთხე" ფაუსტო პაპეტის შესრულებით.


0
183
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0