x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გადაამაოწმეთ, შეცდომას ხომ არ უშვებთ? — შხაპის მიღების დროს, ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები

შხაპი — ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და მომადუნებელი პროცედურაა. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ზოგიერთ რამეს, რის კეთებასაც, შხაპის მიღების დროს, დაჩვეულია, ორგანიზმისთვის უფრო მეტ ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი. ამიტომ, ჯანმრთელი თმის და კანის შესანარჩუნებლად, მავნე ჩვევებს უნდა გადავეჩვიოთ.


image


1. ფეხის სკრაბის გამოტოვება


მავნე ბაქტერიების და სოკოს გაჩენისგან თავი დავიზღვევის მიზნით, აუცილებელია ფეხების საპნით დაბანისას, პემზის, ჯაგრისის ან სკრაბის გამოყენება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მკვდარი უჯრედების თითებს შორის მოცილებას და დაბანის შემდეგ, აუცილებელია ფეხების კარგად გამშრალება.


2. ღრუბლის აბაზანაში დატოვება


ბევრი სველ ღრუბელს აბაზანაში ტოვებს და მისთვის სპეციალური საკიდი ან თარო აქვს. მაგრამ, ამის გაკეთება არ შეიძლება. მაღალმა ტენიანობამ შესაძლებელია, ბაქტერიების სწრაფი ზრდა და ობის განვითარება გამოიწვიოს. ღრუბელზე, ბანაობის დროს, კანის მკვდარი უჯრედები რჩება, რაც იდეალური გარემოა მავნე ბაქტერიების გამრავლებისთვის. კარგად გარეცხეთ ღრუბელი და ისეთ ადგილზე დაკიდეთ, სადაც სწრაფად გაშრება.


3. კანის ძლიერი დაწოლით გაწმენდა პირსახოცით


შეიძლება ამაზე არც დაფიქრებულხართ, მაგრამ როდესაც შხაპის შემდეგ, სხეულს, მეტისმეტად ინტენსიურად იმშრალებთ, ეს კანზე ისევე მოქმედებს, როგორც ზუმფარის ქაღალდი (შკურკა) ავეჯზე. ასეთი მოქმედება დარბილებულ კანს აზიანებს და შეიძლება, მისი გაღიზიანებაც გამოიწვიოს. გამოიყენეთ რბილი პირსახოცი. შხაპის შემდეგ, სხეული არ გაიწმინდოთ, უბრალოდ, მსუბუქი დაჭერით, კანის სველ ადგილებზე, მიიდეთ პირსახოცი და კანზე არავითარ შემთხვევაში არ გადაისრიალოთ.



4. თავის დაბანა ყოველ დღე


ბევრი, თავის დაბანას ყოველ დღე დაჩვეულია. მაგრამ, დერმატოლოგები, ამ ჩვევის მავნებლობის შესახებ, გამუდმებით გვაფრთხილებენ. როგორც ექიმები ამბობენ, მას ვისაც თხელი და რბილი თმა აქვს, თავი მხოლოდ კვირაში 2-ჯერ უნდა დაიბანოს. თავის მეტისმეტად ხშირად დაბანა, თავის კანიდან ცხიმების ბუნებრივი გამოყოფის რეჟიმს არღვევს, რაც წყლის ბალანსის დარღვევას იწვევს.


5. დამატენიანებელი საშუალებების მოგვიანებით მოხმარება


შხაპი მოდუნებას იწვევს და აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ, უმრავლესობას დასვენების სურვილი უჩნდება. ამის გამო, დამატენიანებელ საშუალებებს მოგვიანებით იყენებენ, რაც დიდი შეცდომაა. დამატენიანებლის დატანა, აბაზანიდან გამოსვლისთანავე უნდა მოხდეს, ვიდრე კანი ჯერ კიდევ ნესტიანია.


6. ვარჯიშის შემდეგ, შხაპის მიღების საღამოსთვის გადადება


ვარჯიშის შემდეგ, შხაპის მიღება აუცილებელია. და ეს უბრალო ჰიგიენური პროცედურა არ არის, რომელიც ოფლის სუნს აქრობს. ოფლის ნარჩენებმა შეიძლება მავნე ბაქტერიების გამრავლებას შეუწყოს ხელი, რაც შემდეგ, ფერიჭამიების ან გამონაყარის გაჩენას იწვევს.


7. ხანგრძლივი შხაპი


ბევრს, ცხელი შხაპის ქვეშ, დიდი ხნის მანძილზე ყოფნა უყვარს და თვლის, რომ ეს სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მაგრამ, ხანგრძლივმა შხაპმა, შეიძლება, კანიდან, მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი, ტენი გამოდევნოს. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ შაპის ქვეშ, 10–15 წუთზე მეტი დრო არ გავატაროთ.


8. კონდენციონერის წასმა თმის ზედა ნაწილზე


უმრავლესობა, თავის დაბანის დროს, კონდენციონერის დატანას თმის ძირებიდან იწყებს. მაგრამ, ეს დიდი შეცდომაა, რამაც შეიძლება, კანზე ზედმეტი ცხიმის დაგროვება გამოიწვიოს. უმჯობესია, თუ კონდენციონერის დატანისას, უფრო მეტ ყურადღებას თმის ბოლოებს მიაქცევთ და არა თმის ძირებს. ხოლო, ბალზამის დატანა, თმის ძირებზეც შეიძლება.


9. ცივი შხაპის გამოტოვება


ბევრი ადამიანი ცხელი შხაპის შემდეგ, პირდაპირ გადადის სხვა კოსმეტიკურ პროცედურებზე. მაგრამ, ცივ შხაპს, თუნდაც ორიოდე წამით, უდიდესი სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის. უბრალოდ, აბაზანიდან გამოსვლის წინ, გადაივლეთ ცივი წყალი. ეს მატონიზირებელი საშუალებაა და იმუნიტეტსაც აძლიერებს.


10. გრძელი თმის პირსახოცში შეხვევა


ეს კიდევ ერთი მეტად გავრცელებული და მავნე ჩვევაა, რომლის გამო, თმა ძლიერ ზიანდება. შეხვევის გარდა, თმისთვის ასევე მავნებელია, თმის გამშრალება პირსახოცის ხახუნით. შხაპის მიღების შემდეგ, ზედმეტი ტენს მოსაცილებლად, თმა უნდა გაწუროთ ხელის მოჭერით. მოკლე თმის შემთხვევაში, პირსახოცი მოიხვიეთ თავზე და ხელის მსუბუქი დაჭერით გაიმშრალეთ.

imageimageimageimageimageimageimage






0
418
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
418
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0