x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
იების მოვლის და გამრავლების ძირითადი წესები

image

ამ წესების მიხედვით, ყვავილების ყველა მოყვარულს შეუძლია, საკუთარი ფანჯრის რაფაზე, ყვავილნარის მოწყობა.

წესები კი ასეთია:


– ყვავილის ქოთანი საკმაოდ კარგად განათებულ მყუდრო ადგილზე უნდა მოათავსოთ, მაგრამ შუა დღის მზის სხივები პირდაპირ არ უნდა ეცემოდეს. იისთვის ოპტიმალური ადგილი დასავლეთის ფანჯრის რაფა არის და იმ შემთხვევაში, თუ ამ მხარეს ფანჯარა არა გაქვთ, შეგიძლიათ ფარდა ჩამოაფაროთ, რომელიც მზის სხივების პირდაპირი დაცემისგან დაიცავს ყვავილს.

imageimage– შეარჩიეთ პატარა ქოთანი, სიმაღლით – დაახლოებით, 10 სმ. უნდა იყოს, ხოლო დიამეტრი – 13 სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. მასალებიდან, საუკეთესო ვარიანტი არის პლასტმასი.

imageimage– იისთვის აუცილებელია კარგი დრენაჟი: ქოთანში ნახევრამდე ჩაყარეთ კერამზიტი (გაფუებული ფოროვანი გამომწვარი თიხის ღორღი; იყენებენ მსუბუქი ბეტონისა და რკინაბეტონის დასამზადებლად) და დაუმატეთ ცოტა ხის ნახშირი.

imageimage

– ამ მცენარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სწორი მეთოდით მორწყვა. ია, ჩვეულებრივ, ქვემოდან ირწყვება, თბილი წყლით:

1. აიღეთ ონკანიდან წყალი და გააჩერეთ 24 საათი.
2. ოდნავ შეათბეთ.
3. წყალი ჩაასხით ღრმა თასში და ჩადგით ქოთანი ისე, რომ წყალი პირამდე სწვდებოდეს, მაგრამ შიგნით არ ჩადიოდეს (წყლის ქვეშ უნდა იყოს ქოთნის სიმაღლის 80%). წყლიდან მაშინ ამოიღეთ, როდესაც მიწის ზედაპირი დასველდება (ამას დაახლოებით 10-12 საათი ესაჭიროება). ამ სახით მორწყვა, კვირაში ერთხელ არის საჭირო. წყალშივე შეგიძლიათ გახსნათ სასუქი, ყვავილის გამოსაკვებად.
image– ყვავილობის პერიოდში სასუქის მიწოდება 2 კვირაში ერთხელ არის რეკომენდირებული, ხოლო როდესაც ყვავილი მშვიდად არის – თვეში ერთხელ. სასუქად უნდა გამოიყენოთ სპეციალურად ამ ყვავილისთვის განკუთვნილი ხსნარები. მაგრამ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ მიწა ნოყიერია, და წელიწადში ორჯერგადარგავთ, მაშინ სასუქი საჭირო აღარ იქნება.
image– ყვავილი უნდა გადარგათ წელიწადში ერთხელ. ამასთან, მხოლოდ მიწა უნდა შეუცვალოთ, ქოთანი კი იგივე დატოვოთ.
image– იას დროდადრო შხაპიც ესაჭიროება, რომ ფოთლებიდან მტვერი მოცილდეს. შეიტანეთ მცენარე აბაზანაში, მიაღებინეთ ოდნავ თბილი შხაპი და იქვე დატოვეთ, ვიდრე არ დაიწკრიტება. არავითარ შემთხვევაში არ დადგათ სველი მცენარე ფანჯრის რაფაზე, თორემ ლაქები გაუჩნდება.

image

- იების გამრავლება ფოთლებით ხდება: მცენარეს უნდა მოაჭრათ ყველაზე კარგი და ჯანმრთელი ფოთოლი და სხვა ქოთანში ჩარგათ. ისევე მოუარეთ, როგორც სხვა იებს უვლით. ფოთოლი შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ შეიცვალოს ან საერთოდ დაჭკნეს კიდეც, მაგრამ ამას ყურადღება არ მიაქციოთ – ყველა სახის ცვლილებები მიწის ქვეშ ხდება.

image

image

ამ მეთოდის გარდა, არის კიდევ მცენარის წყალში დაფესვიანების და ქოთანში გადარგვის მეთოდიც.


image

image

– იას რეგულარულად სჭირდება გაკრეჭვა: დაზიანებული ფოთლების, გამხმარი ყვავილების დს ყლორტების მოცილება. იდეალური იის ბუჩქი სამი რიგის ფოთლებისგან შედგება.
image


რა უნდა გავაკეთოთ, რომ ია მალე გაყვავდეს


ია მხოლოდ იმ შემთხვევაში გვახარებს თავისი ყვავილებით, თუ მისთვის მოსაწონ პირობებს შევუქმნით. სხვა შემთხვევაში, გაჯიუტდება და ყვავილს არ გამოიტანს. მას არ უყვარს სიცივე, მაგრამ მეტისმეტი სიცხისგან, შეიძლება, გადახურდეს კიდეც. გარდა ამისა:

1. მცენარის მთავარი სტიმულატორი არის – სინათლე. ზამთარში, ფანჯრის რაფაზე, სინათლე საკმარისი რაოდენობის არ არის. კოკრების ინტენსიური განვითარებისთვის საჭიროა დღე-ღამეში, არანაკლებ, 12-13 საათიანი განათება. ამისთვის, იას დამატებითი განათება უნდა ჩაურთათ და გამოიყენოთ ლუმინესცენტური ნათურები ცივი ნათებით. სასურველია, თუ ნათურას ყოველდღე ერთი და იმავე დროს აანთებთ.


image
2. იის ყვავილობის კიდევ ერთი საიდუმლო – მორწყვის სწორ რეჟიმში მდგომარეობს, რომლის დროსაც, მიწა ყოველთვის, არა სველი, არამედ ნესტიანი რჩება. როდესაც კოკრები ფოთლების ზემოთ იწევა, ტენი თუ მოაკლდება მცენარეს, კოკრები ხმება, ხოლო ზედმეტი ტენის პირობებში – ლპობას იწყებს. ამიტომ, ზუსტად უნდა დაიცვათ მცენარის მორწყვის წესები და ყურადღება უნდა მიაქციოთ გრუნტის მდგომარეობას (მაგ. დას., საქართველოში, მაღალი სინოტივის პირობებში, გრუნტი უფრო დიდ ხანს იქნება ნესტიანი, ხოლო აღმ. საქართველოში – მალე გაშრება).


image
3. ია ძალიან მგრძნობიარე მცენარეა ატმოსფეროს ტენიანობის მიმართ. მას მხოლოდ ტენიანი მიწა კი არა, ტენიანი ჰაერიც უყვარს. მშრალი ჰაერის პირობებში, იის ყვავილები ძალიან ნელა იშლება ან შეიძლება, მანამდე გახმეს, ვიდრე ბოლომდე გაყვავდება.


image

0
5921
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5921
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0