ყაისნაღით ქსოვა. პირველი გაკვეთილი, იდეები, მოდელები, სქემები, უზორები (მოცემულია 100-ზე მეტი ნიმუში)


ყაისნაღით ქსოვისთვის, აუცილებელია სპეციალური სიმბოლოების ცოდნა. ამის გარეშე ქსოვა, ფაქტიურად, შეუძლებელია. მაგრამ, სქემის კითხვას თუ ისწავლით, ჩათვალეთ, რომ ნახევარი საქმე მოგვარებული გაქვთ და მხოლოდ დრო იქნება საჭირო, უნიკალური და ორიგინალური სამოსის თუ აქსესუარების შესაქმნელად.
ყველა სქემა პირობითი ნიშნების ნაკრებს წარმოადგენს და ეს ნიშნები, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ქვეყანაში ერთნაირი ფორმის და შინაარსის არის. თუმცა, შეიძლება, ოდნავ განსხვავდებოდეს კიდეც. მაგრამ, ყველა სქემაზე პირობითი ნიშნები და მისი შინაარსი მოცემულია, ისევე, როგორც გეოგრაფიულ რუკაზე ლეგენდა. აქ ყაისნაღით ქსოვის ძირითადი სიმბოლოები არის მოცემული, მოქმედების საფეხურებით და ეს სავსებით საკმარისია ქსოვის შესწავლის I ეტაპისთვის:

სქემის კითხვის ძირითადი წესები კი ასეთია:
I. სქემის კითხვა და შესაბამისად, ქსოვა, ქვევიდან იწყება, იმ შემთხვევაში, თუ ქსოვა წაღმა უკუღმაზე ან ცენტრიდან ნაპირებისკენ (მრგვალი ფორმის უზორის ქსოვიდ დროს) მიმდინარეობს.
II. ყველა კენტი რიგი (I, III, V და ა.შ.) – წაღმა არის, რომელიც მარჯვნიდან მარცხნივ იკითხება, ხოლო ლუწი (II, IV, VI და ა. შ.) რიგები – უკუღმაზე იქსოვება და მარცხნიდან მარჯვნივ იკითხება.
III. წრიული რიგები იკითხება მარჯვნიდან მარცხნივ, ანუ საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით. სქემებზე, რიგები დანომრილი არის ან მათი გამოყოფა ფერებით ხდება.
IV. ქსოვაში არის ისეთი გაგება, როგორიც არის *რაპორტი*, რაც უზორის ნაწილის გამეორებას ნიშნავს. რაპორტი სქემაზე ორი ვარსკვლავით და გასამეორებელი თვლების რაოდენობით გადმოიცემა (*...*). ქსოვა იწყება იმ თვლებით, რომლებიც რაპორტამდე არის, შემდეგ რაპორტი იქსოვება იმდენჯერ, რამდენიც მოსაქსოვი მოდელის სიგანისთვის არის საჭირო და რიგი რაპორტის შემდეგ მოთავსებული თვლებით სრულდება.
ახლა უკვე შეგიძლიათ, ქვემოთ მოცემული სქემის მიხედვით, უზორის მოქსოვა სცადოთ.

თავდაპირველად, უნდა მოქსოვოთ 30 ჰაეროვანი თვალისგან შემდგარი ჯაჭვი, რომელსაც ემატება 3 ჰაეროვანი თვალი უზორის დასაწყებად და კიდევ 1 თვალი სქემის მიხედვით, სულ – 34 თვალი. გახსოვდეთ, რომ ეს ჯაჭვი რიგად არ ითვლება.

ამის შემდეგ, დაიწყეთ I რიგის ქსოვა, რომელიც, როგორც უკვე აღნიშნული იყო, მარჯვნიდან მარცხნივ იკითხება. ჯაჭვის პირველი 4 თვალი გამოიყენება უზორის ასამაღლებლად და I რიგი 1 ნამატიანი სვეტით იწყება.

შემდეგ, მოდის – 1 ჰაეროვანი თვალი, შემდეგ უნდა გამოტოვოთ 3 თვალი და მე-4 თვალიდან ამოვიღოთ სვეტი ნამატით და მის გვერდით კიდევ 2 ასეთივე სვეტი.
შემდეგ, 1 ჰაეროვანი თვალი, გამოტივეთ 3 თვალი, მე-4 თვალიდან ამოიღეთ 1 სვეტი ნამატით, შემდეგ ისევ 3 ჰაეროვანი თვალი და კიდევ 1 სვეტი ნამატით.
შემდეგ, ისევ 1 ჰაეროვანი თვალი, გამოტოვეთ ჯაჭვის სამი თვალი და გაიმეორეთ ყველაფერი სქემის მიხედვით, ანუ ისევ მოქსოვეთ 3 სვეტი ნამატით, შემდეგ გამოტოვეთ 3 თვალი და ა. შ., ჯაჭვის ბოლომდე. I რიგის ბოლოს უნდა იყოს: 1 სვეტი ნამატით, 1 ჰაეროვანი თვალი და 1 სვეტი ნამატით.
I რიგის დასრულების შემდეგ, მოქსოვეთ 3 ჰაეროვანი თვალი, II რიგისთვის სიმაღლის მისაცემად.
შემოაბრუნეთ ნიმუში და ქსოვა გააგრძელეთ სქემის მიხედვით. გახსოვდეთ, რომ II რიგი მარცხნიდან მარჯვნივ იკითხება. წინა რიგის ბოლოს, 3 ჰაეროვანი თვალის მოქსოვის შემდეგ, 3 სვეტი უნდა მოქსოვოთ, წინა რიგის, 1 თვალისგან შემდგარ არკაზე.
შემდეგ 1 ჰაეროვანი თვალი, 1 სვეტი ნამატით, წინა რიგის ნამატებიანი სვეტების შუაში,
1 ჰაეროვანი თვალი და 7 სვეტი ნამატით, წინა რიგის 3 თვლიან არკაზე.
შემდეგ ყველაფერი მეორდება რიგის ბოლომდე.
რიგის ბოლოს, ისე როგორც წინა შემთხვევაში, მოქსოვეთ 3 ჰაეროვანი თვალი, შემდეგი რიგისთვის, მოაბრუნეთ ნიმუში და მოქსოვეთ 1 სვეტი ნამატით.
ახლა თქვენ უკვე იცით სქემის კითხვა, ერკვევით ტერმინოლოგიაში და შეგიძლიათ მოცემული სურათების მიხედვით, უზორის ქსოვა გააგრძელოთ:





პირველი 4 რიგის მოქსოვის შემდეგ, უზორი დასრულდება, თუმცა ხელის გასავარჯიშებლად, შეგიძლიათ ქსოვა გააგრძელოთ და ყურადღება მიაქციეთ, რომ ე. წ *რაპორტით*, მხოლოდ რიგის ნაწილის კი არა, რიგების გამეორებაც ხდება. ამ შემთხვევაში, ეს პირველი 4 რიგია. ქვემოთ სურათზე, ნიმუში არის მოცემული, რომელიც 12 რიგისგან შედგება.

ამ გაკვეთილის შემდეგ, უკვე შეგიძლიათ ასეთი ბოლეროს მოქსოვა სცადოთ.

ზურგის სქემა ბევრად არ განსხვავდება გაკვეთილში განხილული სქემისგან. ის მხოლოდ 3 რიგისგან შედგება და ყოველი სამი რიგის შემდეგ, მეორდება.


რაც შეეხება წინა მხარეს, მისი სქემა გაკვეთილში განხილული სქემას ანალოგიურია:

ბოლერო ერთიანი ქსოვის ნიმუში არის. მაგრამ, არის ქსოვის ხერხი, როდესაც ჯერ ცალკეული ნაწილები იქსოვება, ხოლო შემდეგ, მათი გადაბმა ხდება.
ეს გადაბმის ერთ-ერთი ხერხია, მაგრამ არა ერთადერთი. სხვადასხვა ნაწილების გადაბმა, როგორც ჰაეროვანი თვლებით, ისე შემაერთებელი სვეტით შეიძლება და ამ შემთხვევაში, ცალკეულ ნაწილებს შორის დაშორება დიდი არ იქნება.
იდეები, მოდელები, სქემები
1. 
2.


3. 
4. 
5. 
6. 
7. 
8. 
9. 
10. 
11. 
12. 
13. 
14.

15.

16.

17. 
18. 
19.

20. 
21. 
22.

23.


24.
25.
26. 
27.

28. 

29. 

30. 

31. 
32. 
33.
34. 
35. 
36. 
37. 
38. 
39.

40. 
41.






42.



43.


44. 








45. 








უზორები
1. 
2. 
3. 
4. 
5. 
6. 
7. 
8. 
9. 
10.
11.
12. 
13.
14. 
15.
16.
17. 
18. 
19. 
20. 
21.

22.

23. 
24. 
25. 


თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
100-ზე მეტი იდეა ჩხირებით ქსოვის მოყვარულთათვის (მოდელები, სქემები, უზორები)

რაგაცაა სპირალივიტ იხვევა