x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მიზეზები, რის გამოც საბჭოთა ლიდერმა ფსევდონიმად "სტალინი" აირჩია

image


იოსებ ჯუღაშვილი მსოფლიო ისტორიაში სტალინის სახელით შევიდა, და მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის ქვეყნის ლიდერს 30-მდე მეტსახელი ჰქონდა, რომლის ნაწილიც თავად შეირჩია, ხოლო ზოგითაც ის მეგობრებმა და მტრებმა "დააჯილდოვეს", თავის ახალ "სახელად" მან მაინც - სტალინი აირჩია. დღეს, შეუძლებელია დანამდვილებით იმის მტკიცება, თუ რატომ აირჩია იოსებ ჯუღაშვილმა მაინცდამაინც ფსევდონიმად - "სტალინი", ვინაიდან ამის მიზეზი სიცოცხლეში მას თავად არ დაუსახელებია, თუმცა არსებობს ორი სავარაუდო ვერსია.


image


ვერსია პირველი


იოსებ ჯუღაშვილი ახალგაზრდობაში არც ისეთი კომუნიკაბელური ყოფილა. კარიერის დასაწყისში "კობა" თურმე სერიოზული, პირქუში და საკმაოდ ცივიც კი გახლდათ. საბოლოოდ, სწორედ ამ მახასიათებლებმა წარმოშვეს ფსევდონიმი "სტალინი" - სიტყვიდან "ფოლადი" ("сталь"). გარკვეული პერიოდი თურმე სკკპ ცენტრალური კომიტეტის მდივანი ხელს როგორც "სტალევს" ისე აწერდა, რაც ირიბად სწორედ ამ მოსაზრებას ადასტურებს. მოგვიანებით ჯუღაშვილმა ის სტალინით შეცვალა.


image



ვერსია მეორე


ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ჯუღაშვილს სიყმაწვილეში კითხვა განსაკუთრებით უყვარდა და ლექსებს თავადაც წერდა (როგორც ლიტერატურათმცოდნეები აღნიშნავენ, მართალია მისი ეს ლექსები ნიჭიერებით არ გამოირჩეოდა, თუმცა არც იმდენად უშინაარსო და მდარე ხარისხის ყოფილა). ლიტერატურული ვერსიის თანახმად, ფსევდონიმი ევსეი სტალინსკის სახელს უკავშირდებოდა - ადამიანს, რომელმაც შოთა რუსთაველის პოემა "ვეფხისტყაოსანი" ქართულიდან რუსულად თარგმნა. ჯუღაშვილს XII საუკუნის ეს ცნობილი პოემა ძალიან უყვარდა და ზოგიერთი ადგილი ზეპირადაც კი იცოდა, თუმცა ეს ვერსია ისტორიკოსებს საკმაოდ სუსტად და არადამაჯერებლად მიაჩნიათ. მათი აზრით, იოსებ ბესარიონის ძეს სტალინსკისადმი ისეთი პატივისცემა ნამდვილად არ ჰქონია, რომ მისგან ფსევდონიმი აეღო.

































0
699
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
699