x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გამოქვეყნა პუტინის ფეშენებლური იახტის ფასი,რომელიც პირველად მოხვდა კადრში(ვიდეო)
image

ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა პუტინის მდიდრული იახტა "ჩაიკის" ფასი და პარამეტრები, სადაც რუსეთის პრეზიდენტს მიწვეული ჰყავდა ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, მის ვაჟთან, კოლიასთან ერთად ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში.


მედიის ყურადღება 54-მეტრიან იახტა "ჩაიკაზე" იყო მიპყრობილი, რომელზეც ორი ქვეყნის ლიდერები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. აღინიშნა, რომ ძვირადღირებული ხომალდი კადრში პირველად გამოჩნდა. ბრიტანული BBC იუწყება, რომ 2009 წელს თურქეთში აგებული გემი შეფასებულია 30 მილიონ ევროდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ იგი შეიძინა 2011 წელს.


CharterWorld პორტალი აქვეყნებს მონაცემებს, რითაც ირკვევა იახტის ერთი კვირით დაქირავება 23 მილიონი რუბლი ღირს.მარტო წელს მის მომსახურეობაზე და მოვლაზე 66 მილიონი რუბლი არის გამოყოფილი.


image

მედიამ გაარკვია, რომ ხომალდი აღჭურვილია ცალკე მზის ტერასით, SPA აუზით, რომელსაც აქვს მინის კედელი ჩანჩქერით, ჯაკუზი ექვს კაცზე თავის შეზლონგებით, დახურული მისაღები ოთახი, ფართი ბარბეკიუსთვის, ბარი, სასადილო ზონა ღია სივრცეში 14 ადამიანისთვის და სხვა. ამის შესახებ superyachts.com იუწყება, სადაც აღწერილია მდიდრული ინტერიერის კიდევ სხვა დეტალები.


გამოცემა "დოჟდის" ინფორმაციით, პრეზიდენტი ალბათ მთავარ კაიუტაში იმყოფება. მას იქ აქვს სამუშაო ოთახი, ბარი და აბაზანა. ოთახი აღჭურვილია პანორამული ფანჯრებით და გამჭვირვალე ჭერით. მედიამ გაარკვია, რომ ადრე იახტას "ლეო ფანი" ან "სირიუსი" ერქვა, ახლა კი "ჩაიკა"(თოლია) ჰქვია. იახტის დიზაინი შეიმუშავა ფრანგმა გემთმშენებელმა ჟან გაი ვერგერმა. წყაროების თქმით, გემის სიგრძე 54 მეტრია, ხოლო სიგანე 9, 5 მეტრი.


0
165
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0