x
დედოფლისწყაროს კიკბოქსინგის გუნდი "ჩემპიონი"-ს კიდევ ერთი დიდი გამარჯვება!
2021 წლის 26- 28 მაისს ქ.მარნეულში გაიმართა ტურნირი კიკბოქსინგიში, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, ხოლო 28 მაისს აღინიშნებოდა მოძმე რესპუბლიკის, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე.
imageimage
შეჯიბრი მიმდინარეობდა ქ. მარნეულის სპორტკომპლექს „ათაჰოლდინგი“-ში. იყო საზეიმო გახსნა, ფინალურ დღეს, 28 მაისს ღონისძიებას დაესწრნენ სხვადასვა უწყების წარმომადგენლები, მათ შორის სპორტის სამინისროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საელჩოს და სხვა.
სპორტსმენებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ქვემო ქართლის გუბერნატორმა, ასევე საქართელოს ტაილანდური კრივისა და კიკბოქსინგის ფედერაციის პრეზიდენტმა გოჩა ჯავახიამ. მოეწყო ულამაზესი შოუ პროგრამა საესტრადო მომღერლების მონაწილეობით.
image
რაც შეეხება ჩემპიონატს, მონაწილეობდნენ კიკბოქსინგის გუნდები სხვადასხვა რეგიონებიდან, სპორტსმენთა საერთო რაოდენობამ 150-ს გადააჭარბა. ორთაბრძოლები ასევე ჩაატარეს ევროპის ჩემპიონებმა და პრიზიორებმა რამაც შეჯიბრს მეტი დაძაულობა და სპო
რტული ხიბლი შესძინა.
რაც შეეხება დედოფლისწყაროს კიკბოქსინგის გუნდს, რომელიც თამაზ ყარაგვეზაშვილის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა საერთაშორისო ტურნირზე, პირველივე დღიდან წარმატებით დაიწყო ასპარეზობა.
26 მაისს გამარჯვება მოიპოვეს: თამაზ ღვინიაშვილმა, მიხეილ ბაღდასარიანმა, ვალერი რამაზანაშვილმა, ასევე დაძაბული ორთაბრძოლა ჩაატარა გიორგი ბერუაშვილმა.
28 მაისს, ფინალში, უფროსი ასაკის სპორტსმენებში ერთ-
image
ერთი საუკეთსო ორთაბრძოლა ჩაატარა დედოფლისწყაროელმა ტიტულოვანმა სპორტსმენმა ლევან წიკლაურმა და ნოკაუტით დაამარცხა აზერბაიჯანული ეროვნების მოწინააღმდეგე.

image
სიხარულით
უნდა ავღნიშნოთ დედოფლისწყაროელი გოგონების ასპარეზობა მარნეულის საერთაშორისო ტურნირზე.
ჩემპიონობა მოიპოვეს: თათია ბოჭორიშვილმა, სალომე ქოქიაშვილმა და ლიზი ბუთხუზმა.

image

ავღნიშნავთ, რომ ეს მათი დებიუტი იყო ასეთი რანგის შეჯიბრზე და მათ ეს გამოცდა წარმატებით ჩააბარეს.

image

საამაყოა, რომ დედოფლისწყაროს კიკბოქსინგის ახალგაზრდული გუნდი წელს სხვადასხვა რანგის ტურნირებიდან ყოველთვის გამარჯვებული და საპრიზო ადგილებით ბრუნდება.
გუნდი „ჩემპიონი“ მადლობას უხდის დედოფლისწყაროს ახალგაზრდობისა და სპორტის ცენტრს მხარში დგომისთვის და დახმარებისთის.
image



0
28
შეფასება არ არის
ავტორი:ნუგზარი ყარაგვეზაშვილი
ნუგზარი ყარაგვეზაშვილი
28