x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"გადაიპარსეთ თავები და დაიხურეთ ეროვნული ქუდები"-თურქმენეთში პრეზიდენტის მამის გლოვას აიძულებენ
image

თურქმენეთში პრეზიდენტის მამის გარდაცვალების გამო საჯარო პირები(მამაკაცები) იძულებული არიან თავი გადაიპარსონ და თავზე დაიხურონ ტრადიციული თურქმენული ქუდი-ტუბეტეიკა, ხოლო ქალები ვალდებულნი არიან ატარონ შავი ფერის შალი.



მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თანამდებობის პირებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლებენ სამსახურიდან. ამის შესახებ რადიო „აზატლიკი“ იუწყება.



მოხსენებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო დაწესებულებების და ასევე კერძო საწარმოების ხელმძღვანელებს, დაევალათ გადაიპარსონ თავი და ტახიუ დაიფარონ (ეროვნული თურქმენული ქუდი).




პრეზიდენტის მამა მიალიკგული ბერდიმუხამედოვი გარდაიცვალა 18 აპრილს 88 წლის ასაკში. ორმოცი დღე 28 მაისს გავიდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, პრეზიდენტი შვიდი დღის განმავლობაში არ გამოჩენილა არც საზოგადოებაში და არც ტელევიზიაში.ამ დღეებში გამართულ ღონისძიებებს მისი ვაჟი ხელმძღვანელობდა.



პრეზიდენტის მამის გარდაცვალების შემდეგ, სერდერ ბერდიმუხამედოვი, მთავრობის ვიცე-პრემიერი და ასევე სხვა ოფიციალურმა პირები, საჯაროდ თავზე დახურული ტუბეტეიკებით გამოჩდნენ.


მამის გარდაცვალების შემდეგ, პრეზიდენტი ყველა ღონისძიებაზე შავი მანქანით მოდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში აკრძალული იყო შავი მანქანები.

0
257
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0