x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"არმაგედონი დედამიწაზე"მსოფლიოში დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მძლავრი მიწისძვრის ისტორია

image

61 წლის წინ, 22 მაისს სამხრეთ ჩილეში, ვალდივიასთან მოხდა მიწისძვრა, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში დღემდე არსებული ყველაზე მძლავრი მიწისძვრით არიც ცნობილი. 9, 5 ბალიანი მიწისძვრა მოიხსენიება როგორც "დიდი ჩილეს მიწისძვრა" ან " ვალდივიას მიწისძვრა".

იგი XX/XXI საუკუნის უდიდესი მიწისძვრად ითვლება, ანუ როდესაც ადამიანმა ისწავლა მაგნიტუდების ჩაწერა დაფიქისირება მანამდე დედამიწის ისტორიაში შესაძლებელია რომ უფრო ძლიერი მიწისძვრებიც ყოფილიყო.მიწისძვრების მასშტაბის ზუსტად დადგენა შესაძლებელი გახდა მხოლოდ 1900-იანი წლების დასაწყისში.

image


მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ქალაქ ვალდივიასთან სანტიაგოს სამხრეთით 435 კმ-ზე. მიწისძვრის შემდეგ წარმოქმნილმა ცუნამის ტალღებმა 10 მ სიმაღლეს მიაღწია და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ჰავაის ქალაქ ჰილოს, ეპიცენტრიდან დაახლოებით 10, 000 კმ-ის დაშორებით, ცუნამმა იაპონიისა და ფილიპინების ნაპირებამდეც კი მიაღწია. ძლიერმა მიწისძვრამ შეარყია 200 ათასი კმ 2 ფართობი. მთავარი დარტყმამ 9, 5 ბალით და განმეორებითმა მიწისძვრებმა 5700-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და კიდევ ასი ათასი უსახლკაროდ დატოვა. განადგურდა ჩილეს სამრეწველო პოტენციალის დაახლოებით 20%. მთავარი შოკის შემდეგ, ჩილედან ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგამდე სუსტმა მიწისძვრების სერიამ მოიცვა.გამუდმებულმა ბიძგებმა, ვულკანის ამოფრქვევებმა და გიგანტურმა ცუნამებმა გაანადგურა ანდების სოფლის 100, 000 კმ 2 – ზე მეტი. თითქმის მთლიანად განადგურდა ქალაქები კონსეპსიონი, ვალდივია, ოსორნო და პუერტო მონტი.

image

ძირითადი დარტყმის შემდეგ მალე დაიწყო მოქცევა, რომელიც მოძრაობდა დაახლოებით 800 კმ / სთ სიჩქარით. ცუნამმა ჩილეს სანაპირო ზოლს ათიოდე მეტრის სიმაღლის ტალღებმა გადაუარა და წალეკა მეთევზეთა სოფლები ანუდი, ლებუ და ქუელინი .


image

image

image

ჩილეში მთელი რიგი სანაპირო ქალაქები და დასახლებები მთლიანად განადგურდა. ჩამოიშალა ყველა შენობა და გზა ქალაქებში პუერტო საავედრასა და პუერტო მონტში, ხოლო სახლების ნაწილი ცუნამმა სამი კილომეტრის მანძილზე მოისროლა. უკან დაბრუნების შემდეგ ტალღამ საპირისპირო მიმართულებით დაიძრა და იაპონიის ნაპირებს მიაღწია. აქ 150 -მდე ადამიანი დაიღუპა. დაინგრა ექვსი ათასი და დაიტბორა ორმოცი ათასი შენობა. მიწისძვრიდან 15 საათის შემდეგ ცუნამმა მიაღწია ჰილოს ნავსადგურს, მან გაიარა 10, 000 კმ მანძილი 700 კმ / სთ სიჩქარით. შემდეგ ცუნამის ტალღები მიადგა კალიფორნიის სანაპიროს, რომელიც ჩილედან 9 ათასი კმ-ის დაშორებით მდებარეობს .

image

image

image


მსხვერპლთა რაოდენობა დაახლოებით 6 ათასი ადამიანი იყო, სხვათაშორის უმეტესობა ცუნამმა იმსხვერპლა .


1960 წლის ფასების მიხედვით ზარალმა დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარი შეადგინა.


აღსანიშნავია, 2010 წლის 27 თებერვალს ისევ დაატყდა მსოფლიოში ერთ-ერთი გამანადგურებელი მიწისძვრა 8, 8 მაგნიტუდით, რომელმაც 700=მდე ადამიანი შეიწირა.

image


ტოპ 12 ყველაზე მძლავრი მიწისძვრა(1900 წლიდან)


image


0
325
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
325
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0