კინო 10 მსახიობი, რომელმაც იმიჯი როლისთვის კარდინალურად შეიცვალა 2021, 5 მაისი, 14:08 ეკრანზე უზადო ადამიანების ნახვას - მოწესრიგებული თმით, იდეალური მაკიაჟითა და მოხდენილი სხეულით უკვე დიდი ხანია რაც მივეჩვიეთ, თუმცა არსებობენ მსახიობები რომლებიც მზად არიან თავიანთი სილამაზე ხელოვნებას მსხვერპლად დაუფიქრებლად შესწირონ. მოგეხსენებათ, ამა თუ იმ პერსონაჟის განსახიერებლად ზოგჯერ მხოლოდ კარგი თამაში არ კმარა. მსახიობებს მუდამ უწევთ გარკვეული ექსპერიმენტების ჩატარება - გასუქება, გახდომა, წვერის მოშვება თუ საკმაოდ უცნაური ვარცხნილობის ტარებაც. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგეთ ჰოლივუდის ყველაზე სექსუალური მსახიობების ყველაზე საინტერესო გარდასახვებს.ჯონ ტრავოლტაცნობილი ამერიკელი მსახიობის ჯონ ტრავოლტას გმირი ფილმში "ფანატიკოსი", სტალკერს განასახიერებს. სურათის მსოფლიო კინოპრემიერა 2018 წელს შედგა.შარლიზ ტერონიშარლიზ ტერონი ფილმში "ტალი" ყოველდღიური ცხოვრებით გადაღლილი, მრავალშვილიანი დედის მარლო მოროს გმირს თამაშობს. ფილმის მსოფლიო პრემიერა ასევე 2018 წელს გაიმართა.კრისტიან ბეილიჰოლივუდის ვარსკვლავმა ფილმში "ვიცე პრეზიდენტი" აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის როლი საკმაოდ წარმატებით მოირგო. ფილმის პრემიერა 2018 წლის დეკემბერში შედგა.მარგო რობიფილმში "მე, ტონია" მარგო რობი წარმატებულ მოციგურავე ტონია ჰარდინგს ასახიერებს. ფილმი ფართო ეკრანებზე 2017 წლის სექტემბერში გამოვიდა.კრის პრატიამერიკელი მსახიობი ფილმ "გალაქტიკის მცველებში" კინომოყვარულების წინაშე ვარსკვლავური - ლორდის როლით წარსდა. ფილმის მსოფლიო პრემიერა 2014 წლის ივლისში შედგა.კრისტოფერ ჰივიუცნობილი ნორვეგიელი მსახიობი სერიალ "სამეფო კარის თამაშებში" ტორმუნდის როლს ასახიერებს.მაიკლ ფასბენდერიცნობილი ირლანდიელი მსახიობი ფილმ "შიმშილში" ირლანდიის რესპუბლიკური არმიის აქტივისტის ბობი სენდსის როლს ასრულებს, რომლის გმირიც პროტესტის ნიშნად შიმშილობას აცხადებს. ფილმი დიდ ეკრანებზე 2008 წლის მაისში გამოვიდა.ტომ ჰარდიბრიტანელი მსახიობი ფილმში "კაპონე", ციხიდან გათავისუფლებულ ალ კაპონეს განასახიერებს.რაიან გოსლინგი
|