x
პლატფორმის "ახალგაზრდები ნატო-ში ინტეგრაციისთვის" გახსნის ღონისძიება გაიმართა

image


თბილისის ამერიკული კუთხის ეგიდითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით პროგრამის – „თემის ელჩების“ – ერთი-ერთი გამარჯვებული პროექტის „აზერბაიჯანული და სომხური თემების წარმომადგენელი ახალგაზრდების ცნობიერების ზრდისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესებში“ განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდული პლატფორმა „ახალგაზრდები ნატო-ში ინტეგრაციისთვის“ ამოქმედდა.


პროექტი მიზნად ისახავს თბილისში, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ინფორმირებას ნატო-სა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ.



პროექტის განხორციელება დღეს, 3 აპრილს დაიწყო და სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის პირველ ეტაპზე, 30 ახალგაზრდა გაივლის ინტენსიურ ტრენინგ-კურსს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ. ასევე, მათ შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა პრაქტიკული ტიპის აქტივობაში, როგორებიცაა სიმულაციური დებატები, საინფორმაციო ტური, ესეების კონკურსი და დისკუსიები. პროექტის ფინალურ ეტაპზე კი ისინი თავად განახორციელებენ სხვადასხვა აქტივობას საკუთარ თემში ნატო-ს შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად.




ღონისძიება ონლაინ ფორმატში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აშშ-ის საელჩოს, თბილისის ამერიკული კუთხის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა.

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:ლევან აკობია
ლევან აკობია
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0