x
ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციები მხარს უჭერენ მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის იდეას
image


ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს. ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის ინიციატივას. როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რამდენიმე თვის წინ, ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა პრემიერს შესთავაზა მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კი გაიმართა კონსულტაციები ინიციატივის ავტორებსა და ორგანიზაციებს შორის, რის შემდეგაც 38-მა ახალგაზრდულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ინიციატივის მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო.


საქართველოს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნა მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობისა და მონაწილეობის გაზრდას სახელმწიფოს მართვის პროცესში. ასევე, მრჩეველთა საბჭო იკისრებს მედიატორის როლს მთავრობასა და ახალგაზრდებს შორის კომუნიკაციაში.

ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიმართეს პრემიერ-მინისტრს და გამოთქვეს იმედი, რომ ინიციატივა უახლოეს მომავალში განხორციელდება.



შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ საქართველოს 8 უმაღლესი სასწავლებლის 26-მა სტუდენტმა პრემიერ-მინისტრს საქართველოს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის ინიციატივით მიმართა.

0
63
შეფასება არ არის
ავტორი:ლევან აკობია
ლევან აკობია
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0