x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
თვითმფრინავს უნდა გამოეცხადებინა მომავალი ბავშვის სქესი, თუმცა ამბავი ტრაგიკულად დასრულდა (ვიდეო)
image


გეგმის მიხედვით, თვითმფრინავს უნდა გადაეფრინა დღესასწაულის გამართვის ადგილზე ზედ მიმაგრებული ბანერით, რომელიც ბედნიერ მშობლებს აუწყებდა მომავალი ბავშვის სქესს.



მომავალი ბავშვის მშობლები, ნათესავები და და მეგობრები კატერზე შეიკრიბნენ ნიჩუპტას ლაგუნაში მექსიკის ქალაქ კანკუნის სიახლოვეს.


გადამწყვეტ მომენტში საგანგებოდ დაქირავებულმა Cessna 206 -მა კომპანიას თავზე გადაუფრინა . სტუმრებმა ენთუზიაზმით დაიწყეს ყვირილი: "ეს გოგოა!", ხოლო ვიღაც ამ დროს იხუმრა: "კარგიააა... სანამ ეს რაღაცა არ დაგვჯახებია". წამებში სიტუაციამ ტრაგიკული სახე მიიღო. მფრინავმა კონტროლი დაკარგა და თვითმფრინავი დიდი სიჩქარით წყალში ჩავარდა.


image

როდესაც თვითმფრინავი ტალღების ქვეშ გაქრა, ოპერატორმა, რომელიც ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, რომ ყველაფერი რეალურად ხდებოდა თქვა: ”რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია მომხდარიყო”. თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სულაც არ არის ხუმრობა. ბორტზე ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, აქედან ორი გარდაიცვალა: პილოტი ადგილზე დაიღუპა, როდესაც პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ცდილობდნენ და კიდევ ერთი, სანამ ნაპირზე გამოიყვანდნენ.



დაზარალებულებს მექსიკის სამხერო-საზღვაო ფლოტი დაეხმარა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე დაიწყო გამოძიება, რათა დადგინდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი.


0
240
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0