x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508604
ჩეხეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა
image

PFF Group-ის დამფუძნებელი და ჩეხეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი, პეტრ კელნერი გარდაიცვალა ალასკაში Airbus AS350 B3 ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, იტყობინება The Washington Post -ი.


გამოცემის ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად სულ ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის კელნერიც. გადარჩა მხოლოდ ერთი თუმცა, მისი მდგომარეობა მძიმეა აღინიშნა, რომ გვამები კნიკის მყინვართან ახლოს აღმოაჩინეს.

ავარიის მიზეზები ჯერ კიდევ უცნობია, გამოძიება გრძელდება.


Forbes- ის შეფასებით, კელნერის ქონება 15.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კელნერი დაიბადა 1964 წელს ჩესკა ლიპაში და იყო PPF ჯგუფის ჰოლდინგის მთავარი მფლობელი. 2019 წლის 16 ივნისისთვის ჟურნალმა Forbes- მა მისი ქონება 15, 5 მილიარდ დოლარად შეაფასა (73-ე ადგილი მსოფლიოში მილიარდერებს შორის). ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში კელნერი Forbes- ის ყველაზე მდიდარი ჩეხების პირველ ნომრად იყო. კელნერს ოთხი შვილი დარჩა.

PPF PFF Group-ში შედის ბანკები Home Credit, Air Bank, PPF Banka, მობილური ოპერატორი O2, PPF Real Estate Holding, Heureka, Mall Group და ა.შ.

image

0
320
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
320
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0