x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
კარიმ ბენზემამ საფრანგეთი როგორც არასდროს ისე გაყო ორად

მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად იცის დიდიე დეშამის პოზიცია და ის, რომ იგი აღარასდროს გამოიძახებს კარიმ ბენზემას ეროვნულ ნაკრებში, მაინც მიდის დავა ყოველი სანაკრებო შესვენების პერიოდში, რაც საფრანგეთს ორად ჰყოფს განსაკუთრებით ევრო 2021-ის წინ. აღსანისნავია ის ფაქტიც, რომ ადამიანები, რომლებიც უკიდურესად კრიტიკულად იყვნენ განწყობლი ფორვარდის მიმართ მათაც კი შეამსუბუქეს თავისი პოზიცია. ამას ადასტურებს ის გამოკითხვაც, რომელშიც 30000 ფრანგმა მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 55 % აღმოჩნდა წინააღმდეგი მისი ნაკრებში დაბრუნების, მაშინ როცა ეს რიცხვი 70-80 %-ს შეადგენდა არც თუ ისე დიდი ხნის წინ. მაგრამ თუ თქვენ რეალის ან ზიდანის ფანი ართ, რა თქმა უნდა თქვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია თუ რატომ არ იცავს 9-იანი საფრანგეთის ღირსებას. ფრანგი უკვე ხუთი წელია რაც უარყოფილია ნაკრებიდან ეს საკმაო პერიოდია სასჯელის მოხდისთვის.
„ მე არ ვამტყუნებ დეშამს მომხდარში, თუმცა მიმაჩნია, რომ პატიება არის ჩვენი საზოგადოებისა და ადამიანური ბუნების მნიშვნელოვანი თვისებაა. ვთვლი, რომ ყველაფრის მიუხედავად პატიება შესაძლებელია, რაც დეშამსაც დაეხმარებოდა გაზდასა და წინსვლაში.“- განცხადა ჟან მიშელ ლარკმა RMC Sport-თან.
ჟურნალმა France Football-მა კიდევ უფრო გაზარდა ზეწოლა და კარიმ ბენზემა 2020 წლის საუკეთესო ფრანგ ფეხბურთელად აღიარა. გარდა ამისა აღნიშნა, რომ 2021 წლის მონაცემების მიხედვით მხოლოდ მბაპეს შესწევს უნარი შეუშალოს ხელი „ლოს ბლანკოსის“ ფორვარდს წლის ჯილოს აღებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ბენზემას შემთხვევა მთლანად ვალბუენასთნ ურთიერთობას ეხება, დეშამისთის წითელი ხაზი აღმოჩნდა მისი რასიზმში დადანაშაულება. „ეს არის იარა, რომელიც შესაძლოა დროთა განმავლობაში ბევრმა დაივიწყოს, მაგრამ მე ვერ დავივიწყებ. ეს არ ეხებოდა მხოლოდ კარიმ ბენზემასა და ძალადობრივი მოქმედებებით პობლემები შეუქმნეს ჩემს ოჯახს, ჩემთვის ეს აღმოჩნდა მიუღებელი. მე ამის დავიწყება არ შემიძლია, არასდროს დავივიწყებ ამას“-განაცხადა დიდიე დეშამმა RTL-თან.image

1
183
2-ს მოსწონს
ავტორი:სოფია გიორგობიანი
სოფია გიორგობიანი
183
  
სოფია,ბენზემა კარგი ფეხბურთელია,მაგრამ მარტო ფეხბურთელობაში არ არის საქმე. მით უფრო ეროვნული ნაკრების ფეხბურთელზე გვაქვს საქმე. მიქარა და ამისათვის უნდა დასჯილიყო. ბენზემა ბენზემად და არც იკარდის იძახებენ ნაკრებში,რადგან გუნდელს ცოლი ააცალა ფუკასავით. კი,ის გოგო მაგარი ვირეშმაკაა,მარა ეს არ უნდა ექნა. გუნდელს ცოლი როგორ ვერ უნდა გააცნოს ფეხბურთელმა?! ასერომ არც დეშამი და არც სხვა არ გამოიძახებს ბენზემას ნაკრებში. მარტო გოლები და ტაქტიკა ხომ არაა ფეხბურთი,გუნდში ატმოსფეროს დიდი მნიშვნელობა აქვს. მწვრთნელებს ისეთი ფეხბურთელები მიყავთ ხოლმე რო გაგიკვირდებათ,ამას ნაკრებში კი არა ფეხბურთში რა უნდაო. თუ გუნდში კარგი ატმოსფეროა,მაშინ შედეგსაც დადებს.
0 1 1