x
image
ქეთი1988
Mediator image
შოკისმომგვრელი იაპონური ინტუმირი ჩვეულება - ,,იობაი"

image

გასული საუკუნის შუა წლებამდე იაპონიაში ნამდვილად ძალიან საინტერესო ჩვეულება არსებობდა სახელად “იობაი" იო (ღამე) ბაი (ხოხვა).

ამ ჩვეულების არსი კი შემდგომში მდგომარეობდა: ახალგაზრდა იაპონელი მამაკაცები შუაღამით იპარებოდნენ გაუთხოვარი გოგონების სახლებში, აღვიძებდნენ შეხებით და თუკი უარს არ ეტყოდნენ, მაშინ მათთან სექსით კავდებოდნენ. რაც მთავარია, მამაკაცი აუცილებლად შისველი უნდა ყოფილიყო სახლში შეპარვამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, იფიქრებდნენ, რომ მძარცველი იყო. მას მხოლოდ სახის დაფარვის უფლება ჰქონდა ასეთ დროს და ქალის წინაშე უცნობი ახალგაზრდის ამპლუაში დგებოდა.image

ამ დროს მამაკაცს ყველაფერი ჩუმად უნდა გაეკეთებინა, ჩუმად უნდა შესულიყო სახლში, ოთახში.

ეს უჩვეულო ტრადიცია საშუალებას აძლევდა ახალგაზრდებს, რომ საქვეყნოდ არ შერცხვენილიყვნენ ფიზიკური კონტაქტის გამო. ერთ-ერთი “პლუსი" ისიც იყო, რომ ამგვარი კონტაქტის შემდეგ, დაქორწინება არ იყო სავალდებულო, თუმცა, რა თქმა უნდა ასეთებიც ხდებოდა. მრავალი მშობელი სპეციალურადაც ტოვებდა რაიმე სასუსნავს, იმ იმედით, რომ მათ შვილთან ღამე ვინმე, უცნობი მამაკაცი შემოიპარებოდა და და შედეგად შეიძლებოდა შვილიც გაეთხოვებინათ. ხოლო თუკი მათ სახლში არავინ იპარებოდა, მაშინ გოგონას ოჯახისთვის და ნათესავებისთვისაც კი უკვე ცუდის ნიშანი იყო.







0
1204
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
1204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0