x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 რამ მამაკაცის გარდერობიდან, რაც ქალებს ძალიან აღიზიანებთ

არსებობს ტანსაცმელი, რომლებიც ქალებს უბრალოდ არ მოსწონთ. მაშინაც კი, თუკი მატ ყველაზე სიმპათიური მამაკაცი ჩაიცვამს, გულის სიღრმეში, მაინც არ მოეწონებათ:


ზედმეტად მოტკეცილი ჯინსები

რა თქმა უნდა, ვიწრო ჯინსებში ცუდი არაფერია, მაგრამ, როდესაც ისინი ქალის ე. წ. ლეგინსებს წააგავს, მიმზიდველი აღარაა.image


ზედმეტად ამოღებული მაისური

თუკი ჩვეულებრივი V-ს მსგავსი ჭრილი ყველას მოსწონს, ზედმეტად ამოღებული “დეკოლტე" მამაკაცზე სულაც არაა სექსუალური.image


ულტრამოკლე შორტები

დღეს მამაკაცის მოკლე შორტები მოდაშია, მაგრამ ბეწვიან ფეხებზე მოკლე შორტების დანახვა სულაც არაა ლამაზი.image


მაისურები დეიზებით ან უაზრო ხუმრობებით

მაისური დიდი ლოზუნგით ან წარწერით საკუთარი თავის რეკლამას უფრო ჰგავს. უმჯობესია უბრალო, მაგრამ ხარისხიანი მაისური აირჩიოთ და არა სხვისი ბანალური აზრებით დამშვენებული.image


ე. წ. “შლოპანცები"

მათი ადგილი მხოლოდ პლიაჟზეა, ან სახლში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ქუჩაში.image


მაისურზე მოცმული ჟილეტი

როგორც წესი, ჟილეტებს მხოლოდ კლასიკურ კოსტიუმებზე იცვამენ. ის მამაკაცები, კი რომლებიც გარდერობის ამ ნაწილით საკუთარი ჩაცმულობის “გამოცოცხლებას " ცდილობენ, ძალიან ცდებიან. ქალებს ეს დიდად არ მოსწონთ.image


მსხვილი ქამარი დიდი სამაგრით

რაიმეს ლოგოთი დამშვენებული მსხვილი ქამარი უკვე ძალიან მოძველებული ტრენდია.image


დიდი ზომის კოსტიუმი

კოსტიუმი, რომელიც ტომარასავით ზის მამაკაცზე მიმზიდველი სულაც არაა.image


ვარდისფერი ნივთები

ზოგი ქალი თვლის, რომ ვარდისფერი სამოსი მამაკაცებზე მათი თავდაჯერებულების ნიშანია, ზოგსაც არ მოსწონს... ასე რომ, თქვენი გადასაწყვეტია.image


ზედმეტად ბევრი ბიჟუტერია და სამკაული

ყველას მოსწონს, როდესაც მამაკაცს უბრალო სამაჯური ან ბეჭედი უკეთია. მაგრამ თუკი მაჯა დამძიმებულია ზედმეტი მეტალისგან სასიამოვნო სანახავი სულაც არაა.image



0
708
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
708
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0