x
image
მაიკო ქავთარაძე
„...კონსტიტუციის ტექსტი ერთ-ერთი პროგრესული იყო ევროპის კონტინენტზე"-ჰანსდიტრიხ გენშერი 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციაზე

ნებისმიერი სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანია კონსტიტუცია - უმაღლესი
სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის ღირებულებები და პრინციპები ემსახურება
სახელმწიფოსა და მოქალაქეების კეთილდღეობას. მასში გათვალისწინებული უნდა იყოს
თითოეული ქვეყნის პოლიტიკური, იურიდიული და იდეოლოგიური ფუნქცია,
სახელმწიფო ენის დაცვა, ზრუნვა და განვითარება.

image

პირველი ტალღის კონსტიტუციების
შექმნა უკავშირდება ბურჟუაზიული რევოლუციების ეპოქასა და ამ წყობილების
განმტკიცების პერიოდს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მსოფლიო საზოგადოებისათვის
სამართლებრივი წეს-კანონები უჩვეულო და უცხო არ არის, თუნდაც რელიგიური
თვალსაზრისით, მაგალითად - „მოსეს ათი მცნება“.


რა თქმა უნდა, საქართველოს ისტორიაშიც ბევრი სამართლის ძეგლია, რომელიც
შეიძლება მიჩნეული იყოს კონსტიტუციური სამართლის წყაროდ. Constcentre.gov.ge -ს
მიხედვით პირველი საერო ძეგლი, რომელიც ფრაგმენტების სახითაა ჩვენამდე მოღწეული
არის „სამართლის წიგნი“, ცნობილი, როგორც ბაგრატ კურაპალატის კანონები.
მნიშველოვანია, ვახტანგ VI-ის ინიციატივითა და აქტიური მონაწილეობით შექმნილი
სამართლებრივი აქტი, რომელშიც შედიოდა „მოშეს კანონები“, ბერძნულ-რომაული სამართალი, მხითარ გოშას კანონები, კათალიკოსის სამართალი, გიორგი ბრწყინვალისა და ბექა აღბუღას
„წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა და ყოვლსავე“, ასევე, ვახტანგ VI-ს ეკუთვნის სახელმწიფო
სამართლის შესანიშნავი წყარო „დასტურლამალი“.

საქართველოს ისტორიაში არსებული საკუთრივ კონსტიტუციონალიზმის ისტორიის
დასაწყისად უნდა მივიჩნიოთ მნიშვნელოვანი სამართლებრივი დოკუმენტი, პირველი
რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) მიერ შექმნილი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც
საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, თბილისში, 1918 წლის 26 მაისს, კვირას, 16 საათსა და ათ
წუთზე გამოაცხადა. ამ აქტის საფუძველზე „საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა
მატარებლად“ გამოცხადდა, ხოლო „საქართველო სრულუფლებოვან, დამოუკიდებელ
სახელმწიფოდ“, ასევე, განისაზღვრა საქართველოს სახელმწიფოს მართვა გამგეობის ფორმა და
პოლიტიკური რეჟიმი - სახელმწიფო უნდა ყოფილიყო რესპუბლიკური ფორმის და თავისი
მოვალეობები განეხორციელებინა დემოკრატიული მეთოდებით.

დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე შეიმუშავეს პირველი კონსტიტუცია, რომელიც
1921 წლის 21 თებერვალს მიიღეს. მის შემუშავებაზე სამი წლის განმავლობაში ორი
საკონსტიტუციო კომისია მუშაობდა. გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანსდიტრიხ გენშერი აღნიშნავდა, რომ 1921 წლის „...კონსტიტუციის ტექსტი ერთ-ერთი
პროგრესული იყო ევროპის კონტინენტზე. უკვე მაშინ აღიარებდა ისეთ ღირებულებებს,
როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო, რომელსაც
დღევანდელი ევროპა ეყრდნობა...“

0
11
4-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0