x
image
მაიკო ქავთარაძე
ლადო ასათიანის ჩანაწერები ("წელიწადივით მწველი წადილი")
image


image
ლადოსათვის სიტყვა საკულტო თაყვანისცემის საგანი იყო. შეეძლო სიტყვის არსის წვდომა და კიდევაც აღწევდა მის მისტიკურ სიღრმეებამდე. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჩანაწერები ლადო ასათიანის ლიტერატურული ცხოვრების პანოპტიკუმია.

მის ჩანაწერებში ისახება სამშობლოს, სიცოცხლის სიყვარული; იმედი, ბედნიერება თუ უბედობა. მის ერთ პწკარიან ჩანაწერებში შეიძლება ამოვიკითხოთ, ვიგრძნოთ ყველა ის განცდა რასაც პოეტი გრძნობდა მისი დაწერისას. ეს მოკლე-მოკლე ტექსტები გვამცნობს თუ როგორი იყო პოეტი შინაგანად, როგორ ცხოვრობდა, რა ახარებდა, აინტერესებდა...

ლადო ასათიანი თითქოს გრძნობდა, რომ ცოტახნით იყო ამ ქვეყნად მოსული, მის უბის წიგნაკში ვკითხულობთ: "სულ გარეთ და გაშლილ ჰაერზე მინდა ყოფნა, თითქოს მალე დავხუჭავ თვალებს და ვეღარ ვიხილავ თბილისის ზეცას."


"ვიცი, ჩემი ცხოვრება ხანმოკლე იქნება და თვეებს საუკუნეებად ვითვლი."-მან შეძლო და აქცია თვეები საუკუნეებად, მარადისობას შეერწყა თავისი ნიჭითა და შესაძლებლობებით.

წინათგრძნობა აუხდა, ის მართლაც ცოტახნით ესტუმრა წუთისოფელს, გააფერადა, გაალაღა და 26 წლისამ გადაინაცვლა ანგელოზთა საუფლოში.

1
93
6-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
93
  
2017, 6 ოქტომბერი, 8:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1