x
image
მაიკო ქავთარაძე
5 ადამიანი, რომლებსაც შეზღუდულმა შესაძლებლობებმა ხელი ვერ შეუშალა გამხდარიყვნენ დიდი პიროვნებები!
1. სტივენ ჰოკინგი-ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი დაავადებული იყო ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით, რაც თითქმის ყველა კუნთის დამბლას იწვევს, ფილტვების ანთების გამო კი მეტყველების უნარი დაკარგა, თუმცა ამას არ შეუშლია მისთვის ხელი ყოფილიყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი ფიზიკო-თეორეტიკოსებს შორის.


image


2. ფრიდა კალო-გოგონა, 6 წლის ასაკიდან იტანჯებოდა პოლიომიელიტით, მოზარდობის ასაკში კი საშინელ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა, თუმცა მან შეძლო დაეძლია ყველა დაბრკოლება და გამხდარიყო ХХ საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილლი მხატვარი.


image



3. სტივ უანდერი-თანდაყოლილმა სიბრმავემაც კი ვერ შეუშალა ხელი გამხდარიყო მუსიკალური ლეგენდა მსოფლიო მასშტაბით. ის ნამდვილი მულტიინსტრუმენტალისტია, აქვს განუმეორებელი 4 ოქტავის დიაპაზონის ვოკალი და "გრემის" 25 პრემია.


image


4. დემოსთენე-გაგიკვირდებათ, მაგრამ უდიდეს ძველბერძენ ორატორს ბავშვობიდან ენა ებმოდა. მისი პირველი საჯარო გამოსვლა მარცხით დამთავრდა: ბრბომ ქვები დაუშინა ორატორს, რომელიც გაურკვევლად მეტყველებდა და დროდადრო მხრებს იჩეჩდა. დაუღალავმა ვარჯიშებმა კენჭებით პირში, განმარტოებამ და ზღვის ტალღების ხმასთან შედარებით ხმამაღლა საუბარმა თავისი შედეგი გამოიღო - დემოსთენე თავისი ეპოქის ყველაზე ძლიერი და განთქმული ორატორი გახდა.


image


5. დანიელ ტრამეტი-მეცნიერი, რომელსაც სავანტას სინდრომი აქვს, ისეთი მათემატიკური რიცხვებით ოპერირებს გონებაში, როგორსაც ყველა კალკულატორი ვერ გაუმკლავდებოდა. მას შეუძლია ნებისმიერი მისთვის უცხო ენის ერთ კვირაში შესწავლა (ჩაატარა ექსპერიმენტი ისლანდიური ენის შესწავლაზე).


0
94
4-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0