x
image
lady.ge
ასტროლოგია და მოდა
imageალბათ ბევრმა არც კი იცის, რომ ასტროლოგია არა მარტო
ადამიანების ბედ-იღბალსა და კარიერაზე, მოდური
ტენდენციების განვითარებაზეც ახდენს მნიშვნელოვან გავლენას. სხვადასხვა პლანეტები პასუხისმგებელი
არიან ცვლილებებზე არა მარტო ჩვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე, არამედ ჩაცმის სტილსა და შემოქმედებით აზროვნებაზეც.აქედან გამომდინარე, პლანეტარული მდებარეობა დიდწილად განსაზღვრავს მსოფლიო პოდიუმებზე საყოველთაოდ მიღებული ტენდენციების ჩამოყალიბებას და ფორმირებას. ამ მხრივ არც 2012 წელია გამონაკლისი. მოდით მოკლედ აგიხსნით, თუ რა სიახლეებია მოსალოდნელი ამ მხრივ ასტროლოგიური გათვლებით:


გამომდინარე იქედან, რომ ექსცენტრულობის და ნოვაციის
მმართველი ყველაზე ”ხულიგანი” პლანეტა ურანი, ზოდიაქოს პირველ ნიშანს გადის, 2012 და 2013 წლის ტენდენციები ძირითადად ვერძის ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი ექსპრესიულობით და დინამიზმით იქნება გამორჩეული. ეს შეეხება თამამ სილუეტებს, ფერთა სიმკვეთრეს, განსხვავებული ფაქტურის მქონე ქსოვილებისექსპერიმენტულ შეხამებებს და ა.შ.. ამას გარდა,
კიდევ ერთი საინტერესო პლანეტის, შემოქმედებით
აზროვნებასა და ინტუიციაზე პასუხისმგებელი, ჩვენი
”სიზმრების სამყაროს მმართველი” ნეპტუნის
საკუთარ ანუ თევზების ზოდიაქოში განლაგება,
გააჩენს მოთხოვნილებას იმისა, რომ პოდიუმზე კარგად დავიწყებული ძველი-ახალი - ” მაქსი ” მოიკიდებს ფეხს. ამ პლანეტის პროექციას ადამიანის სხეულზე ხელისა
და ფეხის კიდურები შეესაბამება, ამიტომ გამორიცხული არაა, რომ სხეულის ეს ნაწილები განსაკუთრებული
აქცენტირებით იქნება წარმოდგენილი წლევანდელი წლის კოლექციებში. მიუხედავად იმისა, რომ ნეპტუნი თევზების ზოდიაქოს
2025 წლამდე ”უდიასახლისებს”, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ამ პერიოდის მანძილზე, დიზაინერები ქალბატონებს კოჭებამდე სამოსის ტარებას
აიძულებენ. საქმე იმაშია, რომ ნეპტუნს საკუთარი
ფაზები გააჩნია, რაც შესაბამისად აისახება მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის მოდური
ტენდენციების ცვლაზეც. ასე მაგალითად, პლანეტის პირველი ფაზა, დიზაინერებს
ყველაზე თამამ, ექსპერიმენტულ მოდელებზე მუშაობისკენ უბიძგებს. მომდევნო ფაზის დროს, ეს ტემპი შედარებით შენელდება.
ბოლოს კი ყველაზე დაბალანსებულ, დახვეწილ კოლექციებს მივიღებთ.

აქვე მინდა ხაზი გავუსვა პლანეტა ურანის კიდევ ერთ აპსექტს,
რომელმაც ჯერ კიდევ 2011 წლის შუიდან იჩინა თავი და სწორედ მისი და სატურნის ოპოზიციურმა დაპირისპირებამ გამოიწვია მოდის სამყაროში, 180 გრადუსიანი ცვლილებები
ფაქტობრივად კონსტრუქციული ”ამოყირავება”.
სწორედ ამ დაპირისპირებით აიხსნება ის თუ რატომ გადაინაცვლა მთელ რიგ კოლექციებში,
სამოსის ყველა საინტერესო დეტალმა ზურგის
მხარეს.


ივნისის თვეში,
წარმატების პლანეტა იუპიტერის ტყუპის ზოდიაქოში გადასვლამ, მოდური ექსპერიმენტებისთვის ”გულუხვობის ფაზის ” დაწყება გამოიწვია, ამიტომ ამ ასპექტის გავლენით,
ნებისმიერი სითავხედის ექპერიმენტის
ჩასატარებლად აგენთებათ ”მწვანე შუქი”, შარვლის სიგრძით დაწყებული, სახელოების ორიგინალური
გაფორმებით, ბეწვით გაწყობილი აქსესუარებისა
და ტრიკოტაჟის ან ტყავის გეტრი-გამაშების მორგებით დამთავრებული, ყველაფერი თამამად შეგიძლიათ გააექსპერიმენტოთ.


ნუ დაგავიწყდებათ, რომ 2012-2013 წლებში პლანეტა სატურნი
მორიელის ზოდიაქოს გადის, ამიტომ ამ პერიოდში სექსის და ზოგადად სექსუალური იმიჯის
ხაზგასმის თემა ძალზე პოპულარული იქნება. აქედან გამომდინარე სამოსში, თეძიოების და ზოგადად ”ქალური ფორმების” მკვეთრი
აქცენტირება აუცილებელია. განსაკუთრებული პოპულარობით ისარგებლებს თეძოზე გადაჭრილი
ქვედაბოლოები, ტყავის ბრტყელი ქამრები, კორსეტები
და ა.შ მოკლედ რომ ვთქვათ, ”მაცდური კოკეტკას
იმიჯი” ეს არის ის რასაც სატურნი -მორიელის
ტანდემი ითხოვს.


ამ ტენდენციის თავისებურ გაგრძელებას წარმოადგენს, მომავალი სამი წლის მანძილზე
განსაკუთრებულად მოთხოვნადი ტრიკოტაჟის სამოსი. რომელიც სხეულის ფორმების სექსუალრად გამოკვეთას განსაკუთრებულად უსვამს ხაზს. ამასთან ერთად 2013 წელს გააქტიურებული საინტერესო ტრანზიტის დროს ( ნეპტუნი
თევზების, სატურნი მორიელის. იუპიტერი კირჩხიბის ზოდიაქოში) გაიზარდება სხვადასხვა ფაქტურებით გაფორმებული ტრიკოტაჟის
მასალის გამოყენება, იქნება ეს ტყავი, რეპტილია
თუ ბეწვი.
image
ფეხსაცმელი




ასტროლოგთა
აზრით ფეხსაცმლის სფეროს პლანეტა მერკური მფარველობს. ძველრომაული მითოლოგიის
თანახმად,
მერკური ვაჭრობის და კომერციის ღმერთი გახლდათ, რომელსაც ყველა სხვა ღმერთისგან განსხვავებით, ფრთოსანი სანდლებით ფეხშემოსილს გამოსახავდნენ, აქედან გამომდინარე
გასაკვირი არაა რატომ დააკავშირეს ასტროლოგებმა მერკური ფეხსაცმლის დიზაინთან.. აბა მანახეთ სხვა რომელ ღმერთს აცვია მსგავსი ორიგინალური
სტილის ფეხსაცმელები?


უფრო მეტსაც გეტყვით, აღმოჩნდა რომ პლანეტა სატურნის ტრანზიტები ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებს
შორის, ფეხსაცმლის ქუსლის სიგრძეზეც კი ყოფილა პასუხისმგებელი. ამიტომ 2012 წლის ასტროლოგიური გათვლებით ფეხსაცმლის ქუსლის ზრდა არა მარტო ქალის, მამაკაცის
ფეხსაცმელზეც იქნება მოსალოდნელი. გამომდინარე
იქედან, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან სატურნი
ქალური ენერგეტიკის მქონე მორიელის ზოდიაქოს
დაიკავებს, ფეხსაცმლის დიზაინში რბილი და ქალური ელემენტებისა და სილუეტების აქცენტირება
გახშირდება. მომრგვალებული ცხვირი, ბაფთები
და ა.შ თუმცა არ დაგავიწყდეთ მორიელის
მაქსიმალიზმი, რაც ამ შემთხვევაში ფეხსაცმლის
მასალაზე მოახდენს გავლენას. მოდაში იქნება ყველანაირი სტილის გაწყობა დაწყებული
ხავერდითა და ძვირფასი ქვებით, დამთავრებული ატლასის ელემენტებით.

imageაქსესუარები





მოდურ აქსესუარებს შორის, რომელიც 2012 წლის ტენდენციებში იქნება ხაზგასმული,
მთავარი აქცენტი გაშლილი ბოლოების მქონე ხელთათმანებზე გაკეთდება. ასევე ძალზე
მოდური იქნება, ქლათჩები მაჯაზე მისამაგრებელი ორიგინალურად გაფორმებული სამკლაურებით.
ამგვარი ტენდენციის საფუძველი იუპიტერის ტყუპის ზოდიაქოში განლაგებაა, ტყუპი კი მოგეხსენებათ სწორედ ხელის
მტევნებით იმართება. ამასთან ერთად
რაკიღა ყოველგვარი მოულოდნელობებისა და ექსცენტრიზმის მფარველი პლანეტა - ურანი ვერძის
ზოდიაქოს გადის, ვერძის ”სამფლობელო” კი თავია,
ამიტომ მთავარი ექსპერიმენტები თავზე, უფრო
სწორად თავსაბურავებზე განხორციელდება. აქედან გამომდინარე მომდევნო 7 წლის მანძილზე,
სანამ ურანი ამ ზოდიაქოს ”დიასახლისი” იქნება, მოდის ინდუსტრია უამრავ სიახლეს შემოგვთავაზებს
თავსაბურავების და ორიგინალური ვარცხნილობების კუთხით. უფრო მეტიც, ურანის ციკლის მიხედვით, გამორიცხული
არაა რომ 84 წლით უკან გადავინაცვლოთ და დაახლოებით
1928 წლის ”გარდერობში” მოგვიწიოს ქექვა. ალბათ გახსოვთ შავ-თეთრ კინემატოგრაფში შემორჩენილი, მინიატურული
შლიაპა-ქვაბქუდებით ”აღჭურვილი” ქალბატონები,
მხარზე მოგდებული ბეწვის შარფ-კაპიუშონებით
და მკვეთრად ”დაპომადებული” ტუჩებით.. ჰოდა მოემზადეთ, ურანის მოდური ”ექსპედიციის”
ჩასატარებლად წარსულში..



image




თეთრეული





როცა საქმე თეთრეულს ეხება, მთავარ ინდიკატორად, ამ საკითხში ასტროლოგთა აზრით
სატურნი მოიაზრება. რადგან ყველაფერი ის, რაც
შიდა კონსტრუქციას უკავშირდება ეს მისი სფეროა. სატურნი კი მოგეხსენებათ თხის რქის
ზოდიაქოს განაგებს. აქედან გამომდინარე 2012
წელს, პლუტონის თხის რქის ზოდიაქოში განლაგება,
გამოიწვევს იმას რომ ძალზედ დიდი აქცენტი გაკეთდება, სპეციალური კონსტრუქციის მქონე,
ე.წ ”კორექტირებადი” თეთრეულის შექმნაზე.


სატურნის მორიელის ზოდიაქოში გადასვლა კი, დიზაინერებს
კორსეტების ახლებური დიზაინის შექმნისკენ უბიძგებს. აქედან გამომდინარე სწორედ 2012-2014 წლების შუალედში,
უნდა ველოდოთ საოცრად ქალური, მაცდური, თუმცა
ძლიერი სექსუალური ასპექტებით აქცენტირებული კორსეტების ახალი თაობის დაბადებას. ყველაზე დიდი მოთხოვნა კი ამ მხრივ,
რეტრო-გლამურის სტილის კორსეტებზე იქნება. მსგავსი მოდელის თავისებური ”წინამორბედი” უკვე გვაქვს
კიდეც სახეზე Ritratti-ს
მოდელების სახით.



2
823
2-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
823
  
2012, 13 ოქტომბერი, 14:52
ნამდვილად ასეა: ))
2012, 1 სექტემბერი, 0:07
+1
0 1 2