x
რეკლამის და მომხმარებლის ფსიქოლოგია-ხმის გავლენა

თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ადამიანები დღითიდღე ნაკლებ ყურადღებას აქცევენ სატელევიზიო რეკლამებს, მარკეტოლოგების მთავარ მიზანს და ფუნქციას იმ მექანიზმების აღმოჩენა წარმოადგენს, რომელთა საფუძველზეც პოტენციურ მომხმარებლებს მათ რეკლამებზე ყურადღებას მიაქცევინებენ. ხმა პროდუქტის რეკლამირების ერთ-ერთ უმმნიშვნელოვანეს ასპექტს წარმოადგენს. კვლევები აჩვენებს, რომ „მომხმარებელზე გავლენას ახდენს არ მხოლოდ ის, რასაც ისინი ხედავენ, არამედ ისიც, რასაც ისმენენ“. უამრავი მოსაზრება არსებობს იმასთან დაკავშირებით თუ როგორია ყველაზე „კარგი“, შესაფერისი ხმა რეკლამისთვის. რასაკვირველია ხმის დიაპაზონი (მოცულობა), სიმაღლე (რხევათა სიხშირე), სიძლიერე (რხევათა ამპლიტუდა), ტემბრი (შეფერილობა) ის უმნიშვნელოვანესი ასპექტებია, რომლებიც გვეხმარებიან პროდუქტის თუ მომსახურების გაყიდვაში, თუმცა ძირითადი კითხვა, რომელსაც მარკეტოლოგებმა პასუხი უნდა გასცენ, არის ის თუ ვინ უნდა ახმოვანებდეს რეკლამას: კაცი თუ ქალი?

ნამდვილად რთულია რეკლამის საფუძველზე ადამიანი დავარმწუნოთ განახორციელოს გარკვეული ქცევა. საინტერესოა, ზოგადად, არის კი ყველა რეკლამა ამდენად ეფექტური? ყოველ 5 ამერიკელში ერთს (19%) სჯერა, რომ ქალის ხმა არის უფრო დამარწმუნებელი, მაშინ როცა 18% პირიქით ფიქრობს, ანუ მიაჩნიათ, რომ მამაკაცის ხმა უფრო დამარწმუნებელია. თითქმის ორი მესამედი (64%) აღნიშნავს, რომ გენდერი არანაირ გავლენას არ ახდენს დამარწმუნებლობაზე. არც ქალის და არც მამაკაცის ხმებს არ შეუძლიათ მიიყვანონ ისინი რაიმე სახის სპეციფიკური საგნის (მანქანა (66%) ან კომპიუტერი (69%)) თუ მომსახურების ყიდვამდე. თუმცა მათში, ვისაც გენდერს შორის განსხვავებების გავლენის სჯერა, დაახლოებით ერთი მეოთხედი (28%) აღნიშნავს, რომ მამაკაცის ხმა უფრო დიდ გავლენას ახდენს მათზე შეიძინონ გარკვეული ნივთი, მაშინ როცა მხოლოდ 7%-მა განაცხადა, რომ ქალის ხმა ახდენს გავლენას მათ მიერ პროდუქტის ყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე.


კვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცის ხმა საზოგადოების მიერ უფრო დამაჯერებლად აღიქმება, მაშინ როდესაც ქალის ხმას უფრო დამამშვიდებელ ნიშანს მიაწერენ. რადიო რეკლამებში მამაკაცის ხმის დომინანტობას განაპირობებს მასთან დაკავშირებული აღქმები, რომ მამაკაცის ხმა უფრო დამაჯერებელი, სანდომიანი და ეფექტურია. კაცებს აქვთ დაბალი ტონის ხმა, რომელიც მიიჩნევა სერიოზულად, უსაფრთხოდ და ძლიერად, ხოლო მაღალი ტონის ხმებს უფრო ტკბილ და მხიარულ ხმებად თვლიან. ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ მამაკაცის ბარიტონი ყველაზე მომგებიანია რეკლამებში. იტა. Baritono ბერძ. Barys - მძიმე, დაბალი და ტონი.

ამრიგად, რეკლამის და მომხმარებლის ფსიქოლოგიაში საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ხმა მომხმარებლის მხრიდან არჩევანის გაკეთებისას.



0
3
შეფასება არ არის
ავტორი:აბრამიშვილი ანი
აბრამიშვილი ანი
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0