x
პოლ ეკმანი და სიცრუის ფსიქოლოგია

image
გავიხსენოთ, რონალდ რეიგანის ცნობილი გამონათქვამი: „არსებობს სამი ტიპის ტყუილი : უბრალოდ ტყუილი, დაწყევლილი ტყუილი და სტატისტიკა!“ ამჯერად სტატისტიკა გვერდით გადავდოთ და ჩვეულებრივ, „უწყინარ“ ტყუილებს მივხედოთ. ტყუილის ფსიქოლოგია ძალიან საინტერესო და აქტუალური თემაა. მის შესახებ ჩატარებულა არაერთი გამოკვლევა, შედეგები კი ძალიან საინტერესო და უცნაურია.
პოლ ეკმანი იყო ამერიკელი ფსიქოლოგი და ერთ-ერთი პირველი, ვინც სწავლობდა ტყუილის სოციალურ ასპექტებს.ის ყველაზე გამორჩეული ექსპერტია სიცრუის ფსიქოლოგიის სფეროში და ასევე მრავალი წიგნის ავტორიც, მათ შორის ძალიან ცნობილი სერიალი „მომატყუე“, მისი წიგნის მიხედვით არის გადაღებული. მან ამ სფეროს შესწავლა 1963 წელს დაიწყო, და მივიდა დასკვნამდე, რომ ტყუილი – ეს ქმედებაა, რომლის მეშვეობითაც ერთ ადამიანს მეორე ადამიანი შეცდომაში შეჰყავს, ამას აკეთებს შეგნებულად, გაფრთხილების გარეშე. მსხვერპლი კი სიმართლის გარკვევას არ ითხოვს. პოლ ეკმანმა პირველმა დაიწყო ემოციებისა და მათი კავშირის შესწავლა სახის გამომეტყველებებთან. მან შექმნა ადამიანის სახის გამომეტყველების ატლასი, ათასზე მეტი გამომეტყველებით. იგი ცნობილია როგორც „საუკეთესო ტყუილის დეტექტორი მსოფლიოში“. ეკმანი 59–ე ადგილზეა XX საუკუნის ას ყველაზე განთქმულ ფსიქოლოგს შორის. იგი ატარებდა სხვადასხვა კვლევას, დარვინისეული მიდგომით მან დაამტკიცა გამომეტყველებების უნივერსალურობა. მისი უდიდესი აღმოჩენაა მიკროგამომეტყველებები, რომლებიც ჩვენს სახეზე წამზე ნაკლები დროით ჩნდება, როგორც ემოციის მაჩვენებელი.
image
ეკმანის ინტერესი არავერბალური კომუნიკაციის მიმართ, საფუძვლად დაედო 1957 წლის მის პირველ პუბლიკაციას, სადაც ის აღწერდა თუ რამდენად რთულია შეიმუშაო გზები, რათა მოხდეს არავერბალური ქცევის შეფასება.ის სწავლობდა სიცრუის სოციალურ ასპექტს, რატომ ვიტყუებით და რატომ ვუდგებით ხშირად, გულგრილად, ტყუილის აღმოჩენას და ა.შ
პოლ ეკმანი ტყუილის ორ ფორმას გამოყოფს– ფაქტების დამახინჯება და “უმოქმედობა”. “უმოქმედობით” ადამიანი მალავს ჭეშმარიტ ინფორმაციას, და არ გასცემს ტყუილს. ფაქტების დამახინჯება კი იმით განსხვავდება, რომ მატყუარა დამატებით ქმედებებს მიმართავს, რათა დაფაროს სიმართლე, ტყუილი ინფორმაციით. მაგრამ გაასაღოს ტყუილი, როგორც სიმართლე.“უმოქმედობას” ყველა ტყუილად არ მიიჩნევს. “უმოქმედობა”, რა თქმა უნდა, უკეთ გამოსდის მატყუარას, რადგან დამატებითი ქმედებები არ სჭირდება, უბრალოდ ჩუმად უნდა იყოს და დამალოს სიმართლე. დამახინჯების დროს კი, საჭიროა ტყული „სიმართლის“ გამოგონება, რათა არ გამოიჭირონ მატყუარა.
როგორც წესი მატყუარები ყურადღებით მალავენ და აკონტროლებენ თავის საქციელს. მაგრამ ყველაფრის დამალვა შეუძლებელია. ამიტომ პირველ რიგში იმალება ის ასპექტები, რომლებიც მატყუარის აზრით ყველაზე მეტად იქცევს ყურადღებას. მატყუარა ადამიანი განსაკუთრებით ყურადღებით არჩევს სიტყვებს.მატყუარებს ყველაზე ხშირად სიტყვები გასცემენ: გაუაზრებელი გამონათქვამები, როდესაც ვერ ახერხებენ საჭირო სიტყვების მოძებნას; ნათქვამის ხშირი ცვლა ან მისი მალევე გადაკეთების მცდელობა.
არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც ამხელენ ტყუილს.ერთ-ერთი ფაქტორია სახის გამომეტყველება.დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ სახეს, რადგან ჩვენდა უნებურად სახეზე უამრავი ემოციის ამოკითხვა შეიძლება, მისი კონტროლი ძალიან რთულია. ადამიანი შეიძლება ერთს ამბობდეს, მაგრამ სრულიად სხვას გამოხატავდეს მისი სახე. ტყუილი თვითკონტროლსა და დაძაბულობას მოითხოვს. დაძაბულობა შეიძლება იყოს აშკარა ან დაფარული, მაგრამ ამ დაძაბულობას ადვილად აღმოაჩენთ თუ ადამიანის სხეულის მარცხენა ნაწილს დააკვირდებით. მარცხენა ნაწილი უფრო ცუდად კონტროლირდება, ვიდრე მარჯვენა. ეს აიხსნება იმით, რომ მათ ტვინის სხვადასხვა ნახევარსფეროები აკონტროლებს.სიცრუის მომასწავებელია გამომეტყველება, რომელიც 10 წამზე მეტხანს გრძელდება, უმეტესად, თუ საქმე არ გვაქვს ძალიან ძლიერ ემოციებთან. ადამიანის მიმიკა რამოდენიმე წამის განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს. თუ ის ჩვეულებრივზე მეტხანს გრძელდება, სავარაუდოდ ემოცია ყალბია.
image ხმა არის შემდეგი ფაქტორი, რომელიც ტყუილის გამომჟღავნებაში გვეხმარება.ხმა, როგორც ადამიანის სახე დაკავშირებულია ტვინთან, რომელიც აკონტროლებს ჩვენ ემოციებს. ხშირად ადამიანებს მხოლოდ ნაწილობრივ ესმით თავისი ხმა და ცოტა გადაკეთებულად აღიქვავენ მას.ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ საუბრის დროს პაუზებს. სიცრუის დროს ისინი შეიძლება იყოს ზედმეტად გახანგრძლივებული, ან ზედმეტად ხშირი.მეცნიერებს ჯერ არ დაუდგენიათ ხმის ტონის, სიძლიერის მატება – კლება შეიძლება თუ არა ტყუილს მივაწეროთ, რადგან ეს უკვე ადამიანის პიროვნებაზე და მის თავისებურებებზეა დამოკიდებული.
და მაინც რატომ ვიტყუებით? პასუხი მარტივია: იმიტომ რომ ეს ადვილია. ვირტუალურად ყველა ტყუის და ბევრი ჩვენგანი ძალიან კარგად ართმევს ამ საქმეს თავს. ადამიანების უმეტესობა ტყუილის თქმას სწავლობს ძალიან პატარა ასაკიდან. დაახლოებით 3 წლიდან ბავშვები იტყუებიან პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ხოლო 5 წლის ასაკში, როდესაც საქმე ეხება სასჯელის თავიდან აცილებას, მათი უმეტესობა უკვე ექსპერტია ტყუილის თქმაში.საინტერესოა, რომ ნიუ-იორკის პრესბირეტიანული საავადმყოფოს ფსიქიატრის, გეილ სალცის თქმით, ბავშვებს ასწავლიან სხვების გრძნობების დასაცავად ტყუილის თქმას. მაგალითად ასეთი რეპლიკებით : „უთხარი დეიდა ბეტის, რომ ახალ ჯინსებში ძალიან კარგად გამოიყურება“. ეს ჩვენთვის უფრო ბუნებრივია და დიდ ვარჯიშს არც მოითხოვს.
ამრიგად, ჩვენ ვეცადეთ ცოტათი მაინც გავრკვეულიყავით სიცრუის ფსიქოლოგიაში და ასევე გვეჩვენებინა პოლ ეკმანის წვლილი ამ საკითხთან მიმართებაში.როგორც დოსტოევკსი ამბობდა, ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ატყუებს, საბოლოოდ მის პატივისცემას კარგავსო. ასე რომ, გიყვარდეთ საკუთარი თავი და ნუ მოატყუებთ მას!

0
400
1-ს მოსწონს
ავტორი:აბრამიშვილი ანი
აბრამიშვილი ანი
400
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0