x
პარანოიდული პიროვნების აშლილობა

პარანოიდული პიროვნების აშლილობა (პპა) არის ფსიქიკური აშლილობა და ხასიათდება მყარი, ხანგრძლივი ეჭვიანობით და განზოგადოებული უნდობლობით სხვების მიმართ. მას აგრეთვე მოიხსენიებენ პარანიდული პიროვნების დარღვევად. ამ პათოლოგიის მქონე პირები არიან ჰიპერსენსიტიურები, ადვილად სწყინთ და გამუდმებით ეძებენ თავიანთ გარემოში ავის მომასწავლებელ ნიშნებს, რომ განიმტკიცონ საკუთარი ეჭვები. პარანოიდული პირები ხშირად დამკვირვებლის როლის მორგებას ამჯობინებენ და მიიჩნევენ, რომ მათ საფრთხე ემუქრებათ. მათ, როგორც წესი, თავდაცვითი და ეჭვებით სავსე ცხოვრებისეული პოზიცია ახასიათებთ, აგრეთვე, მათი ემოციური ცხოვრება საკმაოდ შეზღუდულია. ემოციური ჩართულობის სიმცირეს, ხშირად მიჰყავს პარანოიდალური პიროვნების აშლილობის მქონე პირები იზოლირებულ ცხოვრების წესამდე. ბიოლოგიური ხედვის მიედვით, პარანოიდული თვისებები გარკვეულწილად გენეტიკურია. ასევე შესაძლოა არსებობდეს გენეტიკური კავშირი ამ პიროვნების პათოლოგიასა და შიზოფრენიას შორის.ფსიქო-სოციალური თეორიები აკავშირებენ უარყოფითი შინაგანი გრძნობების პროექციას და მშობლის აღმზრდელობით მოდელებს.კოგნიტური თეორეტიკოსები პარანოიდული პიროვნების აშლილობის გამომწვევ მიზეზად ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ რწმენას და თვითობის აღქმას ასახელებენ. (ეს ფუნდამენტური რწმენაა: ადამიანები არიან მტრულად განწყობილი ერთმანეთის მიმართ).
დაკავშირებული სურათი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაავადებების საღელმძღვანელო ICD-10 მიაკუთვნებს პპა-ს პიროვნებათა აშლილობის რიცხვს. ICD-10-ში ის მოიხსენიება:პიროვნების პარანოიდული აშლილობა.იგი ხასიათდება მინიმუმ სამი ქვემოთ ჩამოთვლილთაგანით:

  • გადამეტებული მგრძნობელობა წინააღმდეგობების და წარუმატებლობების მიმართ;
  • ბოღმიანობა, ანუ პატიების უუნარობა;
  • მიდრეკილება არასწორად განმარტოს სხვათა ქმედებები, როგორც მის მიმართ მტრული და დამამცირებელი;
  • აგრესიული და ჯიუტი დამოკიდებულება თავისი მოქალაქეობრივი უფლებების მიმართ;
  • გამეორებადი, უსაფუძვლო ეჭვები მეუღლის ან პარტნიორი სექსუალური ერთგულების შესახებ;
  • საკუთარი მნიშვნელობის გაზვიადების ტენდენცია, რომელიც ვლინდება თვითორიენტირებულ დამოკიდებულებაში
  • ყოველდღიური თუ მასშტაბური მოვლენების "კონსპირაციული" ახსნის ტენდენცია. თეოდორე მილონის თანახმად პარანოიდული პიროვნებას ხუთი სუბტიპი აქვს:
    • გულქვა - პარანოიდული პიროვნება, რომელსაც თან ახლავს ობსესიურ-კომპულსური პიროვნების თვისებები.
    • ფანატიკოსი - პარანოიდული პიროვნება, რომელსაც თან ახლავს ნარცისული პიროვნების თვისებები.
    • წუწუნა - პარანოიდული პიროვნება, რომელსაც თან ახლავს პასიურ-აგრესიული პიროვნების თვისებები.
    • შეზღუდული - პარანოიდული პიროვნება, რომელსაც თან ახლავს აცილებადი პიროვნების თვისებები.
    • ღვარძლიანი - პარანოიდული პიროვნება, რომელსაც თან ახლავს სადისტური პიროვნების თვისებები.

    დაკავშირებული სურათი
    პარანოიდული პიროვნების აშლილობის მქონე პირის უნდობლობა, ხშირად, ართულებს მკურნალობის პროცესს, მიუხედავად ამისა, ფსიქოთერაპიას, ანტიდეპრესანტებს, ანტიფსიქოზურ და ფორიაქის საწინააღმდეგო მედიკამენტებს შეუძლიათ ადამიანის მდგომარეობის გაუმჯობესება, თუ ის მზად არის მიიღოს მკურნალობის კურსი.
    პპა გვევლინება ზოგადი პოპულაციის დაახლოებით 0, 5 % - 2, 5 %. ფსიქიატრიულ ამბოლატორულ განყოფილებაში პარანოიდული პიროვნების აშლილობის მქონე პირების პოპულაციაა 2 % - 10 %. ეს აშლილობა უფრო ხშირად გვხვდება მამაკაცებში ვიდრე ქალბატონებში.
    ერთ-ერთი ნორვეგიული, ლონგიტუდური კვლევის თანახმად, პარანოიდული პიროვნების პათოლოგია დიდწილად მემკვიდრეობითია და იზიარებს შიზოიდური და შიზოტიპური პიროვნებათა აშლილობების გენეტიკურ და გარემოებრივ რისკფაქტორებს.
  • 0
    121
    შეფასება არ არის
    ავტორი:აბრამიშვილი ანი
    აბრამიშვილი ანი
    121
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0