x
მეხსიერების დარღვევები თავის ტვინის ლოკალური დაზიანებისას

ყველა ბიოლოგიურ სისტემას ახასიათებს მეხსიერების მექანიზმების არსებობა ანუ კონკრეტული ნერვული აპარატები, რომლებიც უზრუნველყოფს კვალის ფიქსაციას, შენახვას, წაკითხვასა და აღდგენას.ეს ოთხი დამოუკიდებელი ფაზა ყველა სისტემისთვის საყოველთაოა.

მეხსიერება, როგორც ბიოლოგიური ფუნქცია, წარმოაგდენს ფილოგენეტურ ანუ მემკვიდრეობით მეხსიერებას, რომელიც ყოველი ორგანიზმის აგებულებას განსაზღვრავს მისი სახეობის ფარგლებში.ბიოლოგიური მეხსიერება არსებობს ონტოგენეტურ ფორმაშიც-მაგ.ორიენტაციის მოვლენა. ონტოგენეტურს მიეკუთვნება მეხსიერების ფსიქიკური ფუნქცია.

მეხსიერების ძირითადი მახასიათებლებია: კვალის ფორმირების ხანგრძლივობა, კვალის შეკავების მდგრადობა და დრო, დამახსოვრებული მასალის მოცულობა, დამახსოვრებულის აღდგენის სიზუსტე, მასალის აღდგენის თავისებურებები.


მეხსიერების პროცესები ხანგრძლივობის მიხედვით იყოფა 3 ჯგუფად: წამიერი/იკონური მეხსიერება(კვალის აღბეჭდვა ხდება რამდენიმე წამის განმავლობაში); ხანმოკლე მეხსიერება(კვალის აღბეჭდვა ხდება რამდენიმე წთ-ის განმავლობაში) და ხანგრძლივი მეხსიერება(კვალის შენახვა დიდი ხნით).

თავის ტვინის დაზიანებისას მეხსიერების დარღვევის/დაქვეითების რამდენიმე ფორმაა:

ჰიპომნეზია-მეხსიერების დაქვეითება, უარესდება ყველა ფორმა.მიზეზი შეიძლება იყოს ასაკობრივი, თანდყოლილი ან დაავადების შედეგი.

პარამნეზიები-დარღვევის დამოუკიდებელი ფორმა, რომლის დროსაც “უცხო’’ ობიექტებს თითქოსდა ცობს.

ჰიპერმნეზია-მეხსიერების გაძლიერება, მასალის დამახსოვრების მოცულობისა და სიმყარის მკვეთრი ზრდა საშუალო ნორმასთან შედარებით.

ფსიქოგენური ანუ დისოციაციური ამნეზია-ძლიერი ფსიქიკური ტრავმის ან სტრესის შედეგი.ამ დროს ხდება მატრავიერებელი მოვლენების ამოვარდნა მეხსიერებიდან.მიზეზი ძირითადად ფსიქიკური ფაქტორებია.

ამნეზია-მეხსიერების დაქვეითება, დარღვევა. თავის ტვინის ლოკალური დაზიანების შედეგი.

გარდა ზემოხსენებული ფორმებისა, მეხსიერების დარღვევის კიდევ ორი ჯგუფია, კერძდ:რომელ მოვლენებზეა დარღვევა? ტრავმამდელ თუ ტრავმის შემდგომ? ამის მიხედვით გვაქვს ანტეროგრადული(ტრავმის შემდგომი მოვლენების ანუ აწმყო მოვლენების დავიწყება) და რეტროგრადული ამნეზია(ტრავმამდელი მოვლენების დავიწყება). ასევე გვაქვს გლობალური ამნეზია, რაც გულისხმობს ერთობლივ ტოტალურ ანტეროგრადულ ამნეზიას და შედარებით ხანმოკლე რეტროგრადულ ამნეზიას ტრავმის წინა პერიოდების მოვლენებზე.

მეხსიერების დარღვევებში გამოიყოფა ერთი საინტერესო ფორმაც, რომელიც კორასკოვის სინდრომის სახელითაა ცნობილი და გულისხმობს შემდეგს:პაციენტებს არ გააჩნიათ მეხსიერება მიმდინარე მოვლენებზე. აქვთ კარგი ხანგრძლივი მეხსიერება ან წარსული ახსოვთ.ძირითადად ვხვდებით ჰიპოკამპალური სრტუქტურების დაზიანებისას . მისი განსაკუთრებული ფორმაა ხანმოკლე მეხსიერების დარღვევა ცნობიერების დარღვევასთან ერთად ანუ აღინიშნება კონფაბულაციები(ცნობიერების დარღვევის მიზნები). მეხსიერების სხვა დარღვევების შემთხვევებში უფრო მეტი შანსი არსებობს კომპენსაციის და მცირედი გაუმჯობესებისა მაინც, თუმცა ამ ფორმის შემთხვევაში შანსები შედარებით მინიმალურია.

მეხსიერების დრღვევის კიდევ მრავალი ფორმა არსებობს, რომელთაც ვხვდებით თავის ტვინის ლოკალური დაზიანებისას, ხოლო ზემოაღწერილი ფორმები მხოლოდ მცირედი ნაწილია ამ ფორმებისა.

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:აბრამიშვილი ანი
აბრამიშვილი ანი
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0