x
ინკლუზიური განათლება საქართველოში
როგორც ვიცით, განათლების მიღება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა ნებისმიერი ადამიანისთვის და ყველა სახელმწიფო ვალდებულია შესაბამისი პირობები შეუქმნას საკუთარ მოქალაქეებს, რათა მათ შეძლონ სრულფასოვანი განათლების მიღება. როცა საქმე ეხება უშუალოდ ინკლუზიურ განათლებას, რომელიც გულისხმობს თანაბრად მისაწვდომ საგანმანათლებლო პროცესს, როცა ყველა ბავშვი უზრუნველყოფილია განათლების ინდივიდუალური საჭიროებების მიღებით, აქ უკვე საქმე სპეციფიკურ ხასიათს იღებს და რა თქმა უნდა, მეტი სირთულეებიც იჩენს თავს.ეს იმიტომ ხდება, რომ სპეციალური საგაანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, ტიპური განვითარების მქონე ბავშვებისაგან განსხვავებით, საჭიროებენ დამატებით სერვისებსა და მომსახურებას იმისათვის, რომ ადაპტირდნენ გარემოში და შეძლონ სრულფასოვანი განათლების მიღება. ხშირ შემთხვევაში საჭირო ხდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ დახმარების გაწევა, სწავლების პროცესში სპეციალური მასწავლებლის ჩართვა, აუცილებელია კეთილმოწყობილი სასკოლო გარემო და ა.შ. ამ ყველაფერს სჭირდება საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანური და მატერიალური რესურსები, რისი უზრუნველყოფაც სახელმწიფოს ევალება.გარდა ამისა, პრობლემას წარმოადგენს მოწყვლადი ჯგუფები, როგორიცაა შშმ და სსსმ პირები, ობლები, უსახლკაროები და ა.შ. ეს უკანასკნელნი ხშირად არც ერთ საგანამანათლებლო დაწესებულებაში არ აღირიცხებიან, რის გამოც სახელმწიფოს უჭირს მათი უზრუნველყოფა საჭირო სერვისებით და აუცილებელი ხდება უკვე დამატებითი ძალების ჩართვა მათი იდენტიფიცირებისთვის.

არსებობს ბავშვის უფლებათა კონვენცია და კანონი ზოგადი განთლების შესახებ(და არამარტო), სადაც დეტალურადაა გაწერილი ბავშვთა უფლებები და სახელმწიფოს მოვალეობები.ამ ყველაფრის მიხედვით ხელმძღვანელობს ჩვენი სახელმწიფოც და არეგულირებს მოცემულ საკითხებს. თუ ჩავხედავთ მუხლს ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ, სახელმწიფო ვალდებულია შეიმუშავოს ეროვნული სასწავლო გეგმა და ზოგიერთ შემთხვევაში, თუკი საქმე გვაქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან, მოხდეს ინდივიდულური სასწავლო გეგმის შედგენა. ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ საქართველოში ეს პროცესი უზრუნველყოფილია, ისევე როგორც განათლების ხელმისაწვდომობა(ქვეყანა უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის მიერ ზოგადი განათლების მიღებას სახლთან ახლოს, მშობლიურ ან სახელმწიფო ენაზე). კონვენციის მიხედვით, დაუშვებელია სსსმ და შშმ პირების დისკრიმინაცია ან მათი მდგომარეობის პოლიტიზირება, რაც საქართველოში, ჩემი აზრით, დაკმაყოფილებულია, თუმცა აღსანიშნია ისიც, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ჯერ კიდევ არაა ამაღლებული ცნობიერება ამ საკითხების შესახებ და ვაწყდებით დისკრიმინაციის შემთხვევებს, ამიტომ ვთვლი, რომ ამ მხრივ სახელმწიფომ უნდა გაატაროს ინფორმაციული ტიპის ღონისძიებები უფრო აქტიურად. ასევე, სახელმწიფო განათლების უფლების რეალიზაციისთვის ვალდებულია უზრუნველყოს უფასო დაწყებითი და საშუალო განათლება, რასაც ჩევნი ქვეყანა სრულიად უზრუნველყოფს. აღმზრდელებს და მშობლებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა შეძლებისდაგვარად უზრუნველყონ შშმ და სსსმ პირები განათლებით, ხოლო სახელმწიფომ ოჯახები და საგანამანათლებლო დაწესებულებები უნდა უზრუნველყოს აუცილებელი რესურსებით, იქნება ეს ადამიანური თუ მატერიალური. გარდა ამისა, ინკლუზიური განათლების განვითარებაში, დანერგვასა და მონიტორინგში მონაწილეობენ ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, სპეციალური მასწავლებელი, ენისა და მეტყველების სპეციალისტი და ა.შ. აქედან გამომდინარე, თუკი დადგინდება, რომ მოსწავლე არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ან შშმ პირი, მას უნდა მიეწოდოს ყველა საჭირო რესურსი და სერვისი, რაც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.


ამრიგად, ჩვენი ქვეყანა ზემოთ მოყვანილი კანონების და ვალდებულებების აღსრულების მეშვეობით არეგულირებს განათლების ხელმისაწვდომობას და მოწყვლადი ჯგუფების მაქსიმალურ ჩართულობას საგანამანათლებლო პროცესში, რათა ყველა იყოს თანაბარ პირობებში და დაცული იყოს მათი უფლებები განათლებასთან დაკავშირებით.მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ჩემი აზრით, ზოგჯერ მაინც არის გარკვეული ხარვეზები სერვისებთან დაკავშირებით, ასევე ვფიქრობ, რომ ადამიანური რესურსების ხემისაწვდომობის პრობლემებიც ხშირად იჩენს თავს, ვინაიდან ჩემი გამოცდილებით ყველა სკოლაში არ არის ფსიქოლოგი და სპეციალური მასწავლებელი(განსაკუთრებით ეს ეხება რეგიონში არსებულ სკოლებს), შესაბამისად იქმნება დიაგნოსტირების და სსსმ მოსწავლეების იდენტიფიცირების პრობლემაც გარკვეულწილად. ამიტომ კარგი იქნებოდა, თუ შეძლებისდაგვარად ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნებოდა მინიმუმ ფსიქოლოგის მომსახურებით მაინც.როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჯერ კიდევ პრობლემაა დასკრიმინაციის საკითხი, ვინაიდან ამ თემაზე საზოგადოების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ არაა სრულად ინფორმირებული და ცნობიერების ამაღლების მიზნით ალბათ საჭიროა კომპეტენტური პირის/პირების მიერ შეხვედრების რეგულარული ჩატარება სკოლებში და საუბარი როგორც ბავშვებთან, ასევე მშობლებთან და მასწავლებლებთან.კარგი იქნებოდა მედიის ჩართულობაც გარკვეულწილად. მიუხედავად წინააღმდეგობებისა და პრობლემებისა, ვთვლი რომ საქართველოში განათლების უფლება ძირითადად უზრუნველყოფილია ყველა ბავშვისთვის და გარკვეული ღონისძიებების გატარების ხარჯზე, არსებული პრობლემებიც მალე აღმოიფხვრება.

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:აბრამიშვილი ანი
აბრამიშვილი ანი
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0