x
სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარება-ენა და მეტყველება
როგორც ვიცით, სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარება საკმაოდ კომპლექსური პროცესია. ამ შემთხვევაში ვისაუბრებთ კონკრეტულად ენისა და მეტყველების განვითარებაზე 0-5 წლამდე პერიოდში.

ენის ცოდნა ნიშნავს მისი შემადგენელი კომპონენტების ფლობას და მათ კომბინირებას საკომუნიკაციო გარემოში. ენა რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: ფონოლოგია(წესები რომლებიც აწესრიგებენ სტრუქტურას და ბგერების თანმიმდევრობას მეტყველებაში). სემანტიკა მოიცავს ლექსიკას და იმას, თუ როგორ გამოსახება კონცეპტი სიტყვათა კომბიანციაში. გრამატიკა შედგება ორი მთავარი კომპონენტისგან: სინტაქსი(წესები რომლის მიხედვითაც სიტყვები წინადადებებად ეწყობა) და მორფოლოგია(შეისწავლის გრამატიკული წესების გამოყენებას). ბოლოს კი პრაგმატიკა-ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო წესების შესწავლა.

პრელინგვისტური განვითარება მოიცავს მეტყველებისთვის მზადებას-


ჩვილები თავიდანვე მზად არიან მეტყველების ასათვისებლად, მეოთხე თვიდან ისინი მგრძნობიარენი არიან მაღალი ხმისადმი და დედის/მშობილური ხმა ურჩევიათ სხვა უცნობ/არამშობლიურ ბგერებს.ზოგადად მოზრდილობაში მეტყველების დინებას ვაანალიზებთ ფონემებად(ბგერათა უმცირესი ერთიანობა) ხოლო ერთი და იმავე ფონემური კლასის ბგერების იდენტურ აღქმას ეწოდება მეტყველების კატეგორიალური აღქმა. მოზრდილების მსგავსად ამის გაკეთება შეუძლიათ ახალშობიელბსაც. 6დან 8თვემდე პატარები იწყებენ მეტყველების ორგანიზებას ფონემურ კატეგორიებად ანუ ყურადღებას აღარ აქცევენ იმ ბგერებს, რომლებიც მშობლიური მეტყველების დაუფლებაში გამოადგებათ. ხშირად ჩვილებს მოზრდილები ესაუბრებიან მოკლე წინადადებებით, მკაფიო გამოთქმებით, პაუზებით რასაც ბავშვზე მიმართული მეტყველება ეწოდება, რაც ხშირად ეფექტიანია, თუმცა აქვს ნეგატიური ასპექტებიც, ვინაიდან ბავშვი ხშირად დამახინჯებულად სწავლობს სიტყვებს. 5თვისთვის ბავშვებს უკვე შეუძლიათ ემოციური რეაქციების გამოვლენა და ინტონაციის მიხედვით განასხვაონ ერთმანეთისაგან მნიშვნელობები. 2თვის ასაკში წარმოთქვამენ პირველ ხმოვნებს-ღუღუნი; ამას ემატება თანხმოვნები და 4თვის ასაკში იწყებენ ტიტინს, ხმოვნებისა და თანხმოვნების კომბინციას იმეორებენ. 8 თვის ასაკში უკვე ეს ტიტინი სიტყვებს ემსგავსება.

კომუნიკაციის დასაწყისი: დაბადებისას უკვე მზად არიან დიალოგური ქცევის ზოგიერთი ასპექტისთვის.ახალშბიელბს შეუძლიათ დაიწყონ ურთიერთობა თვალით კონტაქტით, 4 თვის ჩვილები იწყებენ დაჟინებით მზერას იქით, საითაც უფროსები იმზირებიან. ეს უნარი იხვეწება 9-15 თვის ასაკში. ამ მზერას მიყვებიან უფროსებიც და იგებენ ბავში საით იყურება, რასაც ერთობლივი ყურადღება ჰქვია. 9-12 თვის ბავშვებს უკვე შეუძლიათ განსაზღვრული ქცევის განხორციელება და იყენებენ ორი ტიპის პრევერბალურ ჟესტიკულაციას: პროტოდეკლარაცია(ჩვილი ეხება საგანს, იღებს ან მიუთითებს მასზე, თუ ვინმე უყურებს, ფიქრობს რომ შეამჩნევენ) და პროტოიმპერატივი(ჩვილი უფორსებთან მიდის რაიმეს მისაღებად და ამ დროს ხმებს გამოსცემს).

ფონოლოგიური განვითარება უკვე სამ ნაწილად იყოფა:

ადრეული ფაზა- უმარტივესი ბგერითი ფრაზები თანხმოვნით იწყება, ხმოვნით მთავრდება და განმეორებით მარცვლებს შეიცავს. ერთი წლისები ენის ამოდგმისას იმ სიტყვებს სწავლობენ რომლებიც ხშირად ესმით. ხშირად ვერ ხვდებიან ყველა ბგერას და შეცდომით ამობობენ; ახალფეხადგმულთა ლექსიკური მარაგი იზრდება და უკეთ იყენებენ შემეცნებით უნარებს მსგავსი ჟღერადობის ახალი სიტყვების გასარჩევად.

ფონოლოგიური სტრატეგიების ჩამოყალიბება- მეორე წლის შუაში ბავშვები სიტყვის მარცვლების წარმოთქმიდან გადადიან სიტყვაში თითოეული ბგერის გარკვევით წარმოთქმაზე. თავიდან ბავშვები მინიმალურ სიტყვებს წარმოთქვამენ, რომლებშიც ისინი მახვილიან სიტყვებს აქცევენ ყურადღებას და ცდილობენ მისი თანხმოვან-ხმოვნის კომბინაცია გამოთქვან. სკოლამდელი ასაკის ბავშვების გამოთქმა ბევრად სრულყოფილი ხდება. ვოკალური ტრაქტის მომწიფება და პრობლემების აქტიურად გადაჭრის ძალისხმევა ამაში ძალიან ეხმარება მათ.

გვაინდელი ფონოლოგიური განვითარება- ფონოლოგიური განვითარება ძირითადად 5 წლის ასაკში სრულდება, თუმცა გარკვეულ პატერნებს შუა ბავშვობასა და მოზარდობაშიც ითვისებენ.

რაც შეეხება სემანტიკურ განვითარებას,

ბავშვები სიტყვების აღქმას 6 თვის ასაკიდან იწყებენ; საგნის მითითებისა და დასახელების შემდეგ 9 თვის ჩვილები უფრო დიდხანს აკვირდებიან ამავე კატეგორიის საგნებს ვიდრე სხვა კატეგორიისას. პირველ სიტყვას ძირითადად 12 თვის ასაკში ამბობენ, 6 წლის ასაკისთვის კი მათი ლექსიკური მარაგი 10000-ია. აქედან გამმდინარე, ბავშვებს აღქმა მეტყველების წარმოტქმაზე ადრე უვოთარდებათ, ვინაიდან აღქმა მხოლოდ მნიშვნელობის მისახვედრადაა საჭირო, წარმოთქმისთვის კი მეხსიერება ხდება აუცილებელი.

ადრეული ფაზა- ბავშვის პირველი სიტყვები მნიშვნელოვან ადამიანზე მიუთითებს ან ცხოველზე, ადრეულ სენსომოტორულ ფუნქციებს უკვე ორი წლის ასაკისთვის ითვისებს. სიტყვების ადრეულ დაუფლებაზე გავლენას ახდენს კოგნიტური შემეცნებითი ფუქნციები და ემოციებიც. 18-24 თვის ასაკში ბავშვები ლექსიკური მარგის ხრივ დიდ ნახტომს აკეთებენ, რაშიც დიდ როლს გამოცდილებაც თამაშობს.მკვლევრების თქმით, ბავშვებს სიტყვების დაკავშირება მათ მნიშვნელობებთან მაშინ შეუძლიათ, როცა მოულოდნელად ხვდებიან მათ-სწრაფი შეჯერება.

ინდივიდუალური და კულტურული განსხვავებები-მიუხედავად იმისა, რომ საშუალო ასაკი, როცა ბავშვები პირველ სიტყვებს წარმოტქვამენ 12 თვეა, დიაპაზონი მაინც იცვლება 8-18 თვემდე პერიოდში. კვლევები აჩვენებენ, რომ 2 წლამდეგოგონები ბიჭებთან შედარებით ოდნავ უფრო სწრაფად ზრდიან სიტყვათა მარაგს.ეს შეიძლება კავშირში იყოს გოგონების ადრეულ ბიოლოგიურ მომწიფებასთან. მნიშვნელოვანია ენობრივი გარემოც, რამდენად ხშირად ესაუბრება მშობელი ბავშვს, როგორ ესაუბრება და ა.შ.

ბავშვები მეტყველების დასაწყებად უნიკალურ ხერხებს მიმართავენ: ექსპრესიული სტილი(მეტყველებისას იყენებენ ბევრ ნაცვალსახელს და სოციალურ ფორმულას); რეფერენტული(ლექსიკონში საგნის აღმნიშვნელი სიტყვებია).

სიტყვათა ტიპები: პატარა ბავშვების ლექსიკონში ძირითადად ვხვდებით სამი ტიპის სიტყვებს, ესენია საგნების, მოქმედების და მდგომარეობის აღმნიშვნელი სიტყვები.ეს ვარიაციები დაახლოებით 2-2, 5 წლის ასაკში ჩნდება.

როცა ბავშვები სიტყვებს სწავლობენ, ხშირად არასაკმარისად იყენებნ მათ.მაგალითად ზოგჯერ მხოლოდ ვიწრო მნიშვნელობით ხმარობენ- არასაკმარისი გავრცობა; 1-2-წლისებში გავრცელებულია ჭარბი გავრცობა, როცა ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებენ სიტყვას;

სკოლამდელი ასაკის ბავშვები ნაწავლის მიხედვით თხზავენ ახალ სიტყვებს და ფრაზებს, ახალ მეტაფორებს. ეს ხდება დაახლოებით ორი წლის ასაკში;

ბოლოს კი დასკვნის სხით: რაც შეეხება უკვე შემდგომ განვითარებას, დაწყებითი კლასების დასაწყისსა და დასასრულს შორის ლექსიკური მარაგი უკვე 40000ია დაახლოებით და მეტიც.

0
28
შეფასება არ არის
ავტორი:აბრამიშვილი ანი
აბრამიშვილი ანი
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0